მედიკო

ბუსკოლიზინი - Buscolysin 30 ტაბლეტი

30 ტაბლეტი

ბუსკოლიზინს გააჩნია კარგად გამოხატული სპაზმოლიტური (მომადუნებელი) მოქმედება.

ბუსკოლიზინი® 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები

BUSCOLYSIN® 10 mg coated tablets

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი / hyoscine butylbromide

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

ეს სამკურნალო საშუალება გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის მიუხედავად მკურნალობის საუკეთესო შედეგების მისაღებად საჭიროა გულმოდგინედ დაიცვათ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია.

- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, ან რჩევა მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- საჭიროა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება, ან არ შეინიშნება გაუმჯობესება 2 კვირაში.

- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს ბუსკოლიზინი და რისთვის გამოიყენება

2. ბუსკოლიზინის მიღების დაწყებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ ბუსკოლიზინი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შეინახოთ ბუსკოლიზინი

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ბუსკოლიზინი და რისთვის გამოიყენება

ბუსკოლიზინს გააჩნია კარგად გამოხატული სპაზმოლიტური (მომადუნებელი) მოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემის გლუვ კუნთებზე, სანაღვლე გზებზე და შარდსასქესო სისტემაზე.

ბუსკოლიზინი გამოიყენება  იმ დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას, რომელთაც თან ახლავს კუჭის, ნაწლავების, სანაღვლე გზების, შარდსასქესო გზების გლუვი კუნთების მტკივნეული სპაზმი.

2. ბუსკოლიზინის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ბუსკოლიზინი

- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი, ან  ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- თუ გაქვთ გლაუკომა ( მომატებული თვალის შიდა წნევა);

- თუ გაქვთ მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტე);

- თუ თქვენ გაქვთ მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოება ან გასქელება).

განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით ბუსკოლიზინის გამოყენებისას

პრეპარატის გამოყენებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან,

თუ გაქვთ: მომატებული არტერიული წნევა,  ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ფილტვების დაავადება, თირკმლების და ღვიძლის მძიმე დაავადება, ეპილეფსია(კრუნჩხვები), დიაბეტური ნეუროპათია, აღგენიშნებათ ნაწლავების გაუვალობა(ილეუსი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური ბარიერები, წინასაყრის შევიწროება, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი (მდგომარეობა, როცა კუჭის მჟავე შიგთავსი გადაისროლება უკან – საყლაპავში), აქალაზია (საყლაპავის მოზრაობის აქტივობის დარღვევა), კუჭის წყლული, კოლიტის საშუალო და მძიმე ფორმა (მსხვილი ნაწლავის ანთება), წინამდბარე ჯირკვლის გადიდება შარდის შეკავებით.

ოფლის გამოყოფის დათრგუნვის გამო ფრთხილად გამოიყენება მომატებული ტემპერატურის დროს.

ბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის პროვოცირება (მომატებული თვალის შიდა წნევა). ბუსკოლიზინის გამოყენების შემდეგ თვალის ტკივილის და მხედველობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში , აუცილებელია ოფტალმოლოგთან კონსულტაცია.

ბუსკოლზინი ფრთხილად გამოიყენება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ქსეროსტომია(  სიმშრალე პირის ღრუში, რომელიც გამოწვეული სანერწყვე ჯირკვლების შემცირებით ან არარსებობით), მშრალი რინიტი (ცხვირის ქრონიკული ანთება მცირე სეკრეციით ან მისი არარსებობით).

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, მათ შორის მცენარეული პრეპარატებიც.

სამკურნალო საშუალების მოქმედება შეიძლება შეცვალოს, თუ თქვენ ერთდროულად იყენებთ პრეპარატებს: პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ; ქინიდინს(ანტიარითმიული საშუალება), დიგოქსინს (საგულე გლიკოზიდი), ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები),  ანტიფსიხოზური პრეპარატები, ანტიჰისტამინები (ანტიალერგიული), ბეტა-ადრენომიმეტიკები (მაგ.: ბრონქიალური ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ისეთი როგორიცაა: კლენბუტეროლი, სალბუტამოლი და სხვა), კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფეციების სამკურნალო პრეპარატი), მეტოკლოპრამიდი (ღებინების საწინაღმდეგო), კორტკოსტეროიდები (ჰორმონალური პრეპარატები), ანტაციდები (გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატები), ციტრატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, პირველი 3 თვის განმავლობაში. თუ თქვენ ხარ ორსულად, ბუსკოლიზინით მკურნალობა მიმდინარეობს მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ბუსკოლიზინით მკურნალობა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან პრეპარატის ნაწილი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევ მან შეიძლება გამოიწვიოს რძის გამოყოფის შემცირება ჯირკვლების გარე სეკრეციის დათრგუნვის გამო.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა ახლო მანძილზე გაძნელებული მხედველობით.

თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, სანამ თქვენი მხედველობა დარეგულირდება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბუსკოლიზინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ბუსკოლიზინი შეიცავს ლაქატოზას და საქაროზას დამხმარე ნივთიერებების სახით.

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს.

შამკურნალო საშუალბა შეიცავს საღებავი E110, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

3. როგორ უნდა მიიღოთ ბუსკოლიზინი

თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღოთ ბუსკოლიზინი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  ტაბლეტები მიიღეთ Mმთლიანად (უზმოზე ან საკების მიღების წინ) საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

ჩვეულებრივი დოზა:

მოზრდილები და 12 წელს ზევით ასაკის ბავშვები : 1-2 ტაბლეტი 2-4 ჯერ დღეში.

მაქსიმალური  სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს (8 ტაბლეტი).

ბავშვები 6-12 წლამდე: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში ბუსკოლიზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ბუსკოლიზინით მკურნალობის ხანგრძლივობა არ აუნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

თუ თქვენ მიიღეთ ბუსკოლიზინის საჭიროზე მეტი დოზა

სამკურნალო პრეპარატის ჩვეულებრივზე  მაღალი დოზებით მიღების დროს  აღინიშნება  შემდეგი სიმპტომები: პირის და ხახის  სიმშრალე, გაძნელებული ყლაპვა, აგზნება, მომატებული ტემპერატურა, გახშირებული გულისცემა, კანის შეწითლება, ჰალიცინაციები.

თუ თქვენ ეჭვობთ, რომ მიიღეთ ბუსკოლიზინის რეკომენდებულზე მეტი დოზა,  დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს! მას შეუძლია საწრაფო ზომების მიღება საჭიროების შემთხვევაში.

თუ თქვენ დაგავიწყდაღ ბუსკოლიზინის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ  ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მორიგი დოზის მიღების დრო მოახლოვებულია, მაშინ  მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ  დამატებითი შეკითხვები, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბუსკოლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ ვითარდება.

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გაძნელებული შარდვა, შარდვის შეკავება,  თვალის შიდა წნევის მომატება, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვა,  ტაქიკარდია (გულის რითმის აჩქარება), არტერიული წნევის მომატება.   იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), ისეთი როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ძალიან იშვიათად- უფრო მკვეთრად გამოხატული, გაძნელებული სუნთქვის და ანაფილაქსიური შოკის ეპიზოდებით.

ხანდახან შეინიშნება ოფლის შემცირებული გამოყოფა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ნერვულობა, სისუსტე, ატაქსია (მოძრაობის კორდინაციის დარღვევა). იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს აგზნება, უძილობა, შფოთვა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით, ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში).

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.

5. როგორ შეინახოთ ბუსკოლიზინი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბუსკოლიზინი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.

სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბუსკოლიზინი

- მოქმედი ნივთიერებები: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი 10 მგ ერთ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ღვინის მჟავა; მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, გუმი არაბიკა, ყვითელი  ოპალუქსი AS-22808 (E104, E 110, E 171, E 211, E172, საქაროზა, პოვიდონი), მაკროგოლი, გლიცეროლი.

როგორ გამოიყურება ბუსკოლიზინი და რას შეიცავს შეფუთვა

ყვითელი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, სწორი, მრგვალი ფორმით და პრიალა ზედაპირით.

20  ტაბლეტი მყარ, პვქ/ლუმინის ფოლგაზე,

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში დანართ ფურცელთან ერთად.

30  ტაბლეტი მყარ, პვქ/ლუმინის ფოლგაზე,

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში დანართ ფურცელთან ერთად.

ასევე, იხილეთ: ანასპანი - Anaspan 10 მგ 20 ტაბლეტი

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.