სელცინკორი - Selzincore 30 კაფსულა
30 კაფსულა
ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსებისა და სხვა პათოგენური გამომწვევების მიმართ.

სელცინკორი

საერთაშორისო დასახელება: Selenium 200mcg + Zinc 40mg

შემადგენლობა:

1 აბი შეიცავს სელენიუმს 200მკგ + თუთია 40მგ ოდენობით.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კალციუმის ფოსფატი (341), სილიციუმის დიოქსიდი (E551), მაგნიუმის სტეარატი (E470b), ჟელატინი, კალციუმის კარბონატი (E170).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

რას შეიცავს სელცინკორი?

სელცინკორი შეიცავს შეუცვლელ მიკროელემენტს - სელენს, რომელიც წარმოადგენს ანტიოქსიდანტური ფერმენტის – სელენდამოკიდებული გლუტათიონპეროქსიდაზას კოფაქტორს, რომელიც ანეიტრალებს ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან.

ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსებისა და სხვა პათოგენური გამომწვევების მიმართ.

სელენი შედის ფერმენტ – იოდთირონინ 5 დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიიოდთირონინის წარმოქმნას და იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან.

ამცირებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გუნება – განწყობილებას.

თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას, ჰეპატიტების დროს, ხელს უშლის ნეკროზული პროცესების განვითარებას ღვიძლში და იცავს მას თავისუფალი რადიკალებისა და მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისგან.

თუთია იმუნომოდულატორია - ერთდროულად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტის ყველა რგოლზე. ასტიმულირებს ინფერფერონების სეკრეციას, რაც იცავს სხეულს ვირუსებით, ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით დასნებოვნებისგან.

აქვს მკვეთრად გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

ანტიოქსიდანტური მოქმედება – იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

თუთია მონაწილებს ტესტოსტერონის სინთეზში, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მოძრაობის აქტივაციას, სიცოცხლისუნარიანობას,

თუთია მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზსა და გონადოტროპინის გამონთავისუფლების პროცესში. ამ მინერალის დეფიციტი ორსულობის დროს ასოცირებულია თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და ტერატოგენობის ზრდის რისკთან.

თუთია მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და ხელს უწყობს კანის, თმის, ფრჩხილის და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა – გაჯანსაღებას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

თუთია უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი მონაწილეობს ინსულინისა და ზრდის ჰორმონის სინთეზში.

რისთვის გამოიყენება სელცინკორი?

სელენისა და თუთიის ლაბორატორიულად დადასტურებული უკმარისობა ორგანიზმში, რაც გამოიხატება:

• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები:

• შაქრის ცვლის დარღვევა

• იმუნური სისტემის დარღვევები – დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან;

• აუტოიმუნური დაავადებები;

• მწვავე და ქრონიკული ინფექციები, რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივი და/ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება;

• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.

• დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, აკნე, ალოპეცია, ფრჩხილების დისტროფია.

• სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

• არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს;

• მხედველობის პრობლემები

• ორგანიზმის დაბერების პროფილაქტიკა;

• სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;

• აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა;

მიღების წესი:

მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის დროს ან შემდეგ.

დოზა და მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებასა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები:

ერთეულ შემთხვევებში მსუბუქი ალერგიური რეაქცია.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური მრგძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სელენით ინტოქსიკაცია.

გაფრთხილება: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიღებასთან დაკავშირებით დოზის კორექციის მიზნით, უნდა დაინიშნოს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება:

მწვავე შემთხვევისას დამახასიათებელია ნიორის სუნი ამოსუნთქული ჰაერიდან, დაღლილობა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ქრონიკული ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული პოლინეიროპათია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, დიურეზული საშუალებებისა და დიდი დოზით C ვიტამინის მიღება. დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდირებულია სელენის ელიმინაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასკორბინის მჟავისა და სელცინკორის ერთდროულად მიღების დროს ქვეითდება სელენის ბიოშეღწევადობა.

არ შეიცავს:

გლუტენს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს. საფუარს, დამატკბობლებს და ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი კომპანია: Fortex Nutraceuticals Ltd.

მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.