აზიმიცინი - Azimycin 250მგ 6 ტაბლეტი
250მგ
გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს.
აზიმიცინი, 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Azithromycinum 
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი
1. რა არის აზიმიცინი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ აზიმიცინის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება აზიმიცინი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ შეინახოთ აზიმიცინი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს აზიმიცინი და რისთვის გამოიყენება
აზიმიცინის აქტიური ნივთიერება არის აზითრომიცინი, რომელიც წარმოადგენს მაკროლიდების კლასის აზალიდურ ანტიბიოტიკს მოქმედების ფართო სპექტრით. მას აქვს ბაქტერიციდული მოქმედება მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიმართ.
აზიმიცინის 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.
<!-- [if !supportLists]-->− ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი (იხ. აგრეთვე პუნქტი 2).
<!-- [if !supportLists]-->− <!--[endif]-->შუა ყურის მწვავე ოტიტი.
<!-- [if !supportLists]-->− <!--[endif]-->ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული პნევმონია. 
<!-- [if !supportLists]-->− <!--[endif]-->კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის - ლაიმის დაავადების პირველი სიმპტომი.
<!-- [if !supportLists]-->− <!--[endif]-->სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები.
2. რა უნდა იცოდეთ აზიმიცინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აზიმიცინი
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->თუ გაქვთ ალერგია აზითრომიცინის, ერითრომიცინის, სხვა მაკროლიდური და კეტოლიდური ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს აზიმიცინის გამოყენებამდე თუ:
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს არითმიის განვითარებას (განსაკუთრებით ქალებსა და ხანდაზმულ პაციენტებში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->თანდაყოლილი ან სხვა სახის გულის არითმიები (რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე- გულის ელექტრული აქტივობის ტესტი),
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->გულის მძიმე უკმარისობა,
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ძალიან ნელი გულისცემა (ბრადიკარდია),
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სისხლში ელექტროლიტური დისბალანსი, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე,
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე (იხილეთ პუნქტი „სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი“);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა;
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა: ექიმმა შეიძლება აკონტროლოს თქვენი ღვიძლის ფუნქცია ან შეწყვიტოს მკურნალობა;
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->გაქვთ ახალი ინფექცია (რომელიც შეიძლება მიუთითებდეს რეზისტენტული მიკროორგანიზმების გადაჭარბებულ ზრდაზე ან სოკოვან ინფექციაზე);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->გაქვთ რაიმე ნერვული (ნევროლოგიური) ან ფსიქიკური (ფსიქიატრიული) დარღვევები;
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება: ექიმი უნდა დარწმუნდეს, არ არის თუ არა პაციენტი სიფილისით ინფიცირებული;
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->იყენებთ ერგოტამინის წარმოებულებს (ერგოტის პროდუქტებს);
<!-- [if !supportLists]-->· გაქვთ დამწვრობის დაინფიცირებული ჭრილობები.
გარდა ამისა, გაეცანით მე-4 პუნქტში მოცემულ გაფრთხილებებს.
თუ ინფექციის სიმპტომები არ ქრება თერაპიის მიუხედავად, ან ახალი ინფექციის (მაგ. სოკოვანი) სიმპტომების ვლინდება, ხელახლა უნდა მიმართოთ ექიმს.
სტრეპტოკოკური ინფექციები
პენიცილინი, როგორც წესი, სტრეპტოკოკებით გამოწვეული ფარინგოტონზილიტის სამკურნალოდ არჩევის პრეპარატია.
ფსევდომემბრანული კოლიტი
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს დიარეის განვითარების შემთხვევაში, რადგან ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომი (გართულება, რომელიც ზოგჯერ მაკროლიდური ანტიბიოტიკების გამოყენებისას ვითარდება). ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა აზითრომიცინით თერაპიის დაწყების შემდეგ. აზითრომიცინის გამოყენების შედეგად გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს აზიმიცინის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანერგვა. უკუნაჩვენებია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას.
ხანგრძლივი გამოყენება
ზემოთ მითითებული ჩვენებების დროს აზითრომიცინის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. სწრაფად განმეორებადი ინფექციების შემთხვევაში, ექიმი განიხილავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებით მკურნალობის შესაძლებლობას.
მიასთენია გრავისი
მიასთენიის გრავისის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის დაწყება დაფიქსირდა აზითრომიცინით თერაპიის დროს (იხ. პუნქტი „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). 
ბავშვები და მოზარდები
აზიმიცინი 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია მხოლოდ ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.
სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები. 
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ QT ინტერვალზე, როგორიცაა: 
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ქინიდინი, პროკაინამიდი, დოფეტილიდი, ამიოდარონი, სოტალოლი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს),
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს),
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ჰიდროქსიქლოროქინი (გამოიყენება რევმატოლოგიური დარღვევების ან მალარიის სამკურნალოდ),
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ),
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგ. პიმოზიდი,
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ანტიდეპრესანტები, მაგ. ციტალოპრამი,
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ფტორქინოლონები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) მაგ. მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი;
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->ანტაციდები (აზიმიცინი უნდა მიიღოთ ანტაციდების მიღებამდე სულ მცირე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი;
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->ერგოტის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ ან სისხლის მიმოქცევის შესამცირებლად), მაგ. აზითრომიცინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ერგოტიზმი (სიმპტომები - პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და იშემია);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების (FMF) სამკურნალოდ);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->ციკლოსპორინი (გამოიყენება კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის ან ორგანოების გადანერგვის შემდეგ);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->ატორვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად);
<!-- [if !supportLists]-->· <!--[endif]-->რიფაბუტინი (გამოიყენება აივ ინფექციის ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
აზიმიცინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აზიმიცინის 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით შეიძლება დაინიშნოს საკვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება
აზითრომიცინი გადადის დედის რძეში. აზითრომიცინის გამოყენებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი სხვაგვარად მიგითითებთ. 
ნაყოფიერება
მღრღნელებზე ჩატარებული ნაყოფიერების კვლევებში აზითრომიცინის მიღების შემდეგ აღინიშნა ორსულობის მაჩვენებლის შემცირება. ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანებისთვის უცნობია.
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ არსებობს მონაცემები აზიმიცინის ზემოქმედების შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ასეთი საქმიანობის შესრულებისას გასათვალისწინებელია ისეთი გვერდითი მოვლენების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.
3. როგორ გამოიყენება აზიმიცინი
ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი მიიღება პერორალურად.
აზიმიცინი ასევე ხელმისაწვდომია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით 125 მგ და 500 მგ დოზით, ასევე ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიისთვის 200 მგ/5 მლ და 100 მგ/5 მლ დოზით. 
დოზირება მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 45 კგ-ზე მეტი წონით
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, შუა ყურის ოტიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (გარდა მიგრირებადი ერითემისა)
აზითრომიცინის საერთო დოზაა 1.5 გ 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთჯერად დღიური დოზა). ალტერნატიულად, იგივე საერთო დოზა (1500 მგ) შეიძლება ასევე მიღებულ იქნას 5 დღის განმავლობაში: 500 მგ მკურნალობის პირველ დღეს და 250 მგ თითოეული მკურნალობის მეორედან მეხუთე დღემდე. 
მიგრირებადი ერითემა
საერთო დოზა არის 3 გ და მიიღება შემდეგნაერად: პირველ დღეს 1 გ (4 ტაბლეტი 250 მგ), შემდეგ 500 მგ (2 ტაბლეტი) მეორედან მეხუთე დღემდე, ინდივიდუალურ დღიურ დოზებად.
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები
1 გ (250 მგ-იანი 4 ტაბლეტი) ერთჯერადი დოზის სახით.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება იგივე დოზა, რაც სხვა ზრდასრული პაციენტებისთვის. გულის პრობლემების რისკის გამო, რეკომენდებულია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება ამ პაციენტებში.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, აცნობეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვეულებრივი დოზის შემცირება. არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
მიღების მეთოდი
აზითრომიცინი უნდა მიიღოთ პერორალურად, დღეში ერთხელ.
აზიმიცინის 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
თუ მიიღეთ აზიმიცინის ჭარბი დოზირება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო. მაკროლიდური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ტიპური სიმპტომებია სმენის გარდამავალი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა. 
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ მედიკამენტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სასიცოცხლო ნიშნების შენარჩუნება. 
თუ დაგავიწყდათ აზიმიცინის დოზის მიღება
გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. 
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. 
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ განვითარდება შემდეგი გვერდითი ეფექტები, უნდა შეწყვიტოთ აზიმიცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ალერგიული რეაქციები: უეცარი მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შოკს (სიხშირე უცნობია) ან სუნთქვისა და ყლაპვის უეცარი გაძნელება, ტუჩების, ენის, სახისა და კისრის შეშუპება, ქავილი, განსაკუთრებით მთელ სხეულზე (არახშირი).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->კანის მძიმე რეაქციები: კანის გამონაყარი, რომელიც ხასიათდება კანზე სიწითლის უბნების სწრაფი განვითარებით მცირე ზომის ლაქებით (თეთრი ან ყვითელი ფერის სითხით სავსე ბუშტუკებით); კანის ძლიერი გამონაყარი, რომელიც იწვევს სიწითლეს და აქერცვლას; მწვავე პემფიგუსი და სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, პირიდან, ცხვირიდან და სასქესო ორგანოებიდან, ასოცირებული მაღალი ცხელებასთან და სახსრების ტკივილთან. ეს შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP, იშვიათად ვითარდება), მულტიფორმული ერითემა, ბულოზური მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ყველა მათგანი ვითარდება უცნობი სიხშირით).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კანზე გამონაყარს, ორგანოთა შეშუპებას, ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდას (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთებას (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); სიხშირე უცნობია).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ მოვლენებს:
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->მძიმე ან ქრონიკული დიარეა სისხლით ან ლორწოთი. სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ან მის შემდეგ და შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის სერიოზულ ანთებაზე (სიხშირე უცნობია).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სისუსტე, ანორექსია, კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, მუქი შეფერილობის შარდი, გაუფერულებული განავალი, მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ქვედა ჰიპოქონდრიაში. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის მძიმე დაავადების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა [იშვიათად ფატალური], ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი; სიხშირე უცნობია).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ინფექციების მიმართ მგრძნობელობა, განსაკუთრებით პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების, რომელიც უარესდება მკურნალობის მიუხედავად (ნეიტროპენიის, ლეიკოპენიის სიმპტომები; ეს ეფექტები ვლინდება არახშირად).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სისხლჩაქცევების ან სისხლდენის მიმართ უჩვეულო მიდრეკილება - თრომბოციტოპენიის ნიშნები (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სინკოპე, სისუსტე და დაღლილობა, სიფერმკრთალე, ქოშინი, გულისცემის გახშირება – ჰემოლიზური ანემიის ნიშნები (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის გაძლიერება; სიხშირე უცნობია).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სწრაფი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა ან გულის რიტმის ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება და “პირუეტის” ტიპის ოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes); სიხშირე უცნობია).
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->შარდის გამოყოფის შემცირება, სისუსტე, შეშუპება, ქოშინი, ანორექსია, გულისრევა და ღებინება, ქავილი, მცირე პეტექიები, ზურგის ტკივილი, ჰემატურია (თირკმლის მწვავე უკმარისობის და ინტერსტიციული ნეფრიტის სიმპტომები; სიხშირე უცნობია).
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10 -დან 1-ზე მეტ პაციენტში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->დიარეა. 
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->თავის ტკივილი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სისხლში ბიკარბონატების დონის შემცირება.
არახშირი (შესაძლოა განვითარდეს 100 -დან 1-მდე პაციენტში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->კანდიდოზური ინფექციები (კანდიდოზი), ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ფარინგიტი, გასტროენტერიტი, რესპირატორული დარღვევები, რინიტი, პირის ღრუს კანდიდოზი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება (ეოზინოფილია);
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->მადის დაკარგვა (ანორექსია);
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ნერვოზი, უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს დარღვევა, ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->მხედველობის დარღვევები;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ყურის მხრივ დარღვევები, წონასწორობის დარღვევები;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->პალპიტაცია;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ალები;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ყაბზობა, შებერილობა და მეტეორიზმი, დისპეფსია, გასტრიტი, დისფაგია, მუცლის შებერილობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, პირის ღრუს დაწყლულება, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ოსტეოართრიტი, მიალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->შარდვის დარღვევები (დიზურია), თირკმლის ტკივილი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->საშვილოსნოს ჰემორაგია, სათესლე ჯირკვლების დარღვევები;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->შეშუპება, ასთენია, სისუსტე (აპათია), დაღლილობა, სახის შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, პირექსია, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები (მაგ., სისხლის, ღვიძლისა და თირკმლის პარამეტრების, გლუკოზის, ელექტროლიტების მაჩვენებლების მიხედვით);
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->პროცედურული გართულებები.
იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->აჟიტაცია;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ფოტომგრძნობელობის რეაქცია
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->აგრესიული ქცევა, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->გონების დაკარგვა (სინკოპე), კრუნჩხვები, სენსორული დარღვევები (ჰიპოესთეზია), ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ანოსმია, აგევზია, პაროსმია, კუნთების სწრაფი დაღლილობა (მიასთენია გრავის);
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე და (ან) ტინიტუსი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ჰიპოტონია;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->პანკრეატიტი, ენის ფერის შეცვლა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სახსრების ტკივილი.
კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს დაფიქსირდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა ან სავარაუდოდ დაკავშირებულია აზითრომიცინის გამოყენებასთან Mycobacterium avium-კომპლექსით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის ან პრევენციის დროს.
ძალიან ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10 -დან 1-ზე მეტ პაციენტში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->დიარეა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->მუცლის ტკივილი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->გულისრევა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->შებერილობა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->მუცლის არეში დისკომფორტი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->თხელი განავალი.
ხშირი (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ანორექსია;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->თავბრუსხვევა;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->თავის ტკივილი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->გემოს დარღვევები;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->მხედველობის დარღვევები;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სიყრუე;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->გამონაყარი, ქავილი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სახსრების ტკივილი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->დაღლილობის შეგრძნება.
არახშირი (შესაძლოა აღინიშნოს 100 -დან 1-მდე ადამიანში):
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->შეხების შეგრძნების ცვლილება (ჰიპესთეზია);
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->სმენის დაქვეითება, ტინიტუსი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->გულისცემის შეგრძნება;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ჰეპატიტი;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ბულოზური მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი - კანის მძიმე რეაქცია, SJS),
კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
<!-- [if !supportLists]-->- <!--[endif]-->ასთენია, სისუსტე.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება აზიმიცინი
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აზიმიცინი
აქტიური ნივთიერება არის აზითრომიცინი.
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აზითრომიცინს, აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: პრეგელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 101, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.
აზიმიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
შეფუთვა: 6 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ასევე, იხილეთ: Azimycin - აზიმიცინი 500მგ 3 ტაბლეტი
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.