ესენციალე მაქსი - Essentiale Max კაფსულა პერორალური 600მგ N30
600მგ
ესენციალე მაქსი არის მცენარეული სამკურნალო პროდუქტი, რომელიც ღვიძლის დაავადებების დროს გამოიყენება.

ესენციალე მაქსი 600 მგ მყარი კაფსულები

სოიოს მარცვლების ფოსფოლიპიდები

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ინსტრუქციაში არის მითითებული ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების მიხედვით.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გაგივითარდათ ნებისმიერი არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

- თუ 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენ ექიმს.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია

1. რას წარმოადგენს ესენციალე მაქსი და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ესენციალე მაქსის მიღებამდე.

3. როგორ მიიღოთ ესენციალე მაქსი

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

5. ესენციალე მაქსის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ესენციალე მაქსი და რისთვის გამოიყენება ის

ესენციალე მაქსი არის მცენარეული სამკურნალო პროდუქტი, რომელიც ღვიძლის დაავადებების დროს გამოიყენება.

თერაპიული ჩვენებები

იგი გამოიყენება არაჯანსაღი საკვებით, ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებით ან ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების სუბიექტური ჩივილების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა მადის დაქვეითება ან სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში.

ასევე, იხილეთ: Essentiale - ესენციალე ფორტე 300მგ 30 კაფსულა

2. რა უნდა იცოდეთ ესენციალე მაქსის მიღებამდე

არ მიიღოთ ესენციალე მაქსი, თუ:

- ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების, სოიოს მარცვლების, არაქისის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ესენციალე მაქსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ესენციალე მაქსის გამოყენება არ ცვლის საკვებიდან ღვიძლის დაზიანების გამომწვევი ტოქსიკური ნივთიერებების ამოღებას (მაგ. ალკოჰოლი).

- თუ გაქვთ ღვიძლის ქრონიკული ანთება (ჰეპატიტი), ამ სამედიცინო პროდუქტით დამხმარე თერაპია გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ სიმპტომების გაუმჯობესებას.

თუ 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ, თავს გრძნობთ ცუდად, სიმპტომები გაუარესდა ან სხვა გაურკვეველი სიმპტომები გამოვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ესენციალე მაქსი, შეიცავს ნატრიუმს

ამ სამედიცინო პრეპარატის 1 კაფსულა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ესენციალე მაქსი შეიცავს ალკოჰოლს

ამ სამედიცინო პრეპარატის 1 კაფსულა შეიცავს 20 მგ ეთანოლს, რაც შეესაბამება 21,28 მგ/გ (2,13% წ/წ). ალკოჰოლის რაოდენობა ერთ კაფსულაში უფრო ნაკლებია, ვიდრე 1 მლ ლუდში ან 1 მლ ღვინოში.

ამ სამედიცინო პრეპარატში ეთანოლის მცირე რაოდენობას არ ექნება რაიმე შესამჩნევი ეფექტი.

ბავშვები და მოზარდები

არ არის საკმარისი მონაცემები ესენციალე მაქსის გამოყენების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და ესენციალე მაქსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ანტიკოაგულანტებთან ერთად ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ესენციალე მაქსის მიღება საჭმელთან და სასმელთან ერთად

ესენციალე მაქსი მიიღება ჭამის დროს და კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი სითხის მიყოლებით (ჭიქა წყალი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სოიოს მარცვლების პროდუქტები ფართოდ გამოიყენება ადამიანის საკვებად და ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს რაიმე რისკის შესახებ. თუმცა, არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევები.

ამიტომ ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

არ არსებობს მონაცემები ესენციალე მაქსის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ესენციალე მაქსი შეიცავს სოიოს მარცვლების ზეთს. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სოიოს მარცვლების ზეთს, იშვიათ შემთხვევებში მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები. არ გამოიყენოთ, თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე არაქისის ან სოიოს მიმართ.

პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (ალკოჰოლს), 100 მგ-ზე ნაკლებს 1 კაფსულაში.

3. როგორ მივიღოთ ესენციალე მაქსი

ყოველთვის მიიღეთ ეს სამედიცინო პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თუ ექიმმა სხვანაირად არ დანიშნა, ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზა:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

არ არის საკმარისი მონაცემები ესენციალე მაქსის გამოყენების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამიტომ ესენციალე მაქსი არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, ჭამის დროს და საკმარისი სითხის მიყოლებით (ჭიქა წყალი).

ამ მედიკამენტის გამოყენების ხანგრძლივობის შეზღუდვა არ არსებობს.

თუ თქვენ მიიღეთ ესენციალე მაქსის საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლებელია, რომ მე-4 პუნქტში აღწერილი გვერდითი მოვლენები უფრო ინტენსიურად გამოვლინდეს. დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

თუ დაგავიწყდათ ესენციალე მაქსის მიღება

თუ დოზა გამოტოვეთ, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის დროა, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ესენციალე მაქს-მა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ამ პრეპარატის თითოეული გვერდითი რეაქციის შეფასებისთვის შემდეგი სიხშირე იყო გათვალისწინებული:

· ძალიან ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ან მეტ პაციენტში);

· ხშირი (ვლინდება 100-დან 1 ან მეტ პაციენტში);

· არახშირი (ვლინდება 1000-დან 1 ან მეტ პაციენტში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

· იშვიათი (ვლინდება 10000 -დან 1 ან მეტ პაციენზე, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

· ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტში);

· უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კვლევები:

უცნობი სიხშირით: არტერიული წნევის მომატება

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები:

უცნობი სიხშირით: გულისცემის გაძლიერება

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:

უცნობი სიხშირით: თავბრუსხვევა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები:

უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, თხიერი განავალი, დიარეა ან დისკომფორტი მუცელში

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:

უცნობი სიხშირით: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ერითემა, გამონაყარი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ქავილი.

თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციები, შეწყვიტეთ ესენციალე მაქსის მიღება და აცნობეთ ექიმს. ის შეაფასებს არასასურველი რეაქციების სიმძიმეს და შესაბამისი ზომების საჭიროებას.

არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

5. როგორ ინახება ესენციალე მაქსი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 25°C დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ესენციალე მაქსი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა განსაზღვრულია მითითებული თვის ბოლო დღით.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არა საჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ესენციალე მაქსი

აქტიური ნივთიერება: სოიოს მარცვლების ფოსფოლიპიდები, რომელიც შეიცავს 76% (3-sn-ფოსფატიდილ) ქოლინს - 600 მგ.

სხვა ნივთიერებები: მყარი ცხიმი (Witepsol W35); რაფინირებული სოიოს ზეთი; α–ტოკოფეროლი; ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი; მყარი ცხიმი (Witepsol S55), ეთანოლი 96%; ეთილის ვანილინი; 4-მეთოქსიაცეტოფენონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი, შავი (E172); რკინის ოქსიდი, ყვითელი (E172); რკინის ოქსიდი, წითელი (E172).

როგორ გამოიყურება ესენციალე მაქსი და შეფუთვის შიგთავსი

ყვითელიდან ყავისფერამდე პასტა თაფლის მსგავსი კონსისტენციით, წაგრძელებული, გაუმჭვირვალე, ყავისფერ მყარ კაფსულაში. ესენციალე მაქსი ხელმისაწვდომია PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერებში 30 ან 42 კაფსულა ან გამჭვირვალე მინის ბოთლში (ტიპი III) 30 კაფსულა.

ყველა სახის შეფუთვა არ არის დაშვებული ბაზარზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.