ტუტუკონი - Tutukon ხსნარი 250მლ
250მლ
გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობისა და პრევენციისთვის, ასევე საშარდე გზების ანთებითი პროცესების, პოდაგრის დროს.

ტუტუკონი

250 მლ პერორალური ხსნარი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ზუსტად დაიცავით ანოტაციაში მითითებული მედიკამენტის მიღების ინსტრუქცია, გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები.

• შეინახეთ ანოტაცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

• თუ გჭირდებათ რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

• პრეპარატის მიღებისას, გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხილეთ ნაწილი 4.).

• აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მედიკამენტის მიღებიდან 7 დღის შემდეგ გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა თქვენი მდგომარეობა

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რა არის ტუტუკონის პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღების დაწყებამდე

3. როგორ მივიღოთ ტუტუკონის პერორალური ხსნარი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ტუტუკონის პერორალური ხსნარის შენახვის წესები

6. შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ტუტუკონის პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება ის

ტუტუკონის პერორალური ხსნარი წარმოადგენს ჰიდრალატს, რომელიც მიღებულია: Equisetum arvense L. (მინდვრის შვიტა); Spergularia rubra Dietrich წითელი სპერგულარია; Peumus boldus Molina (ბოლდოს ფოთლები); Opuntia ficus‑indica Miller (ოპუნცია-კაქტუსი ყვავილები); Sideritis angustifólia L (მაკედონიის ჩაი); Rosmarinus officinalis L (სამკურნალო როზმარინი); Cynodon dactylon L (გლერტას ფესვები); Melissa officinalis L (ბარამბოს ფოთლები).

ტუტუკონის პერორალური ხსნარი არის ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობისა და პრევენციისთვის, ასევე საშარდე გზების ანთებითი პროცესების, პოდაგრის დროს.

2. რა უნდა იცოდეთ ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ტუტუკონის პერორალური ხსნარი:

· თუ ხართ ალერგიული წამლის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში)

· თუ გაწუხებთ გულის ან თირკმლის ისეთი დაავადებები, როცა უკუნაჩვენებია დიდი რაოდენობით სითხის მიღება

· თუ გაწუხებთ გასტრიტი

· თუ გაქვთ პროსტატის ადენომა, რომელსაც თან ახლავს შარდის გამოყოფის გაძნელება

· ნაღვლის ბუშტის დიდი ზომის კენჭების, ნაღვლის შეგუბების, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

თუ გაქვთ ქვემო კიდურების შეშუპება (ედემა), ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ტუტუკონის პერორალური ხსნარი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნულ შემთხვევებში ტუტუკონის პერორალური ხსნარი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტუტუკონს არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. როგორ მივიღოთ ტუტუკონის პერორალური ხსნარი

ზუსტად დაიცავით ანოტაციაში მითითებული პრეპარატის გამოყენების წესები. მიიღეთ მედიკამენტი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით.

რეკომენდებული დღიური დოზა:

მოზრდილები: 7 მლ 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა: 2 კვირა.

საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა გააგრძელეთ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ მე-2 ნაწილში მოცემული სიფრთხილის ზომები.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში, ტუტუკონის პერორალური ხსნარი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

მიღების წესი:

მედიკამენტი მიიღება პერორალურად, განუზავებლად.

რეკომენდებული დოზა მიიღეთ შეფუთვაში არსებული მზომი ჭიქის საშუალებით.

მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად საშარდე გზების ოპტიმალური გამორეცხვისთვის რეკომენდებულია დღეში ერთიდან ორ ლიტრამდე წყლის მიღება.

თუ მიიღეთ ტუტუკონის პერორალური ხსნარის ჭარბი დოზა:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე: 591 562 -0402

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

თუ დაგავიწყდათ ტუტუკონის პერორალური ხსნარის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ანოტაციაში მითითებული რეკომენდაციის ან თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება

რეკომენდებული დოზებისა და მკურნალობის პერიოდში, გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ანოტაციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას

5. ტუტუკონის პერორალური ხსნარის შენახვის პირობები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

ფლაკონის გახსნის შემთხვევაში, გამოიყენეთ მისი შიგთავსი გახსნის თარიღიდან 12 დღის განმავლობაში.

ყუთის თეთრ უჯრაში ჩაწერეთ ფლაკონის გახსნის თარიღი.

არ ჩაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია

ტუტუკონის პერორალური ხსნარის შემადგენლობა

ტუტუკონის პერორალური ხსნარი წარმოადგენს ჰიდრალატს, რომელიც მიღებულია: (3,35/1,94/ 1,65/1/ 1/1/ 1/1) შემდეგი მცენარეებიდან, 100 მლ-ზე:

Equisetum arvense L. (მინდვრის შვიტა) 4,74 გ; Spergularia rubra Dietrich (წითელი სპერგულარია) 2,74 გ; Peumus boldus Molina (ბოლდოს ფოთლები) 2,33 გ; Opuntia ficus‑indica Miller (ოპუნცია-კაქტუსი ყვავილები) 1,41 გ; Sideritis angustifólia L (მაკედონიის ჩაი) 1,41 გ; Rosmarinus officinalis L (სამკურნალო როზმარინი) 1,41 გ; Cynodon dactylon L (გლერტას ფესვები) 1,41 გ; Melissa officinalis L (ბარამბოს ფოთლები) 1,41 გ.

• გამხსნელი: წყალი.

• სხვა დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენ გლიკოლი 400, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, უწყლო ლიმონმჟავა, სუკრალოზა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ქარვისფერი ფლაკონი ალუმინის თავსახურით, მოცულობა 250 მლ.

დახურული ფლაკონი დაფარულია 7 მლ მზომი ჭიქით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე, იხილეთ: Denefrin - დენეფრინი ხსნარი 500მლ

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.