მედიკო
დროტავერინი - Drotaverin 40 მგ 20 ტაბლეტი
40 მგ
ჩვენება: გლუვი კუნთების სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია სანაღვლე გზების დაავადებებთან. საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი.
დროტავერინი - Drotaverin 40 მგ 20 ტაბლეტი
სავაჭრო დასახელება: დროტავერინის ჰიდროქლორიდი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: დროტავერინი (Drotaverine).
გამოშვების ფორმა: 40 მგ ტაბლეტები.
აღწერა: მრგვალი ტაბლეტები ყვითელი ან ყვითელი მომწვანო ელფერით, ბრტყელ-ცილინდრული ფორმის, ნაზოლით.
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: დროტავერინის ჰიდროქლორიდს - 40 მგ; დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, სტეარინის მჟავა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სინთეზური სპაზმოლიზური საშუალებები. პაპავერინის წარმოებულები.
ათქ კოდი - A03AD02.
ასევე, იხილეთ: ანტისპაზმინი - Antispasmin 40 მგ 20 ტაბლეტი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დროტავერინი წარმოადგენს იზოქინოლინის წარმოებულს, რომელიც ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე ფერმენტ ფოსფოდიესთერაზა IV-ის (ფდე) დათრგუნვის გზით. ფერმენტ ფოსფოდიესთერაზა IV-ის ინჰიბირება იწვევს ციკლური ადენოზინმონოფოსფატის კონცენტრაციის მომატებას, რაც თავის მხრივ იწვევს გლუვი მუსკულატურის მოდუნებას.
დროტავერინი თრგუნავს ფერმენტ ფოსფოდიესთერაზა IV-ს (ფდე)  ფდე III და ფდე V იზოფერმენტების დათრგუნვის გარეშე. ფდე IV ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია გლუვი კუნთების კუმშვადობის  შესამცირებლად და სელექციური ფდე IV ინჰიბიტორები შეიძლება სასარგებლო იყოს ჰიპერკინეტიკური დაავადებებისა და სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურ მდგომარეობებთან. ფერმენტი, რომელიც აჰიდროლიზებს ციკლურ ადენოზინმონოფოსფატს მიოკარდიუმის და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში, ძირითადად წარმოადგენს ფდე III-ის იზოფერმენტს, რაც ხსნის იმას, რომ დროტავერინი არის ეფექტური სპაზმოლიზური საშუალება გულ-სისხლძარღვოვანი გვერდითი ეფექტებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე გამოხატული მოქმედების გარეშე. პრეპარატი ეფექტურია გლუვი კუნთების სპაზმების დროს, რომლებიც გამოწვეულია ნერვული რეგულაციის და თვითრეგულაციის  დარღვევით, როგორც ნერვული, ასევე კუნთოვანი ეტიოლოგიის. ვეგეტეტიური ინერვაციის ტიპის მიუხედავად, დროტავერინი მოქმედებს გლუვ კუნთებზე, რომლებიც მდებარეობს კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე, უროგენიტალურ და სისხლძარღვთა სისტემებში.
სისხლძრღვთა გამაფართოებელი ეფექტის გამო აუმჯობესებს ქსოვილების სისხლის მიმოქცევას. მისი მოქმედება უფრო ძლიერია ვიდრე პაპავერინის მოქმედება, ხოლო შეწოვა-  უფრო სწრაფი და სრულყოფილია, ის ნაკლებად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის უპირატესობა ის არის, რომ მას არ გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება სასუნთქ სისტემაზე, რაც შეიმჩნეოდა პაპავერინის პარენტერალურად მიღების შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალურად მიღებისას დროტავერინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნახევარაბსორბციის პერიოდი შეადგენს 12 წუთს. ბიოშეღწევადობა - დაახლოებით 100%. შრატში Cmax მიიღწევა 45-60 წუთში.
განაწილება
დროტავერინის ჰიდროქლორიდი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
მეტაბოლიზმი
დოტავერინის ჰიდროქლორიდი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში.
გამოყოფა
72 საათის შემდეგ იგი პრაქტიკულად გამოიყოფა ორგანიზმიდან მეტაბოლიტების სახით - 50% შარდით და 30% განავალთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
- გლუვი კუნთების სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია სანაღვლე გზების დაავადებებთან: ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პაპილიტი;
- საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
დამხმარე თერაპიის სახით:
- კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების სპაზმების დროს: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულივანი დაავადება, გასტრიტი, კარდიისა და პილორუსის სპაზმი, ენტერიტი, კოლიტი, სპასტიკური კოლიტი ყაბზობით და მეტეორიზმით;
- დაძაბულობის თავის ტკივილი;
- მეანობასა და გინეკოლოგიაში: დისმენორეა.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სამკურნალო საშუალების  ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობა;
- გულის მძიმე უკმარისობა (დაქვეითებული გულის განდევნის ფრაქციის სინდრომი);
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით, მოზრდილებში ინიშნება 40 – 80 მგ (1 - 2 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში; 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - ერთჯერადი დოზაა 20 მგ (1/2 ტაბლეტი), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 200 მგ (5 ტაბლეტი). დანიშვნის ჯერადობა - 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ყაბზობა;
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი).
განსაკუთრებული მითითებები
ჰიპოტენზიის დროს პრეპარატის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
დროტავერინის ტაბლეტები შეიცავს 53 მგ ლაქტოზას. რეკომენდებული დოზის მიხედვით მიღებისას თითოეული დოზა შეიცავს 159 მგ-მდე ლაქტოზას. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები ლაქტოზას აუტანლობის მქონე პირებში. ეს დოზირების ფორმა მიუღებელია პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ლაქტაზას დეფიციტი, გალაქტოზემია ან გლუკოზა/გალაქტოზას აბსორბციის დარღვევის სინდრომი.
გამოიყენება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში
გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისთვის.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის
ბავშვები
ბავშვებში გამოიყენება მკაცრად ჩვენებების მიხედვით, ვინაიდან ამ ჯგუფის პაციენტებში გამოყენება საკმარისად არ არის შესწავლილი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს დროტავერინის გამოყენება არ იწვევს ტერატოგენულ და ემბრიოტოქსიკურ ეფექტებს. თუმცა ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.
ლაქტაციის პერიოდში საჭირო კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო მისი დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის  და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
საჭიროა პაციენტების ინფორმირება მასზედ, რომ თავბრუსხვევის შემთხვევაში, თავი უნდა აარიდონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებებს, როგორიცაა ტრანსპორტის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას დროტავერინს შეუძლია შეასუსტოს ლევოდოპას ანტიპარკინსონური მოქმედება.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გულის რითმის და გამტარობის დარღვევა, მათ შორის ჰისის კონის ფეხების სრული ბლოკადა და გულის გაჩერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.
მკურნალობა: პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ და მიიღოს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა და/ან კუჭის ამორეცხვა.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში დამზადებული პვქ ფირისგან და ალუმინის ფოლგისგან. 2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ყველა პროდუქტი
ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.