კოქუნი - Coqun 10მლ თვალის წვეთები
10მლ

ჩვენება: დამატებითი მკურნალობა გლაუკომის ანტიჰიპერტენზიულ თერაპიასთან ერთად.

კოქუნი

COQUN®

დამატებითი მკურნალობა გლაუკომის ანტიჰიპერტენზიულ თერაპიასთან ერთად.

COQUN® -ის გამოყენება

COQUN® წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო თვალის წვეთებს ორი ანტიოქსიდანტური მოლეკულის - კოენზიმ Q10-ისა და ვიტამინ E TPGS შემცველობით, რომელიც განკუთვნილია, როგორც ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დამატებითი სამკურნალო საშუალება გლაუკომის დროს. COQUN®-ს აქვს უნარი მართოს გლაუკომასთან დაკავშირებული ოქსიდაციური დაზიანება.

გამოყენების მეთოდი

ჩაიწვეთეთ COQUN®-ის 1-2 წვეთი თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში ან ოფთალმოლოგის დანიშნულებისამებრ.

იხილეთ ბლოგი: კოქუნი გლაუკომის წინააღმდეგ — როგორ მუშაობს და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას

COQUN®-ის გამოყენების ინსტრუქცი

გამოყენებამდე მოხსენით დამცავი რგოლი

მოხსენით თავსახური.

ჩამოწიეთ ქვემოთ თითოეული თვალის ქვედა ქუთუთო ნაზად და აიხედეთ ზემოთ. ჩაიწვეთეთ თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი ბოთლზე ხელის ნაზი მოჭერით. უკონსერვანტო წვეთებისთვის განკუთვნილი ფლაკონ-დისპენსერის შიდა მახასიათებლების გამო, როცა ხსნარი თავდება, ფლაკონს ჭირდება უფრო მეტი ძალით ზეწოლა, რომ ნარჩენი პროდუქტი გამოიდევნოს.

გამოყენებისთანავე დაახურეთ ფლაკონს თავსახური. ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს პირველი გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები

• არ გამოიყენოთ პროდუქტი ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

• თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი რეაქცია, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს.

• პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ლინზების ხმარების დროსაც.

• სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემხვევაში, კოქუნი გამოიყენეთ სხვა წვეთის ჩაწვეთებამდე 10 წუთით ადრე ან ჩაწვეთებიდან 10 წუთის შემდეგ.

• პროდუქტი სტერილობას ინარჩუნებს 60 დღის განმავლობაში პირველი გახსნის შემდეგ.

• ვარგისობის თარიღი ეხება სწორად შენახულ, გაუხსნელ პროდუქტს.

• არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ნაჩვენებია შეფუთვაზე.

• პროდუქტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.

• არ დაუშვათ, რომ ბოთლის წვერი თვალებს შეეხოს.

• არ გამოიყენოთ ბოთლი, თუ ის დაზიანებულია.

• შეინახეთ პროდუქტი სინათლისგან, სითბოსგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

• პროდუქტი არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.

• არ გადაყლაპოთ.

შემადგენლობა

COQUN® თვალის წვეთების 100 მლ შეიცავს:

• 100 მგ კოენზიმ Q10;

• 500 მგ ვიტამინი E TPGS (D-ტოკოფერილ პოლიეთილენ გლიკოლ 1000 სუქცინატი);

• ბუფერული იზოტონური ხსნარი.

შეფუთვა

10 მლ ბოთლი, კონსერვანტების გარეშე OSD სისტემაში.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.