ჰალსეპტი - Halsept ყელის სპრეი 30მლ
30მლ

ჩვენება: ანთებითი პროცესები პირის ღრუში, ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება, უსიამოვნო სუნი.

ჰალსეპტი 30 მლ

სპრეი პირის ღრუსა და ყელისთვის

1. შემადგენლობა

30 მლ ხსნარი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

ლევომენთოლი 0,013 გ

თიმოლი 0,016 გ

ევკალიპტის ზეთი 0,130 გ

სალბის ზეთი 0,260 გ

მიხაკის კვირტის ზეთი 0,390 გ

პიტნის ზეთი 0,518 გ

სხვა ინგრედიენტები:

პოლიოქსილ 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, გლიცეროლი, პროპილენგლიკოლი, საქარინის ნატრიუმის დიჰიდრატი, ეოზინი, გასუფთავებული წყალი.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

2. მოქმედება:

ჰალსეპტის სპრეის მოქმედება (პირის ღრუსა და ყელში) განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული აქტიური ინგრედიენტების მახასიათებლებით. ფლავონოიდების, ტანინების, ტერპენების და სხვა არომატული ნაერთების კომბინაცია ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

პიტნის ზეთს და ლევომენთოლს, რომლებიც ადგილობრივად გამოიყენება პირის ღრუში, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ოდნავ გამაგრილებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თიმოლი თავისი ფენოლური სტრუქტურის გამო ავლენს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს.

ევკალიპტის ზეთი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

სალბის ზეთს აქვს ანტისეპტიკური თვისებები, გამოიყენება პირის ღრუში მცირე ჭრილობებისა და წყლულების (აფთების), რბილი ქსოვილების ანთებითი და ტრავმული პროცესების და გინგივიტის სამკურნალოდ , ასევა სტომატოლოგიური ინტერვენციების შემდეგ, როგორიცაა პაროდონტის ჯიბეების მკურნალობა, რბილი ქსოვილების მკურნალობა. სტომატოლოგიური წმენდა და პირის ღრუს ქირურგიული ჩარევები.

მიხაკის კვირტის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ევგენოლს, რომელიც მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

ჰალსეპტის სპრეი რეკომენდებულია ყელის ტკივილის დროს, აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს ტკივილს ყლაპვის დროს და ათავისუფლებს სუნთქვას.

ჰალსეპტის სპრეი გამოიყენება აგრეთვე პირის ღრუში უსიამოვნო სუნის არსებობის დროს რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით.

3. გამოყენების ინსტრუქცია

ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება:

დაუყოვნებლივ უპასუხეთ ყელში დისკომფორტის პირველ ნიშნებს. ორი-სამი შესხურება ყელის უკანა მხარეს ყოველ 3-4 საათში მიკროორგანიზმების სწრაფად განადგურებისა და ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

ანთებითი პროცესები პირის ღრუში:

უსიამოვნო პროცესები, როგორიცაა ღრძილებიდან სისხლდენა ან მგრძნობელობის მომატება, ღრძილების ანთება (გინგივიტი) და პაროდონტის ლიგატების ანთება (პერიოდონტიტი), აფთები, სხვადასხვა სახის ცვლილებები ენასა და ლოყის ლორწოვანზე.
2-3 შესხურება 3-4-ჯერ დღეში, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. შეასხურეთ დაზიანებულ ადგილს პირის ღრუში, დაელოდეთ 15 წამს, შემდეგ გადაყლაპეთ ხსნარი.

უსიამოვნო სუნი:
პირის ღრუში უსიამოვნო სუნის (ჰალიტოზის) შემთხვევაში კბილების გახეხვის შემდეგ ორ-სამჯერ შეასხურეთ ჰალსეპტის სპრეი პირის ღრუსა და ყელიში დაელოდეთ 15 წამი და გადაყლაპეთ ხსნარი. გაიმეორეთ ეს ყოველი ჭამის შემდეგ.

4. შენიშვნა

ეს პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ საეჭვო ან ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
1-4 წლის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

5. შენახვა

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

6. ვადის გასვლის თარიღი

ჰალსეპტის სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

7. შეფუთვა

ქარვისფერი მინის ბოთლი 30 მლ ხსნარით და სპრეის ტუმბოთი.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.