ოტონექსი - Otonex 30მლ ხსნარი
30მლ

ჩვენება: ოტონექსი არის ყურის ხსნარი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიფუნგალური და რეგენერაციული მოქმედებით.

ოტონექსი

ხსნარი ყურისთვის

ჰიგიენური საშუალებების გამოყენების შესახებ ინსტრუქციები

შემადგენლობა:

30 მლ ხსნარი შეიცავს:

პროპოლისი 2%

გლიცერინი 2%

გვირილის ექსტრაქტი 2%

ჩაის ხის ზეთი 1%

ჯანჯაფილის ზეთი 1%

მიხაკის ზეთი 0,5%

მაყვლის ზეთი 0,5%

გაწმენდილი წყალი 90%

აქვს შემდეგი მახასიათებლები:

ოტონექსი არის ყურის ხსნარი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიფუნგალური და რეგენერაციული მოქმედებით. პროპოლისს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტაზური, ანტიმიკრობული, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგო ზემოქმედება. ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

გვირილის ექსტრაქტს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასტიმულირებს ქსოვილის რეგენერაციას.

ჩაის ხის ზეთი საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებების თვალსაზრისით. შეიცავს მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ანტიოქსიდანტებს. აქვს ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ზემოქმედება.

ჯანჯაფილის ზეთი - მის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები გარეთა სასმენ მილსა და ცხვირის ღრუში მოხვედრისას ბუნებრივად ანადგურებენ მიკრობებს.

მიხაკის ზეთს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ზემოქმედება. გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება Pscudomonas aeruginosa-ს, სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების წინააღმდეგ. ამასთანავე იგი აქრობს შეშუპებას ანთების მიდამოში.

მაყვლის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ანტიოქსიდაციური მახასიათებლების გამო ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას, ხელს უშლის სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, აძლიერებს კაპილარული სისხლძარღვების კედლებს და მნიშვნელოვანია ქსოვილის რეგენერაციისთვის.

შესაძლებელია რეკომენდებული იქნას, როგორც დამხმარე საშუალება.

• შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთება

• Otitis eksterna (გარეთა ოტიტი)

• შუა ყურის ანთება

• შუა ყურის ჩირქოვანი ანთება

• ოტომიკოზი

• დაფის აპკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში

• ყურის ტკივილის დროს

• სმენის ნერვის დაზიანების შემთხვევაში

გამოყენების ფორმა და დოზირება:

0-1 წლის ასაკი - დღეში ერთხელ 1 წვეთი

1-6 წლის ასაკი - დღეში 2-3-ჯერ 2 წვეთი

6-12 წლის და მეტი ასაკი - დღეში 3-ჯერ 2 წვეთი

12 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებში დღეში 3-4-ჯერ 3-4 წვეთი.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა: ერთ ბოთლში 30 მლ ხსნარი

1. "არ არის სამკურნალო პრეპარატი, სამედიცინო საშუალებაა";

2. "არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას";

3. "შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას";

4. "შეინახეთ ბნელ ადგილას";

5. "ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ავადმყოფობის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ".

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.