მედიკო

კასტენოლი - Kastenoli წითელი 25მლ

25მლ

ჩვენება: სადეზინფექციო ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.

კასტენოლი წითელი

KASTENOLI  RED

სადეზინფექციო ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა:

რეზორცინი _ 2,03გ, ბორმჟავა _ 0,203გ, ფენოლი _ 1,016გ, ფუქსინი _ 0,03გ, ეთანოლი  95% _ 3,05მლ, გამოხდილი წყალი _ 25მლ-მდე.

აღწერა :

წითელი ფერის, ფენოლისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე.

ასევე, იხილეთ: კასტენოლი - Kastenoli ხსნარი 25მლ

მოხმარების წესი :

კასტენოლი წითელი გამოიყენება განუზავებელი სახით და წარმოადგენს მზა ხსნარს. არ გამოიყენება ხელის სადეზინფექციოდ.

საერთო მონაცემები: კასტენოლი წითელი გამოიყენება  კანის სადეზინფექციოდ სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს ,ამავე დროს მისი საშუალებით ხდება კანის ზედაპირზე

სადეზინფექციო არეების მარკირება..მას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ბორის მჟავას აქვს ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერილი , სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ფენოლი ანადგურებს ყველა ინფექციურ აგენტს, კანზე ტოვებს დამცავ ბარიერს, რომელიც აჩერებს უჯრედული პარაზიტების აქტივობას.

რეზორცინი  აფერხებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების გამრავლებას და გავრცელებას.

ფუქსინს  გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ფუქსინის შემცველობის გამო პრეპარატი ზედაპირს ღებავს წითლად!

ეთანოლი არის ანტისეპტიკური , ანტიმიკრობული საშუალება.

გამოყენების წესი:

გამოიყენება ანტისეპიკის მიზნით-პაციენტის/ავადმყოფის საინექციო და საოპერაციო არეების/კანის დამუშავებისთვის, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების

თავიდან ასაცილებლად. დაიტანება განუზავებელი ხსნარი 5წთ-ის განმავლობაში. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა უნდა  განმეორდეს ორჯერ. დატანის შემდეგ ადგილობრივად

შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს კასტენოლის გამოყენების შეწყვეტას.

უსაფრთხოება:

კასტენოლი წითელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

არ არის სასურველი ხსნარის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია

გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე)

მოარიდეთ სიცხეს, მხურვალე  ზედაპირებს, ღია ცეცხლს და სხვა აალებად წყაროებს.

შეფუთვა:

25მლ ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლი-ეთილენის საცობით და თავსახურით.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აკრძალულია კასტენოლი წითელი გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.