გინომიქსი - Gynomix 12 ვაგინალური კაფსულა
1 ცალი

ჩვენება: ვაგინალური კანდიდოზი, არასპეციფიკური ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, არასპეციფიკური ვაგინალური დაავადების და მგრძნობიარე ვაგინალური ბაქტერიების ადგილობრივი მკურნალობა.

გინომიქსი

GYNOMIX

რბილი ვაგინალური კაფსულა

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა (1,820მგ) შეიცავს ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ, 35,000 სე ნეომიცინის სახით), ნისტატინს 100 000 სე, პოლიმიქსინი B სულფატს 35 000 სე.

აღწერა

რძისფერი ოვალური ვაგინური რბილი კაფსულები შეიცავს ღია ყვითელი ფერის სითხეს.

ჩვენებები

ვაგინალური კანდიდოზი, არასპეციფიკური ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, არასპეციფიკური ვაგინალური დაავადების და მგრძნობიარე ვაგინალური ბაქტერიების ადგილობრივი მკურნალობა. აუცილებელია ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილ ქალებში უნდა მოხდეს ღრმად საშოში 1 კაფსულის შეყვანა ერთხელ დღეში დაბანის შემდეგ დაძინებამდე, 6 დღის განმავლობაში. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში, მიიღება 1-2 კაფსულა ორჯერ დღეში, 6-12 დღე, დილით და საღამოს.

სიფრთხილის ზომები

1. არ მიიღება შემდეგი მდგომარეობების დროს

ჰიპერმგრძნობელობის ან გაღიაზიანების დროს პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ

2. გვერდითი ეფექტი

1) ეგზემატოზური ალერგიული კონტაქტური დერმატიტი გრძლევადიანი მკურნალობისთვის

2) აუტანელი ალერგიული სიმპტომები ადგილობრივი გამოყენებისას

3. სიფრთხილის ზოგადი ზომები

1) დაიცავით დანიშნული დოზები და მიღების წესი

2) მოკლევადიანი მკურნალობა რეკომენდებულია, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ტოქსიკური მოქმედება სმენაზე და თირკმელზე

3) მიღება პაციენტებში თირკმლის უკმარისობისას ან მეორე სისტემური ტოქსკური სიმპტომის დროს არ არის რეკომენდებული. თუმცა, გამოიყენეთ იმ შემთვევაში, თუ სარგებელი აჭარბებს რისკს.

4) სიფრთხილით გამოიყენეთ პრეპარატი, თუ განვითარდება ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები ანტიბიოტიკების ან მსგავსი პრეპარატების მიმართ.

5) რეზისტენტული ბაქტერიის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად შეამოწმეთ მგრძნობელობა და მიღების წესი მინიმალური ვადის განვალობაში, რაც საჭიროა მკურანლობისთვის.

4. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მოცემული პრეპარატი ამცირებს რეზინის პროდუქტების ან ლატექსის მოქმედებას, როგორიცაა კონდომი და დიაფრაგმა.

5. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

1) გამოიყენება საშოში და არა პერორალურად

2) არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს

3) დაუშვებელია გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

6. შენახვის ვადა

1) შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

2) პრეპარატის ორიგინალი კონტეინერიდან ამოღებამ და გადატანამ სხვა კონტეინერში შეიძლება გამოიწვიოს მისი შეცდომით გამოყენება ან ხარისხის დაქვეითება.

შენახვის პირობები

ინახება 30°C ზე დაბლა ტემპერატურტაზე

შენახვის ვადა: 3 წელი გამოშვებიდან

შეფუთვა

6 ვაგინალური კაფსულა ბლისტერზე (PVC/AI) x 2 / ყუთი და ფურცელ-ჩანართი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.