მედიკო
მემიბელ-L ვაგინალური სუპოზიტორია 7 ცალი
7 ცალი
ჩვენება:ანტისეპტიკები და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
მემიბელ-L
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მემიბელ- L
მოქმედი ნივთიერება (ასდ):
მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლის ნიტრატი+ლიდოკაინი
წამლის ფორმა:
ვაგინალური სუპოზიტორიები
შემადგენლობა:
თითოეული ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
მეტრონიდაზოლი  BP 750 მგ;
მიკონაზოლის ნიტრატი BP 200 მგ;
ლიდოკაინი BP 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:მყარი ცხიმი (Witepsol S 55)
აღწერილობა:
თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის გაუმჭვირვალე ტყვიის ფორმის სუპოზიტორიები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეპტიკები და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ (კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციის გამოკლებით). იმიდაზოლის წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მემიბელ-L-ის ვაგინალური სუპოზიტორიები შეიცავს მეტრონიდაზოლს - ანტიბაქტერიული და ტრიქომონას საწინააღმდეგო მოქმედებისათვის, მიკონაზოლს  სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, აგრეთვე ლიდოკაინს ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტისთვის.
მეტრონიდაზოლი - ანტიბაქტერიული საშუალება. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფის ბიოქიმიურ აღდგენაში ანაერობული მიკროორგანიზმების და უმარტივესების შიდაუჯრედოვანი ტრანსპორტული პროტეინებით. აღდგენილი მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფი ურთიერთქმედებს მიკროორგანიზმების დნმ უჯრედებთან, მათი ნუკლეინური მჟავების სინთეზის დათრგუნვით, რაც იწვევს მიკროორგანიზმების დაღუპვას.
პრეპარატი აქტიურია Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Giardia intestinalis, Entamoeba histolytica-ს მიმართ, ობლიგატური  ანაერობული ბაქტრიების მიმართ: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonela spp.; ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ: Eubacterium spp., Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.
მიკონაზოლი - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც არის იმიდაზოლის წარმოებული. მიკონაზოლს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი და განსაკუთრებით ეფექტურია პათოგენური სოკოების და საფუარების, მათ შორის Candida albicans-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ეფექტურია Aspergillus ssp., Cryptococcus neoformans, Pseudoallescheria boydii და ზოგიერთი გრამპოზიტიური ბაქტერიის, მათ შორის სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების წინააღმდეგ.
მიკონაზოლს და მეტრონიდაზოლს არ გააჩნიათ სინერგიული ან ანტაგონისტური მოქმედება ერთდროული მიღებისას.
ლიდოკაინი ასტაბილიზებს ნეიტრონულ მემბრანას, აინჰიბირებს რა იონურ ნაკადებს, რომლებიც აუცილებელია იმპულსების წარმოქმნისა და გატარებისთვის, ამასთან ახდენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
მიკონაზოლი - მიკონაზოლის აბსორბცია საშოს კედლიდან ძალიან უმნიშვნელოა (დაახლოებით ერთჯერადი დოზის 1,4%), მიკონაზოლი არ განისაზღვრება სისხლის პლაზმაში ვაგინალური სუპოზიტორიების ვაგინალური შეყვანისას.
მეტრონიდაზოლი - მეტრონიდაზოლის ბიოლოგიური შეღწევადობა ადგილობრივი გამოყენებისას შეადგენს 20%-ს, პერორალური შეყვანისას მის ბიოლოგიურ შეღწევადობასთან შედარებით. სისხლის პლაზმაში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია წინასწორულ მდგომარეობაში აღწევს 1,6-7,2 მგ/მლ-ს. მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ჰიდროქსიმეტაბოლიტი წარმოადგენს აქტიურ ნივთიერებას. მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდით  უცვლელი სახით.
ლიდოკაინი - მოქმედება იწყება 3-5 წუთის შემდეგ. ლიდოკიანი შეიწოვება დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე ზედაპირულად წასმისას და სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები და სამკურნალო პრეპარატი უცვლელი სახით (შეყვანილი დოზის 10%) გამოიდევნება თირკმელებით. 3 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ ლიდოკაინი შეიწოვება მინიმალური რაოდენობით და პლაზმაში მისი დონე შეადგენს 0,04-1 მკგ/მლ-ს.
გამოყენების ჩვენებები
‒ ვაგინალური კანდიდოზი, გამოწვეული Candida albicans-ის მიერ;
‒ ბაქტერიული ვაგინიტი, გამოწვეული ანაერობული ბაქტერიებით და  Gardnerella vaginalis-ის მიერ;
‒ ტრიქომონადური ვაგინიტი, გამოწვეული Trichomonas vaginalis-ის მიერ;
‒ შერეული ვაგინალური ინფექციები.
გამოყენების წესი და დოზები
მემიბელ-L-ის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეიყვანება მწოლიარე მდგომარეობაში ღრმად საშოში ღამით, 7 დღის განმავლობაში.
დაავადების რეციდივისას ან დადებითი კლინიკური დინამიკის არარსებობისას მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენებისას, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორებით ჩატარდეს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის (65 წლის ზემოთ): გამოყენების წესი და დოზირება ასეთივეა.
არ შეიძლება ვაგინალური სუპოზიტორიების გადაყლაპვა ან ნებისმიერი სხვა მეთოდით გამოყენება. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობიდან მინიმუმ ერთი დღე აკრძალულია ალკოჰოლის გამყენება და რეკომენდებულია სქესობრივი ურთიერთობებისაგან თავის შეკავება.
გვერდითი მოქმედება
ძალიან ხშირად (≥ 1/10) - გამონადენი საშოდან.
სიხშირე უცნობია: დაღლილობა, მგრძნობელობის დაქვეითება (კანის დაბუჟება, ჩხვლეტა) ან არარსებობა, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია (პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას და ჭარბი დოზირებისას), დეზორიენტაცია, აჟიტაცია, ფსიქოზი, კრუნჩხვები, მეტყველების მოშლა,  ჰიპერესთეზია, ჰიპოსთეზია, ლეთარგია, ჰალუცინაციები, სიცხის შეგრძნება, ატაქსია, ნერვოზულობა, შფოთვა,  ეიფორია, ხმაური ყურებში, ძილიანობა, გამოსახულების გაორება ან არამკვეთრი გამოსახულება, ტრემორი, ცნობიერების დაკარგვა, აგზნება, უძილობა, ცნობიერების არევა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა; არითმია, სინუსური ბრადიკარდია, არტერიული სპაზმი, წნევის შემცირება, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი,  გულის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ვასკულარული შეშუპება, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მადეფიბრილებელი იმპულსების ზღვრული მნიშვნელობების მომატება, სისხლის მოწოლა სახეში; მადის დაკარგვა, გემოს ცვლილება, მეტალის გემო პირში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი და სპაზმები; ადგილობრივი გაღიზიანება, მომატებული მგრძნობელობა, კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსური შოკი; მეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია.
მითითებული გვერდითი ეფექტები ვითარდება ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ვინაიდან მეტრონიდაზოლის დონე სისხლში ინტრავაგინალური გამოყენებისას ძალიან დაბალია.
უკუჩვენებები
‒ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
‒ პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში;
‒ პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ დისულფირამს მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში;
‒ ორსულობის I ტრიმესტრი, მათ შორის;
‒ ორსულები ტრიქომონადური ვაგინიტით;
‒ ლაქტაციის პერიოდი;
‒ გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხატული არტერიული ჰიპოტონია;
‒ პორფირია;
‒ ეპილეფსია;
‒ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
‒ ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მეტრონიდაზოლის აბსორბციის შედეგად ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი სახის ურთიერთქმედებები:
ალკოჰოლი: დისულფირამისმაგვარი რეაქციები (ხასიათის გაფუჭება, ფსიქიკური დათრგუნვა და სხვ.).
ამიოდარონი: კარდიოტოქსიკური ეფექტები (ეკგ-ზე - Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია «torsades de pointes»-ს ტიპის, გულის გაჩერება).
პერორალური ანტიკოაგულანტები: ანტიკოაგულანტური ეფექტის გაძლიერება (სისხლდენების განვითარების მაღალი რისკი).
ფენიტოინი: ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება და მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის შემცირება.
ფენობარბიტალი: მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის შემცირება.
დისულფირამი: შეიძლება აღინიშნოს დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (მაგალითად, ფსიქოზური რეაქციები).
ციმეტიდინი: შეიძლება აღინიშნოს მეტრონიდაზოლის და ლიდოკაინის კლირენსის შემცირება და სისხლში კონცენტრაციების მომატება, ამის შედეგად - ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოხატულების განვითარების და გაძლიერების რისკი.
ლითიუმი: ლითიუმის ტოქსიკური მოქმედების გაძლიერების რისკი.
ასტემიზოლი და ტერფენადინი: მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი აინჰიბირებენ ამ ნაერთების მეტაბოლიზმს და ზდიან მათ კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში.
ფტორურაცილი: სისხლის პლაზმაში ფტორურაცილის კონცენტრაციის და მისი ტოქსიკური მოქმედების მომატება.
კარბამაზეპინი: სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატება.
ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ტოქსიკური მოქმედების მომატება.
თეოფილინი და პროკაინამიდი: გლუკოზის კონცენტრაციის და „ღვიძლის ფერმენტების“ აქტივობის მომატება.
მიკონაზოლის ნიტრატის შეწოვის შემდეგად შეიძლება აღინიშნოს წამალთშორისი ურთიერთქმედებები.
აცენოკუმაროლი, ანიზიდონი, დიკუმაროლი, ფენიტოინი, ფენპროკუმონი, ვარფარინი: სისხლდენების რისკი.
ასტემიზოლი, ციზაპრიდი, ტერფენადინი: ამ პრეპარატების კლირენსის შემცირება და კონცენტრაციების მომატება.
ფენიტოინი და ფოსფენიტოინი: ტოქსიკური ეფექტების რისკი (ატაქსია, ჰიპერლექსია, ნისტაგმი, ტრემორი).
ფენტანილი: ოპიოიდური პრეპარატების მოქმედების გახანგრძლივება (ცნს-ს, სუნთქვის დათრგუნვა).
გლიმეპირიდი: ჰიპოგლიკემია.
კარბამაზეპინი: კარბამაზეპინის კლირენსის შემცირება.
ოქსიბუტინინი: ოქსიბუტინინის კლირენსის შემცირება, რის შედეგადაც იზრდება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ყაბზობა, თავის ტკივილი).
ოქსიკოდინი: ოქსიკოდონის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, მისი კლირენსის შემცირება.
პიმოზიდი: კარდიოტოქსიკური ეფექტები (ეკგ-ზე - Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია «torsades de pointes“-ს ტიპის, გულის გაჩერება).
ციკლოსპორინი: ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება (თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი, პარესთეზიები).
ტოლტეროდინი: ტოლპეროდინის ბიოშეღწევადობის მომატება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ P450 ციტოქრომის 2D6 იზოფერმენტის აქტივობის დაქვეითება.
ტრიმეტრექსატი: ტოქსიკური ეფექტის მომატება (ძვლის ტვინის დათრგუნვა, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება).  ანტიარითმიული პრეპარატები: შეიძლება აღინიშნოს ლიდოკაინის ტოქსიკურობის მომატება.
პროპრანოლოლი: ლიდოკაინის კლირენსის შემცირება.
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება მხოლოდ ინტრავაგინალურად.
კარდიოტოქსიკური მოქმედების რისკის გამო, პრეპარატი მეიბელ-L ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთად (პიმოზიდი, ამიოდარონი და სხვა) შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გულდასმითი გამოკვლევების შემდეგ (მათ შორის ეკგ, ექო-კგ, ეკგ-ს მონიტორირება ჰოლეტრის მეთოდით) და ექიმ-კარდიოლოგის დაკვირვებით, პაციენტისათვის სარგებლის-რისკის შეფარდების რეგულარულად შეფასებით.
თუ აუცილებელია პრეპარატ მემიბელ-L-ის გამოყენება არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად, რეგულარულად უნდა შეფასდეს ჩატარებული თერაპიის რისკი და გაკონტროლდეს სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებლები.
წამალთშორისი ურთიერთქმედების რისკის გამო იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული მკურნალობა, ასევე რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ლაბორატორიული მაჩვენებლები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური მაჩვენებლები, მათ შორის - გლუკოზის კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსი, სისხლში „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობა), ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ექიმი-ჰემატოლოგის და/ან გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.
პრეპარატის მაღალმა დოზებმა და ხანგრძლივმა სისტემატიურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფრიული ნეiროპათია და კრუნჩხვები.
მკურნალობის დროს და მინიმუმ 24-48 საათი კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება შესაძლო დისულფირამისმაგვარი რეაქციების გამო.
სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ძალიან დაბალია, ვინაიდან მემიბელ-L-ის ვაგინალურ სუპოზიტორიებში შემავალი მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალურად გამოყენებისას, მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან დაბალია (2-12% პერორალურ შეყვანასთან შედარებით). ვაგინიტების დროს შეიძლება აღინიშნოს საშოს ლორწოვანის ანთება, შედეგად, ვაგინალური წვა და ქავილი პირველი სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ. ეს სიმპტომები გადის სწრაფად მკურნალობის გაგრძელების ფონზე.
პრეპარატის გამოყენების ფონზე ლორწოვანი გარსების ძლიერი გაღიზიანების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს.
რეკომენდებული არ არის პრეპარატ მემიბელ-L-ის გამოყენება მენსტრუაციის პერიოდში, რადგან მცირდება პრეპარატის ეფექტიანობა ან ვითარდება სიძნელეები მისი გამოყენებისას.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სხვა პროდუქტების (ტამპონები, შხაპის საშუალებები, სპერმიციდები) გამოყენება.
ტრიქომონადური ვაგინიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებში აუცილებელია მათი სქესობრივი პარტნიორის იმავდროული მკურნალობა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას
თირკმელების ფუნქციის დარღვევა გავლენას არ ახდენს ლიდოკაინის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიტების დაგროვება. ეს თავისებურებები გათვალისწინებული უნდა იყოს მემიბელ-L-ის დანიშვნისას თირკმელების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას
ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას მეტრონიდაზოლის კლირენსი შეიძლება შემცირდეს.
მეტრონიდაზოლის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათიის სიმპტომები და ამიტომ გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ენცეფალოპათია, მეტრონიდაზოლის სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 1/3-მდე.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი უნდა გაიზარდოს ორჯერ ან უფრო მეტჯერ.
გამოყენება პედიატრიაში
მემიბელ-L არ გამოიყენება ქალიშვილებში და სქესობრივად მოუმწიფებელ ახალგაზრდა გოგონებში.
ვაგინალური სუპოზიტორიის ფუძე შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ვაგინალური ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმის რეზინასთან ან ლატექსთან, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
‒ ორსულობის I ტრიმესტრის ამოწურვისას მემიბელ-L შეიძლება გამოყენებული იყოს ექიმის კონტროლით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
‒ ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში. კვება შეიძლება განახლდეს მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.
ზემოქმედება ავტომობილების და რთული მექანიზმების მართვის უნარზე
მემიბელ-L გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
მეტრონიდაზოლის ჭარბი დოზის გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ქავილი, მეტალის გემო პირში, ატაქსია, პარესთეზია, კრუნჩხვები, ლეიკოპენია, შარდის მუქი შეფერილობა.
მიკონაზოლის ჭარბი დოზირებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ყელისა და პირის ღრუს ანთება, თავის ტკივილი, დიარეა.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
7 ვაგინალური სუპოზიტორია კონტურულ შეფუთვაში. ერთი კონტურული შეფუთვა პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.
სავაჭრო ნიშნისდა რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
BELINDA Laboratories PVT. LTD., ინდოეთი
ყველა პროდუქტი
ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.