ფლუქოლდი - Flucold სიროფი 100მლ
100მლ

ჩვენება:გაციების და გრიპის სამკურნალოდ, ტკივილის და ცხელების შესამსუბუქებლად. გაცივების პირველი ნიშნებისას მიიღეთ ფლუქოლდის სიროფი მითითებული დოზირებით.

შემადგენლობა:

სიროფი შეიცავს პარაცეტამოლს და ქლორფენირამინ მალეატს

ყოველი 5 მლ შეიცავს:

პარაცეტამოლ ბ. ფ. 125 მგ

ქლორფენირამინ მალეატ ბ. ფ. 2 მგ

სიროფის არომატული ფუძე ნალექის მასა

ფერი: ალისფერი 4R

ჩვენება: გაციების და გრიპის სამკურნალოდ, ტკივილის და ცხელების შესამსუბუქებლად.

გაცივების პირველი ნიშნებისას მიიღეთ ფლუქოლდის სიროფი მითითებული დოზირებით.

მაქსიმალური ეფექტისთვის გაიარეთ მკურნალობის სრული კურსი ფლუქოლდის სიროფით. ის ასევე ინიშნება სინუსიტის, ცხვირის არხის დაცობის, სურდოს, ცემინების სამკურნალოდ. პრეპარატი არ იწვევს არც შეგუბებით ხველას და არც კბილის კარიესს.

დოზირება  და  გამოყენება:

1 -დან 4 წლამდე: –1 სავსე ჩაის კოვზი ყოველ 6 საათში

5 – დან 8 წლამდე — 2 სავსე ჩაის კოვზი ყოველ 6 საათში

9 – დან 12 წლამდე — 2-4 სავსე ჩაის კოვზი ყოველ 6 საათში, ან ექიმის დანიშნულებით.

არ  გადააჭარბოთ  მითითებულ  დოზას

ზოგიერთი მედიკამენტი შეუთავსებულია, ამიტომ თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებსაც გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი  ეფექტები:

ქლორფენირამინ მალეატით გამოწვეული გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში. ეს მოვლენები შეიძლება წარმოიქმნას ქლორფენირამინ მალეატის უზმოზე მიღებისას.

სიფრთხილე,  უსაფრთხოება

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას, შეინახეთ წამალი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყონებლი მიმართეთ ექიმს.

შენახვის  ვადა  და  პირობები:  3  წელი

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

100 მლ შუშის ბოთლი

გაცემის  წესი: ტეცეპტით (II ჯგუფი)

მწარმოებელი: (ინდოეთი)

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.