მედიკო

იმომედი - Imomed 2მგ 10 ტაბლეტი

2მგ

ჩვენებები: დიარეის საწინააღმდეგო; ნაწლავთა ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ განვითარებული დიარეის სამკურნალოდ

იმომედი

ყურადღებით წაიკითხეთ   ინსტრუქცია ამ პრეპარატის  მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს მოცემულია ამ ინსტრქუციაში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

-         შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

-         თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს  ფარმაცევტს.

-         თუ თქვენ  გამოგივლინდათ რაიმე რასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას,  რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში;

-         თუ არ იგრძენით მდგომარეობის გაუმჯობებსება ორდღიანი მიღების შემდეგ, მიმართეთ თქვენს ექიმს დახმარებისთვის.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

1.         რას წარმოადგენს იმომედი   და რისთვის გამოიყენება ის.

2.         რა უნდა იცოდეთ იმომედის   მიღებამდე.

3.         როგორ უნდა  მიიღოთ იმომედი

4.         შესაძლო არასასურველი რეაქციები

5.          როგორ ინახება  იმომედი.

6.         დამატებითი ინფორმაცია.

1.    რას წარმოადგენს იმომედი და რისთვის გამოიყენება ის.

იმომედი არის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწვავე აშლილობის ან   გახანგრძლივებული დიარეის (ქრონიკული) მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის. იმომედი ასევე გამოიყენება ნაწლავთა ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ განვითარებული დიარეის სამკურნალოდ.

2.    რა უნდა იცოდეთ იმომედის მიღებამდე.

არ მიიღოთ  იმომედი:

- თუ თქვენ ალერგიული ხართ იმომედის აქტიური ნივთიერების ან ამ  პეპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ ;

- ისეთ მდგომარეობების დროს, როდესაც  უნდა მოარიდოთ თავი ნაწლავთა პერისტალტიკის შენელებას სერიოზული შედეგების დადგომის რისკის გამო.  ასეთი მდგომარეობებია : მუცლის შებერილობა,  შეკრულობა და ნაწლავთა გადახლართვა.

-  ისეთი აშლილობის დროს, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურის მომატება და/ან  სისხლი ან ლორწო განავალში.

- მსხვილი ნაწლავის ანთების დროს (ულცეროზული კოლიტი ან ფსევდომემბრანული კოლიტი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ);

-  ზოგიერთი ნაწლავური ბაქტერიებით გამოწვეული აშლილობის დროს;

-  არ გამოიყენება 6 წლამდე ბავშვებში;

უსაფრთხოების ზომები

იმომედის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუ გამოვლინდება შეკრულობა, სიმძიმე მუცელში ან ნაწლავთა გაუვალობის განვითარება.

აშლილობის დროს ადამიანის ორგანიზმი კარგავს ბევრ სითხეს და ელექტროლიტებს. ამიტომ ამ დანაკარგის საკომპენსაციოდ თქვენ უნდა მიიღოთ მეტი სითხე, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

მწვავე დიარეის დროს, თუ იმომედის მიღების შემდეგ   48 საათის განმავლობაში გაუმჯობესება არ დადგება, შეაჩერეთ მისი მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა იმომედით მკურნალობისას.

შიდსით დაავადებული პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ იმომედით, თუ გამოუვლინდათ მუცლის შებერილობა ან სიმძიმე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა იმომედით და მიმართონ მკურნალ  ექიმს.

იმომედის გამოყენება ბევშვებში

6 წლამდე ბავშვებში იმომედის გამოყენება არ შეიძლება მასში  ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მაღალი შემადგენლობის გამო.

სხვა წამლები და იმომედი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ისეთ წამლებს, რომლებიც ანელებენ კუჭის და ნაწლავების პერისტალტიკას, რადგანაც ამ საშუალებებს შეუძლიათ გააძლიეროს იმომედის მოქმედება.  მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადგენილი  ლოპერამიდის ურთიერთქმედება  ქვემოთ ჩამოთვლილ   პრეპარატებთან  იმომედის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა  სისხლში ლოპერამიდის დონის მომატება. ეს არის შემდეგი პრეპარატები:  ქინიდინი (არითმიის სამკურნალოდ), იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ), ჰემფიბროზილი (სისხლში ლიპიდების დასაქვეითებლად), როტანავირი (HIV ვირუსის სამკირნალოდ).

ლოპერამიდის ერთდროულად მიღება პერორალურ დესმოპრესინთან (უშაქრო დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი)  იწვევს სისხლში დესმოპრესინის კონცენტრაციის მომატებას.

ორსულობა ,  ძუძუთი კვება და ფერტილიტეტი:

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას,   მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით. არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პროდუქტის ორსული ქალების მიერ გამოყენების შესახებ, რის გამოც ამ პრეპარატის გამოყენება ორსულების მიერ არ არის რეკომენდებული.   არ არის რეკომენდებული იმომედის  მიღება ძუძუთი კვების დროსაც, რადგანაც ამ ნივთიერების მცირე ოდენობა გადადის  ბავშვის საკვებში.  ძუძუთი მკვებავმა  ქალებმა უნდა მიმართონ ექიმს სხვა ალტერნატიული მკურნალობისთვის.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

იმის გამო, რომ იმომედით იკურნება დიარეა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა , თავბრუსხვევა ან ძილიანობა,  რეკომენდებულია იყოთ   მეტი ყურადღებით ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

იმომედი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ  გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა,  მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან მის  მიღებამდე.

3. როგორ მიიღება იმომედი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი  ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაღაცაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

იმომედის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს.

მოზრდილები:

მწვავე აშლილობის დროს მკურნალობის დასაწყისში მიიღება 2 ტაბლეტი (4მგ. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი), ხოლო ამის შემდეგ 1 ტაბლეტი ( 2მგ.)  კუჭის ყოველი ფაღარათული მოქმედების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს  8 ტაბლეტისა (16მგ) დღე-ღამეში.

თუ კუჭის მოქმედება ნორმალიზდება ან 24 საათის განმავლობაში აშლილობა აღარ შეგაწუხებთ, შეწყვიტეთ  იმომედის ტაბლეტების მიღება.

ქრონიკული დიარეის დროს  საწყისი დოზა  კორეგირდება დღე-ღამეში  1-2   ნორმალური  კუჭის მოქმედების მიღწევამდე,  რომელისთვისაც მიიღება  1-დან 6 ტაბლეტამდე (2-12მგ) დღე-ღამეში .

ყურადღება! არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის  განმავლობაში!

პრეპარატის მიღება ბავშვებსა და მოზარდებში:

ბავშვებში დოზა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის მასას (3 ტაბლეტი  20კგ-ზე).

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა  შეადგენს 1 ტაბლეტს  (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ  კი თითო ტაბლეტი ყოველი   თხიერი განავლის შემდეგ.

დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს   4 ტაბლეტს  (8მგ).

ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ, არაუმეტეს 4 ტაბლეტისა (8მგ) დღე-ღამეში.

9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა  შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ  კი თითო ტაბლეტიყოველი   თხიერი განავლის შემდეგ.  არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში. ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში.

6-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში

მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა  შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ  კი თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში. ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ, არაუმეტეს 2 ტაბლეტისა (4მგ) დღე-ღამეში.

ტაბლეტების მირება ეკომენდებულია დაუღეჭავად წყალთან ერთად. იმომედის მიღების ხანგრძლივობა მწვავე დიარეის დროს შეადგენს 2 დღეს. თუ აშლილობა გაგრძელდა 2 დღეზე მეტ ხანს , მაშინ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.  ხანგრძლივი ქრონიკული დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დოზირება განისაზღვრება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

თუ თქვენ მიიღეთ იმომედის ჭარბი დოზა, აცნობეთ თქვენს   ექიმსამის შესახებ , განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გაგიჩნდათ შემდეგი სიმპტომებვი: მაგ. კუნთებვის დაჭიმვა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ძილიანობა,  შარდვის გაძნელება ან სუნთქვის გაძნელება. იმომედის მიღების შემდეგი რეაქცია ბავშვებში უფრო მეტად არის გამოვლენილი, ვიდრე მოზრდილებში. თუ ბავშვმა მიიღო ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, ან თუ მას გამოუვლინდა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.  საჭიროების შემთხვევაში,  ჩაატარეთ კუჭის ამორეცხვა. მოწამლვის საწინააღმდეგოდ  შეიძლება  გამოიყენოთ ოპიოიდური ანტაგონისტი ნალოქსონი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

თუ თქვენ გამოტოვეთ იმომედის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას  იმომედის გამოტოვებული  ტაბლეტების საკომპენსაციოდ.

4.  შესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს ამ წამალსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტს არ აღენიშნება ეს რეაქციები.

არასასურველი რეაქციების კლასიფიკაცია სიხშირის მიხედვით არის შემდეგი:

ძალიან ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1  ადამიანს):

ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1- 10  ადამიანს):

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1- 10  ადამიანს):

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 - 10 ადამიანს):

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

კუჭნაწლავთა მოქმედების დარღვევა:

ხშირი: შეკრულობა, მეტეორიზმი,  გაზების წარმოქმნა ნაწლავებში, ღებინება.

არახშირი: სპაზმები მუცელში,პირის სიმშრალე, მუცლის დისკომფორტი, გულისრევა,  დისპეპსია (დარღვეული საჭმლის მონელება).

ძალიან იშვიათი: ნაწლავთა გაუვალობა და მსხვილი ნაწლავის თანმხლები გაფართოება, კუჭ-ნაწლავების  ქრონიკული ანთებითი დაავადების გართულება (ტოქსიკური მეგაკოლონი).

ნერვული სისტემის დარღვევა:

ხშირი: თავის ტკივილი

არახშირი: თავბრუსხვევა, ძილიანობა

იშვიათი: გონების დაბინდვა, მოძრაობის კოორდინირების დარღვევა;

იმუნური სისტემის დარღვევა

იშვიათი: ზემგრძნობელობის რეაქცია, მაგ. კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰაერის უკმარისობა,  სახის და ტუჩების შეშუპება, ხმის ჩახლეჩვა - ამ  ნიშნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.

კანის ან კანქვეშა ქსოვილის დარღვევა:

არახშირი: კანზე გამონაყარი

ძალიან იშვიათი: ურტიკარია, კანის ქავილი,  ბუშტუკები კანზე,  სტივენ ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის  ჩათვლით ( კანის ნეკროზის ფართო ზონები ტოქსიკურ გამოვლინებასთან ერთად).

თირკმლის ან საშარდე არხების   დარღვევა

იშვიათი: შარდის შეკავება

ზოგადი დარღვევები:

იშვიათი: დაღლილობა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

5.იმომედის  შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე.  შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში  250  ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი  კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შედგენილობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს იმომედი:

-                     აქტიური ნივთიერებაა ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.

-                      სხვა შემადგენლობა:  სიმინდის სახამებელი,   ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი,  ბრილიანტის ლურჯ FCF, ქინოლინის ყვითელი,   მაგნიუმის სტეარატი,    ტალკი,  სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო,  ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

როგორ გამოიყურება იმომდედი და რას შეიცავს შეფუთვა

მკრთალი მწვანე ფერის,  ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები დიამეტრით 7მმ.  ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 1  ბლისტერს 10 ტაბლეტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.