ზინატი - Zinnat 250მგ 10 ტაბლეტი
250მგ

გამოიყენება საშარდე გზების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ.

ზინატი

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ცეფუროქსიმი

ამ პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით მთელ ინსტრუქციას, ვინაიდან ის

შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვეავში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

- ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ემთხვევა თქვენსას.

- თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

1. რა არის ზინატი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ ზინატის მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ ზინატი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ზინატი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ზინატი და რისთვის გამოიყენება იგი

ზინატი შეიცავს ანტიბიოტიკ ცეფუროქსიმს, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში. ის მუშაობს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით ცეფალოსპორინები.

ზინატი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ:

• ყელის

• სინუსის

• შუა ყურის

• ფილტვების ან გულმკერდის

• საშარდე გზების

• კანისა და რბილი ქსოვილების

ზინატის გამოყენება ასევე შესაძლებელია:

• ლაიმის დაავადების სამკურნალოდ (ინფექცია, რომელიც ვრცელდება პარაზიტების, ეგრეთ წოდებული ტკიპების, მიერ).

2. რა უნდა იცოდეთ ზინატის მიღებამდე

არ მიიღოთ ზინატი:

• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ცეფუროქსიმ აქსეტილის ან რომელიმე ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკის ან ზინატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

• თუ ოდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) რეაქცია ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტალაქტამურ ანტიბიოტიკზე (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები).

• თუ ოდესმე, ცეფუროქსიმით ან სხვა ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, გქონიათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენც გეხებათ, არ მიიღოთ ზინატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ზინატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

ზინატი არ არის რეკომენდებული 3 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფუროქსიმს, აღწერილია ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, რაც დაკავშირებულია კანის სერიოზულ რეაქციებთან, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში.

ზინატის მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, სოკოვანი ინფექციები (მაგ. Candida) და მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). ეს შეამცირებს ნებისმიერი პრობლემის განვითარების რისკს. მე-4 ნაწილში იხილეთ „საყურადღებო მდგომარეობები“.

ზინატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე ან სისხლის ანალიზის შედეგზე, ეგრეთ წოდებულ კუმბსის ტესტზე. თუ გესაჭიროებათ სისხლის ანალიზის ჩატარება:

→ აცნობეთ სისხლის სინჯის ამღებს, რომ თქვენ იღებთ ზინატს.

სხვა მედიკამენტები და ზინატი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლები.

კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელმა მედიკამენტებმა (მაგ. ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ) შეიძლება გავლენა იქონიონ ზინატის მოქმედებაზე.

პრობენეციდი

პერორალური ანტიკოაგულანტები

→ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ მსგავს მედიკამენტებს.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

ზინატმა შესაძლოა შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. თუ ზინატით მკურნალობის დროს იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, დამატებით დაგჭირდებათ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი). რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ზინატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს:

- თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას

- თუ ძუძუთი კვებავთ

ექიმი შეაფასებს თქვენი ზინატით მკურნალობის სარგებელს, თქვენი ბავშვისთვის რისკებთან შედარებით.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზინატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება შეამციროს ყურადღების კონცენტრაცია.

→ არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ შეუძლოთ გრძნობთ თავს.

3. როგორ მივიღოთ ზინატი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ ზინატი ჭამის შემდეგ. ეს ხელს შეუწყობს მკურნალობის მეტად ეფექტურობას.

გადაყლაპეთ ზინატის ტაბლეტები მთლიანად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

არ დაღეჭოთ, დააქუცმაცოთ ან არ გაყოთ ტაბლეტები - ამან შესაძლოა მკურნალობა ნაკლებ ეფექტური გახადოს.

რეკომენდებული დოზა

ზრდასრულები

ზინატის რეკომენდებული დოზაა 250 მგ-დან 500 მგ-მდე დღეში ორჯერ, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.

ბავშვები

ზინატის რეკომენდებული დოზაა 10 მგ/კგ (მაქსიმუმ 125 მგ)-დან 15 მგ/კგ (მაქსიმუმ 250 მგ) -მდე, დღეში ორჯერ, რაც დამოკიდებულია:

• ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე

ზინატი არ არის რეკომენდებული 3 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა უცნობია.

დაავადებიდან გამომდინარე ან თქვენი ბავშვის მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, საწყისი დოზა შეიძლება შეიცვალოს ან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის ერთზე მეტი კურსი.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემა, ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა.

→ გაესაუბრეთ ექიმს, თუ ეს თქვენ გეხებათ.

თუ თქვენ მიიღეთ ზინატი საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ ჭარბი რაოდენობით ზინატი, შეიძლება შეგექმნათ ნევროლოგიური პრობლემები, კერძოდ, შეიძლება განგივითარდეთ გულყრები (კრუნჩხვები).

→ ნუ გადადებთ. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ მათ ზინატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ზინატის მიღება

კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ზინატის მიღება.

მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ზინატის სრული კურსი.

ექიმის რჩევის გარეშე არ შეწყვიტოთ მისი მიღება, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ არ დაასრულებთ მკურნალობის სრულ კურსს, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

საყურადსაღებო მდგომარეობები

ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ზინატს, აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქცია. ამ რეაქციების სიმპტომები მოიცავს:

• მძიმე ალერგიული რეაქცია. ნიშნებია ამობურცული გამონაყარი ქავილით, შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.

• გამონაყარი კანზე, რომელიც შესაძლოა დაფარული იყოს ბუშტუკებით და გამოიყურებოდეს როგორც პატარა სამიზნეები (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით).

• ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით. (ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) ნიშნები).

• ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

• გულმკერდის ტკივილი ალერგიული რეაქციების კონტექსტში, რომელიც შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომი (კუნისის სინდრომი).

• სოკოვანი ინფექციები. ზინატის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში საფუარას (Candida) ჭარბი ზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები (როგორიცაა რძიანა). აღნისნული გვერდითი მოვლენა მეტად სავარაუდოა, თუ ზინატს იღებთ დიდი ხნის განმავლობაში.

• მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი). ზინატის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოიწვიოს ძლიერი დიარეა, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი, ცხელება.

• იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია. ლაიმის დაავადების ზინატით მკურნალობის დროს, ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია დაფიქსირდეს ტემპერატურის მომატება (ცხელება), შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გამონაყარი კანზე. ეს ცნობილია როგორც იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია. ჩვეულებრივ, სიმპტომები გრძელდება რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე.

→ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს განვიტარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები

შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში:

• სოკოვანი ინფექციები (მაგ. Candida)

• თავის ტკივილი

• თავბრუსხვევა

• დიარეა

• გულისრევა

• მუცლის ტკივილი.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

• ლეიკოციტების ტიპის რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია)

• ღვიძლის ფერმენტების მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში:

• ავადმყოფობა

• კანის გამონაყარი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

• სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას)

• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

• დადებითი კუმბსის ტესტი.

სხვა გვერდითი ეფექტები

სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში, თუმცა მათი ზუსტი სიხშირე უცნობია:

• მძიმე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი)

• ალერგიული რეაქციები

• კანის რეაქციები (მათ შორის მძიმე)

• მაღალი ტემპერატურა (ცხელება)

• თვალების ან კანის თეთრი ნაწილების გაყვითლება

• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

• ერითროციტების ძალიან სწრაფი დაშლა (ჰემოლიზური ანემია).

შეტყობინება გვერდითი ეფექტების თაობაზე

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების (ისევე, როგორც წამლის არაეფექტურობის შესახებ) გვერდითი რეაქციების (ეფექტების) მონაცემთა ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება გვეხმარება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. როგორ ინახება ზინატი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 30 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არცერთი მედიკამენტი არ გადაყაროთ ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ზინატი

ზინატი 250მგ

• თითოეულ ტაბლეტში აქტიური ნივთიერების რაოდენობა შეადგენს 250 მგ ცეფუროქსიმს (ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით).

• სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ნატრიუმის ბენზოატი (E211).

ზინატი 500მგ

• თითოეულ ტაბლეტში აქტიური ნივთიერების რაოდენობა შეადგენს 500 მგ ცეფუროქსიმს (ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით).

• სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ნატრიუმის ბენზოატი (E211).

როგორ გამოიყურება ზინატი და შეფუთვის შიგთავსი

ზინატის 250მგ-იანი ტაბლეტები არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული, კაფსულის ფორმის, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეს გლუვი, ხოლო მეორეზე გრავირებით "GXES7".

ზინატის 500მგ-იანი ტაბლეტები არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული, კაფსულის ფორმის, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეს გლუვი, ხოლო მეორეზე გრავირებით "GXEG2".

ტაბლეტები შეფუთულია ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერებში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს და გამოყენების ინსტრუქციას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.