სელენაზა RP - Selenase RP 79მკგ 100 ტაბლეტი
100 ტაბლეტი

დადასტურებული სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვების მიღებით შეუძლებელია: სელენის ნაკლებობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შეზღუდული ან არასრულფასოვანი კვების შედეგად, მალდიგესტიის და მალაბსორბციის მდგომარეობით.

რას წარმოადგენს სელენაზა® RP ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

სელენაზა® RP ტაბლეტები არის მიკროელემენტების პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები:

დადასტურებული სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვების მიღებით შეუძლებელია:

სელენის ნაკლებობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგით:

- მალდიგესტიის და მალაბსორბციის მდგომარეობით (საჭმლის მონელების დარღვევის ან დასუსტების შედეგად)

- შეზღუდული ან არასრულფასოვანი კვების შედეგად.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სელენაზა® RP ტაბლეტების გამოყენებამდე?

სელენაზა® RP ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

- თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის ან სელენაზა® RP ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

- სელენით ინტოქსიკაციის დროს.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე სელენაზა® RP ტაბლეტების მიღების დროს

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ინფორმაციას პუნქტში ,,მნიშვნელოვანი ინფორმაცია სელენაზა® RP ტაბლეტების დამხმარე ინგრედიენტების შესახებ‘‘.

სელენაზა® RP ტაბლეტების მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მედიკამენტი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სელენაზა® RP ტაბლეტებში შემავალი ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატმა შესაძლოა მინერალურ ნივთიერებებთან ან მიკროელემენტებთან ერთად გამოყენებისას დაასუსტოს მათი ეფექტი. უნდა მოერიდოთ C ვიტამინთან ერთდროულ გამოყენებას.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ინფორმაცია ეხება ასევე ცოტა ხნის წინ მიღებულ მედიკამენტებსაც.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვები.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღების/გამოყენების წინ.

ბავშვები და ხანდაზმული პაციენტები

დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვები.

ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ საჭიროებს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სელენაზა® RP ტაბლეტების ზოგიერთი შემადგენელი ინგრედიენტის შესახებ

ეს მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. გთხოვთ მიიღოთ სელენაზა® RP ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

სელენაზა® RP ტაბლეტების მიღების წესი

სელენაზა® RP ტაბლეტები ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში.

თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზირება შეადგენს:

1 ტაბლეტს დღეში. ექიმის მითითებით შესაძლებელია დოზირების ხანმოკლე დროის განმავლობაში 4 ტაბლეტამდე დღეში გაზრდა (დაახლ. 300 მკგ სელენი).

მიღების წესი:

სელენაზა® RP ტაბლეტები უნდა მიიღოთ სითხის მიყოლებით - რეკომენდებულია ერთ ჭიქა წყალთან ერთად მიღება.

მიღების ხანგრძლივობა:

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სელენის დონის ნორმალიზებამდე (პლაზმაში სელენის რაოდენობა 80-120 მკგ/ლ, სისხლში 100-140მკგ/ლ). რეკომენდებულია სელენის დონის რეგულარული კონტროლი.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

დანიშნულების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები ამ დრომდე არ გამოვლენილა.

სელენაზა® RP ტაბლეტების შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ,,ვარგისობის ვადის’’ გასვლის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე!

რას შეიცავს სელენაზა® RP ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი.

1 ტაბლეტი შეიცავს 263 მკგ ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატს, შეესაბამება 79 მკგ სელენს.

დამხმარე ნივთიერებებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სორბიტოლი (Ph.Eur..), პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur..), სტეარინ პალმიტინის მჟავა.

სელენაზა® RP ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

პვქ/პე/პვდქ- და ალუმინის ფოლგის ბლისტერული შეფუთვები შეიცავენ თეთრ ტაბლეტებს.

ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 50 ტაბლეტს (N2)

ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტს (N3)

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.