ამოქსიცილინი - Amoxicillin 500მგ 100 კაფსულა
500მგ

ჩვენება: სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები, შარდ-სასქესო სისტემის, კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

ამოქსიცილინი 500

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი BP 500 მგ

AMOXICILLIN 500

რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს BP, რაც 500 მგ ამოქსიცილინს ექვივალენტურია.

სამკურნალო ფორმა: მყარი კაფსულა.

ჩვენებები:

ამოქსიცილინი 500 ნაჩვენებია ქვემოთ მოცემული მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

სტრეპტოკოკების სახეობებით განპირობებული ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები. (მხოლოდ ა და ბ ჰემოლიზური შტამები), სტრეპტოკოკური პნევმონია, სტაფილოკოკური spp, ან ჰემოფილური ინფლუენზა.

Escherichia coli, Proteus Mirabilis ან Enterococcus faecalis-თ განპირობებული შარდსასქესო გზების ინფექციები. Streptococcus spp (მხოლოდ ა და ბ ჰემოლიტიკური შტამები), Staphylococcus spp., ან E.coli-თ გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციები.

Streptococcus spp (მხოლოდ ა და ბ ჰემოლიტიკური შტამები) S. pneumoniae, Staphylococcus spp, ან H. influenzae-თი გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. N. gonorrhoeae-თი (ქალებში და მამაკაცებში) განპირობებული გონორეა, მწვავე გაურთულებელი (ანო-გენიტალური და ურეთრალური ინფექციები). ჰელიკობაქტერ პილორის აღმოფხვრა თორმეთგოჯა ნაწლავის წყლულის რისკის რეციდივის შესამცირებლად, კლარითრომიცინთან ერთად, პლიუს ლანსოპრაზოლი, სამმაგი თერაპიის სახით.

დოზა და მიღების წესი:

ინფექციები

სიმძიმე

მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა

ბავშვების ჩვეულებრივი დოზა

ყელ-ყურ-ცხვირი

მსუბუქი/საშუალო

500 მგ ყოველ 12 საათში ან 250 მგ ყოველ 8 საათში

25 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 20 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

ქვედა სასუნთქი გზები

მსუბუქი/საშუალო ან მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

კანი და კანის სტრუქტურა

მსუბუქი/საშუალო

500 მგ ყოველ 12 საათში ან 250 მგ ყოველ 8 საათში

25 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 20 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

შარდსასქესო გზები

მსუბუქი/საშუალო

500 მგ ყოველ 12 საათში ან 250 მგ ყოველ 8 საათში

25 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 20 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

გონორეა, მწვავე გაურთულებელი ანო-გენიტალური და ურეთრალური ინფექციები ქალებსა და მამაკაცებში

3 გ ერთჯერადი პერორალური დოზა

პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებში 50 მგ/კგ ამოქსიცილინი, 25 მგ/კგ პრობენეციდთან კომბინაციაში, ერთჯერადი დოზის სახით.

შენიშვნა: რადგან პრობენეციდის გამოყენება უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეს რეჟიმი არ გამოიყენოთ ამგვარ შემთხვევებში.

ამოქსიცილინი უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც აქვთ:

1. ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ; გასათვალისწინებელია ჯვარედინი ალერგია სხვა ბეტა-ლაქტამების მიმართ, როგორიც არის ცეფალოსპორინები.

2. ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

იხილეთ ბლოგი: ამოქსაცილინი — ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა, იშვიათია და არახშირია. სხვა პენიცილინების მსგავსად ამანაც შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, დისპეფსია ან გამონაყარი კანზე, რაც ჩვეულებრივ გაივლის მკურნალობის დროს და იშვიათად ხდება მკურნალობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზა და მკურნალობა

ჭარბი დოზირების სიმპტომები: ამოქსიცილინს ზოგადად არ ახასიათებს მწვავე ტოქსიკური ეფექტები, მაშინაც კი როდესაც შემთხვევით მიიღება დიდი დოზებით. ჭარბი დოზის მიღებისას განვითარებული სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავთან, თირკმელთან და ნეირო-ფსიქიკურ დარღვევებთან, ასევე სითხის და ელექტროლიტების დისბალანსთან. პაციენტებს რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, პრეპერატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიურობა, ასევე შესაძლებელია კრისტალურია.

ჭარბი დოზირების მართვა: არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი ამოქსიცილინის ჭარბი დოზის მიღებისას.

მკურნალობა მოიცავს თავდაპირველად აქტივირებული ნახშირის მიღებას (კუჭის ამორეცხვა ხშირად არ არის საჭირო) ან სიმპტომური ზომების მიღებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტის წყლის და ელექტროლიტების ბალანსს. ამოქსიცილინის ელიმინაცია შესაძლებელია ჰემოდიალიზით.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა: ამოქსიცილინი გაივლის პლაცენტას და ნაყოფის პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს დედის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 25-30%. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ამოქსიცილინს არ არქვს უარყოფითი გავლენა ორსულებში და ასევე არ ახდენს გავლენას ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. დღესდღეობით არ არსებობს სხვა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური მომაცემები. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე გავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსულებში დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.

ლაქტაცია: ამოქსიცილინი გამოიყოფა დედის რძეში (დაახლოებით შრატის შესაბამისი კონცენტრაციის 10%). ჯერჯერობით საზიანო ეფექტი არ გამოვლენილა მეძუძურ ბავშვებზე ამოქსიცილინის მიღების შემდეგ. ამოქსიცილინის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს. თუმცა, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ ახალშობილში გამოვლინდა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევები (დიარეა, დანდიდოზი ან გამონაყარი კანზე).

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. პრეპარატების შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 36 თვე.

წამლის ფორმა და შეფუთვა: 500 მგ კაფსულები, 10 კაფსულა თითოეულ ბლისტერზე და 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.