ლეგკოლაქსი - Legkolax 10გ 10 პაკეტი
10გ

ჩვენებები: შეკრულობის სიმპტომური მკურნალობა.

ლეგკოლაქსი

(LEGKOLAX)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: მაკროგოლი;

1 პაკეტი-საშე შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს (მაკროგოლს) 4000 100%-ან ნივთიერებაზე გაანგარიშებით 4,0 გ-ს ან 10,0 გ-ს.

სამკურნალო ფორმა. ფხვნილი ორალური ხსნარისათვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საფაღართო საშუალებები. ოსმოზური საფაღარათო საშუალებები. მაკროგოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. წყლის მოლეკულებთან წყალბადური ბმების წარმოქმნის ხარჯზე, პრეპარატი მას ნაწლავებში აკავებს. ამგვარად იზრდება წყლის შემცველობა ნაწლავის ღრუში, რაც აუმჯობესებს დაცლის პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის საფაღარათო მოქმედება იწყება მიღებიდან 24-28 საათის შემდეგ. პრეპარატი არ შეიწოვება და არ მეტამოლიზდება. ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

შეკრულობის სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა მაკროგოლის მიმართ.

მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ტოქსიკური მეგაკოლონი).

ნაწლავური გაუვალობა ან ეჭვი ნაწლავურ გაუვალობაზე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან ამის საშიშროება.

გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი მუცელში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების აბსორბციის შენელება, რომლებიც მიიღება პრეპარატ ლეგკოლაქსთან ერთად. ამიტომ რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან ცალკე, არანაკლებ 2 საათის ინტერვალით.

გამოყენების თავისებურებანი.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შეკრულობის ორგანული ბუნების გამორიცხვა. შეკრულობის მკურნალობა ნებისმიერი სამკურნალო საშუალებით წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე თერაპიას ცხოვრების ჯანსაღი წესის და კვების კულტურის დაცვის პირობით, კერძოდ: სითხის და უჯრედისის დიდი რაოდენობით მიღება, რაც შეესაბამება ფიზიკურ აქტივობას და ნაწლავის ფუნქციის აღდგენას.

ბავშვებში გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 თვე.

ის ფაქტი, რომ სიმპტომები არ ქრება პრეპარატის გამოყენების და შესაბამისი დიეტის დაცვის შედეგაც კი, შესაძლებელია მიუთითებდეს სხვა პათოლოგიებზე, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

დაფიქსირებული იყო ასპირაციის შემთხვევები ელექტროლიტებთან პოლიეთილენგლიკოლის მნიშვნელოვანი მოცულობის შეყვანისას ნაზოგასტრალური ზონდით. ასპირაციის განსაკუთრებული რისკი აღინიშნება ბავშვებში ყლაპვის აქტის ნევროლოგიური დარღვევებით.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებისადმი, კერძოდ: ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პაციენტები ღვიძლის და თირკმელების დარღვევებით; შარდმდენი საშუალებების ერთდროულად მიღებისას, დიარეის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასევე რეკომენდებულია ელექტროლიზური ბალანსის კონტროლი.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ამიტომ მისი დანიშვნა შეიძლება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, ასევე პირებში, რომელთა რაციონიდან გამოირიცხება გალაქტოზა.

ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მაკროგოლს, შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის სიმპტომები მოქმედი ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი “გვერდითი რეაქციები”).

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

არ არის დადგენილი.

გამოყენების წესი და დოზირება.

პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.

მკურნალობა ახდენს მსხვილი ნაწლავის მოტორიკის ნორმალიზებას კვების (დიეტის) შესაბამისი კულტურის დაცვის პირობით.

მოზრდილებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 10-20 გ დღეში.

დღიური დოზა 6-დან 1 წლამდე ბავშვებისათვის შეადგენს 4 გ-ს, 1 წლიდან 4 წლამდე - 8 გ-ს, 4-დან 8 წლამდე - 16 გ-ს.

პაკეტი-საშეს შემცველობას წინასწარ ხსნიან 1 ჭიქა წყალში, გამჭვირვალე წვენში (მაგალითად, ვაშლის) ან ცივ ჩაიში, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50 მლ წყალში.

ლეგკოლაქსის მიღება სასურველია დილით ჭამის დროს, ერთ მიღებაზე.

პირველი ეფექტი პრეპარატის გამოყენებისაგან დგება მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.

ყოველდღიური დოზა განისაზღვრება კლინიკური ეფექტის შესაბამისად და შეიძლება შეადგენდეს 4 გ-დან დღეგამოშვებით (ბავშვებისათვის) 20 გ-მდე დღეში.

გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათის და მიმდინარეობის, მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რადგანაც არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები ამ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ბავშვები.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 თვიდან ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება.

სისტემური აბსორბციის არარსებობასთან დაკავშირებით ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა.

ჭარბი დოზირება იწვევს დიარეას, რომელიც ქრება, თუ ერთდროულად შეწყვეტილი იქნება პრეპარატის გამოყენება ან შემცირდება დოზა.

ღებინების ან დიარეის შედეგად ჭარბი რაოდენობის სითხის დაკარგვის გამო შესაძლებელია საჭირო გახდეს დარღვეული წყალ-ელექტროლიზური ბალანსის კორექცია.

გვერდითი რეაქციები

ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მუცლის შებერვა და/ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ნაწლავების დაცლის მწვავე სურვილი და ნაწლავების უნევლიე დაცლა.

ძალიან დიდი დოზის მიღებისას შესაძლებელია დიარეის განვითარება, რომელიც წყდება პრეპარატის მოხსნიდან 1-2 დღის შემდეგ; ამის შემდეგ შეიძლება პრეპარატის უფრო დაბალი დოზებით მიღება. ბავშვებში დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული შეგრძნებები პერიანალურ არეში.

შესაძლებელია წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია) და/ან გაუწყლოვნება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანის ქავილის, ჭინჭრის ციების, გამონაყარის, სახის შეშუპების, კვინკეს შეშუპების, ანაფილაქსიური შოკის, ბრონქოსპაზმის ჩათვლით.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 4,0 გ ან 10,0 გ პაკეტ-საშეში. 4, 10 ან 20 პაკეტ-საშეს ათავსებენ კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.