ლაქსაკოლი - Laxacol 200მლ სიროფი
200მლ

ჩვენებები: ხელს უწყობს რბილი განავლოვანი მასის ჩამოყალიბებას, ამარტივებს ნაწლავებში მის გადაადგილებას.

ლაქსაკოლი /LAKSACOL/ სიროფი

ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.

შინაარსი:

1) რას შეიცავს ლაქსაკოლის სიროფი

2) რა დროს გამოიყენება ლაქსაკოლის სიროფი

3) რა არის ლაქსაკოლის სიროფი

4) რა უნდა იცოდეთ ლაქსაკოლის სიროფის მიღებამდე

5) ლაქსაკოლის სიროფის მიღების წესი

6) ლაქსაკოლის სიროფის შენახვის პირობები

1. რას შეიცავს ლაქსაკოლის სიროფი:

აქტიური ინგრედიენტები

5მლ-ში (1 ჩ.კ.)

5მლ-ში (1 ჩ.კ.)

30მლ-ში (2ს.კ.)

45მლ-ში (3ს.კ.)

გლიცერინი

1,7გ

5,1გ

10,2გ

15,3გ

ლაქტულოზა

0,9გ

2,7გ

5,4გ

8,1გ

შემავსებლები:დისტილირებული წყალი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჟოლოს არომატი.

შეიძლება შეიცავდეს ლაქტოზას.

2. რა დროს გამოიყენება ლაქსაკოლის სიროფი:
აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ყაბზობის დროს.
ხელს უწყობს რბილი განავლოვანი მასის ჩამოყალიბებას, ამარტივებს ნაწლავებში მის გადაადგილებას.
არეგულირებს ნაწლავის ნორმალურ დაცლას, ზრდის განავლოვანი მასის გამოყოფის სიხშირეს.
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
3. რა არის ლაქსაკოლის სიროფი:
ლაქსაკოლის სიროფი არის ლაქტულოზასა და გლიცერინის ინოვაციური კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყაბზობის აღმოფხვრას და ნაწლავის ნორმალურ დაცლას.ლაქტულოზა არის საფაღარათო საშუალება, რომელიც არბილებს განავლოვან მასებს და აადვილებს დეფეკაციას.
გლიცერინი არბილებს განავლოვან მასებს და ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.
4. რა უნდა იცოდეთ ლაქსაკოლის სიროფის მიღებამდე:
არ მიიღოთ ლაქსაკოლის სიროფი, თუ მგრძნობიარე ხართ აქტიური ნივთიერებების, ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. საკვები დანამატი. არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ლაქსაკოლის სიროფის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დოზით, სამედიცინო კონსულტაციის საფუძველზე.

5. ლაქსაკოლის სიროფის მიღების წესი:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 სუფრის კოვზი (15მლ)1-3ჯერ დღეში.

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 3 სუფრის კოვზს (45მლ) დღეში ერთხელ.

7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები:1 ჩაის კოვზი (5მლ)1-3ჯერ დღეში.

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 3 სუფრის კოვზს (15მლ) დღეში ერთხელ.

1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები:1 ჩაის კოვზი (5მლ)1-2ჯერ დღეში. სიროფის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაციასაფაღარათო ეფექტი ვლინდება ინდივიდუალურად-მისი

მიღებიდან 2-8 საათში. დაბალი დოზის შემთხვევაში, ეფექტი ვლინდება 24-48 საათის შემდეგ.

პირველი მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს ნაწლავებში აირების დაგროვება და შებერილობა.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეა.

გრძელვადიანი გამოყენება არ იწვევს დამოკიდებულებას!

6. ლაქსაკოლის სიროფის შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ლაქსაკოლის სიროფი მუყაოს კოლოფზე, ან ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა: გახსნიდან 6 თვე

წარმოებული და დაფასოებულია:

შპს Fortex Nutraceuticals-ის (ბულგარეთი, სოფია, 1362, პროლადენის ქ.#10) მიერ, შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ (საქართველო) სახელით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.