კარბამაზეპინი - Carbamazepin 200მგ 40 ტაბლეტი
200მგ

ჩვენება: ეპილეფსია პირველადი და მეორადი გენერალიზებული გულყრები ტონურ-კლონური კომპონენტებით.

შემადგენლობა

კარბამაზეპინის ერთი აბი შეიცავს 200მგ. კარბამაზეპინს.
და დამხმარე ნივთიერებების სახით ლაქტოზას, სახამებელს. პოლივინილპიროლიდონს და მაგნიუმის სტეარატს
ფარმაკოლოგიური თვისებები
გამალეფსინი წარმოადგენს კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებას და არის პირველი რიგის შერჩევის პრეპარატი ბავშვთა კეთილთვისებიანი როლანდის ეპილეფსიის დროს. ანტიკონვულსიური მოქმედების გარდა ავლენს დადებით თერაპიულ ეფექტს ფსიქიური აშლილობის დროს (მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები). ახდენს Nა-ის არხების ბლოკირებას, ამუხრუჭებს ნეირომედიატორების სინთეზს, აქვეითებს კატექოლამინების მეტაბოლიზმს და გლუტამატის გამოყოფას. თრგუნავს სინაფსურ გადაცემას. ყველა სხვა ანტიეპილეპტურ საშუალებასთან შედარებით კარბამაზეპინი ყველაზე ნაკლებად არღვევს კოგნიტიურ ფუნქციას.
ჩვენებები
ეპილეფსია (პირველადი და მეორადი გენერალიზებული გულყრები ტონურ-კლონური კომპონენტებით; პარციალური კრუნჩხვები; ეპილეფსიის შერეული ფორმები);
- ნეირონული გენეზის ტკივილის სინდრომი; სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს,
- ესენციური გლოსო-ფარინგეალური ნევრალგია;
- დიაბეტური ნეიროპათია
- კრუნჩხვების პროფილაქტიკა, ჰიპერაგზნებადობა და ძილის დარღვევა ალკოჰოლური აბსტინენციის დროს;
- აფექტური და შიზო-აფექტური ფსიქოზების დროს (როგორც პროფილაქტიკური საშუალება);
- უშაქრო დიაბეტი (კომბინირებული თერაპიის სახით).

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი: ეპილეფსია — რეალობა ამ ნევროლოგიური დაავადების შესახებ
მიღების წესები და დოზები
ეპილეფსია: მოზრდილებს კარბამაზეპინი ენიშნებათ 100-200 მგ. 1-2-ჯერ დღეში (საწყისი დოზა), ამ დოზას თანდათანობით ზრდიან 800-1200 მგ-მდე (იშვიათად 1600 მგ-მდე დღეში). ბავშვებს კარბამაზეპინი ენიშნებათ 100-200 მგ. 1-2 ჯერ დღეში (საწყისი დოზა), ამ დოზას თანდათანობით ზრდიან 400-800 მგ-მდე დღეში. კარბამაზეპინის დღიური დოზა მოზარდებისთვის შეადგენს 600-1000 მგ-ს დღეში.
სამწვერა ნერვის ნევრალგია: 200-400 მგ კარბამაზეპინი დღეში (საწყისი დოზა), რომელიც ტკივილების ინტენსივობის შესაბამისად იზრდება 600-800 მგ-მდე დღეში. ხანდაზმულებისათვის ნაჩვენებია უფრო მცირე დოზები.
მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები: 400-600 მგ კარბამაზეპინი დღეში, როგორც სამკურნალო ასევე პროფილაქტიკური მიზნით.
გვერდითი მოვლენები
კარბამაზეპინით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები გვხვდება იშვიათად, აღინიშნება მკურნალობის საწყის ეტაპზე და რამოდენიმე დღის შემდეგ ქრება. ძირითადად ვლინდება თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევის შეგრძნება, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიტიურობა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა კარბამაზეპინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ, AV ბლოკადა, მწვავე პორფირია, ერთდროულად MAO-ს ინჰიბიტორებისა და ლითიუმის პრეპარატების მიღება.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.