პავასედი - Pavased 30 კაფსულა
30 კაფსულა

ჩვენებები: მოუსვენრობა, შფოთვა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა.

პავასედი

საკვები დანამატი

შემადგენლობა:  1 კაფსულა შეიცავს: კატაბალახას(ვალერიანი) მშრალი ექსტრაქტი - 140მგ., ბარამბოს (მელისა) მშრალი ექსტრაქტი - 140მგ., პასიფლორას 0,5% მშრალი ექსტრაქტი - 70მგ., მაგნიუმი - 120მგ., ვიტამინი B6 -10მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პავასედი კომბინირებული საშუალებაა, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეების ვალერიანის, ბარამბოს, პასიფლორას ექსტრაქტები, მაგნიუმი და ვიტამინი B6.

კატაბალახა(ვალერიანი) ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას. გააჩნია სპაზმოლიტური მოქმედება. აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას.

ბარამბოს(მელისა) გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური მოქმედება. ამცირებს გულისცემის სიხშირეს და იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

პასიფლორას აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

მაგნიუმი უზრუნველყოფს ნეირონების მიერ ნერვულ იმპულსთა მიღება-გატარებას და მისი დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს აგზნებადობას, სტრესისადმი მიდრეკილებას.

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში. ასევე მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში და ერითროციტების რეგენერაციაში.

ჩვენებები:

• მოუსვენრობა, შფოთვა
• მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• ძილის დარღვევა, უძილობა
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში ან დათრგუნვა

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. არ მიიღოთ პროდუქტი ალკოჰოლთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა ბლისტერზე, გაიცემა რეცეპტის გარშე.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.