მედიკო

პოსოდი - Posod თვალის წვეთები 10მლ

10მლ

ჩვენება:ჰემორაგია გამოწვეული ხანდაზმულობით, მიოპიით, ჰიპერტენზიით, დიაბეტით, პერიფლებიტით და თვალის ბროლის შემღვრევებით.

შემადგენლობა

ყოველი მლ შეიცავს

აქტიური ინგრედიენტები: ნატრიუმის იოდიდი (KP)  - 3 მგ (როგორც იოდიდი 2.54 მგ)

კალიუმის იოდიდი (KP) - 3 მგ (როგორც იოდიდი 2.29 მგ)

არააქტიური ინგრედიენტი (კონსერვანტი): მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი (KP) - 0.4 მგ

სხვა არააქტიური ინგრედიენტები: ნატრიუმის ბორატი, ბორის მჟავა, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი, ჰიპრომელოზა 2910

გარეგნული აღწერა

უფერო გამჭვირვალე ხსნარი პლასტმასის ბოთლში

ჩვენება

ჰემორაგია გამოწვეული ხანდაზმულობით, მიოპიით, ჰიპერტენზიით, დიაბეტით, პერიფლებიტით და თვალის ბროლის შემღვრევებით.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილები: ჩაიწვეთეთ 1 წვეთი დაავადებულ თვალში (თვალებში), დღეში 1-3-ჯერ. გამოყენების წინ ამოიღეთ კონტაქტური ლინზები დაავადებული თვალიდან (თვალებიდან).

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილ პაციენტებში

1) პაციენტში, რომელსაც აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ

2) პაციენტში, რომელსაც აქვს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

3) ორსულ ქალებში, მეძუძურ ქალებში, ბავშვებში

2. უარყოფითი რეაქციები

ადგილობრივად: მსუბუქი წვის შეგრძნება. ზოგჯერ შეიძლება  ცრემლდენა.

სისტემურად: რადგან ეს პრეპარატი შეიცავს იოდიდს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთიროიდიზმი და აკნეს ფორმის გამონაყარი იმ პაციენტში, რომელსაც აქვს წინასწარგანწყობა აკნეს მიმართ.

ზოგადი სიფრთხილის ზომები

იმ პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, ეს პრეპარატი უნდა ჩაიწვეთონ ლინზების ამოღების შემდეგ და გაიკეთონ ლინზები ჩაწვეთებიდან 30 წუთის შემდეგ.

ინფორმაცია პაციენტებისათვის

1) გამოიყენება მხოლოდ თვალებში.

2) კონტეინერის წვერი არ უნდა შეეხოს თვალს (თვალებს).

3) არ გაუზიაროთ ეს პრეპარატი სხვებს, რათა თავიდან აიცილოთ დაინფიცირება.

4) არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან გახსნიდან 1 თვის შემდეგ.

5) სისტემური ეფექტების შემცირების მიზნით ჩაწვეთების შემდეგ 1-2 წუთის განმავლობაში უმჯობესია თითებით მსუბუქად დააჭიროთ საცრემლე წერტილს.

შენახვა

შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული, ოთახის ტემპერატურაზე (1˜300C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

- გამოყენების შემდეგ მაშინვე დაახურეთ თავზე.

- შეინახეთ მზის სინათლისაგან დაცულ ადგილას და (მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში) გრილ ადგილას (ნაკლები ტენიანობით).

- არ შეცვალოთ კონტეინერი სხვა კონტეინერით, რათა თავიდან იქნას აცილებული არასათანდო გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის შენარჩუნება.

შეფუთვის ერთეული

10 მლ/ბოთლი

გაცემის წესი:  გაიცემა რეცეპტით

ამ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებული გარე კოლოფზე

მწარმოებელი და დისტრიბუტორი:

HANLIM PHARM.CO.LTD. კორეა

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.