ტესორო - Tesoro სიროფი 125მლ
125მლ

ჩვენებები: გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება იმუნიტეტის დაქვეითების დროს.

ტესორო® სიროფი

Tesoro® syrup

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი-ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ჩანართ-ფურცელში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.

თუ ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან იგრძნობთ უარესად, მიმართეთ ექიმს.

ამ ჩანართ-ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

რას წარმოადგენს ტესორო და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ტესოროს გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ტესორო
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ტესორო
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1.რას წარმოადგენს ტესორო და რისთვის გამოიყენება

ტესორო არის მცენარეული პროდუქტი, რომელიც შეიცავს: მრავალძარღვას, გრინდელიას და ასკილის ექსტრაქტებს; ბეგქონდარას ექსტრაქტს და ექინაცეას წვენს. ტესორო ტრადიციულად გამოიყენება, როგორც იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალება.

პროდუქტი არის ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც კონკრეტული ჩვენებების დროს განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

გამოყენების ჩვენებები

ტესორო ტრადიციულად გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება იმუნიტეტის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, სიროფი გამოიყენება ხველით მიმდინარე ზემო სასუნთქი გზების ანთებითი მდგომარეობებისას (მაგალითად, ჩვეულებრივი გაცივების დროს).

2.რა უნდა იცოდეთ ტესოროს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტესორო:

- თუ გაქვთ ალერგია აქტიური სუბსტანციის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6);

- თუ გაქვთ ალერგია რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების (Asteracae=Compositae) მიმართ, როგორიცაა: გვირილა, გულყვითელა, ფასმანდუკი, ბაბუაწვერა, არნიკა;

- პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკემია, კოლაგენოზი (შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები), შიდსი, აივ ინფექცია, გაფანტული სკლეროზი და ავტოიმუნური დაავადებები (იმუნური სისტემის რეაქცია ორგანიზმის საკუთარი ქსოვილების მიმართ).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ დაგისვეს ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობის ეთანოლს (100 მგ-ზე ნაკლები ყოველ დოზაზე).

ბავშვები

პედიატრიულ პოპულაციაში არასაკმარისი კლინიკური მონაცემებისა და პრეპარატის შემადგენლობაში ეთანოლის არსებობის გამო (1%-მდე მასური კონცენტრაცია), ტესოროს გამოყენება რეკომენდებული არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

3-7 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ერთი ჩაის კოვზი სიროფი შეიცავს დაახლოებით 65 მგ ეთანოლს.

სხვა პრეპარატები და ტესორო

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან მომავალში შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ტესორო არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას ან იმუნოსუპრესორებთან ერთად (მაგ. კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ანტისხეულები, ციკლოსპორინები, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ინტერფერონი, მიკოფენოლატი).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

რეკომენდებული დოზის გამოყენებისას ტესორო გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

3. როგორ გამოიყენება ტესორო

პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

ბავშვები 3-დან 7 წლამდე: მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;

ბავშვები 7-დან 12 წლამდე: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) დღეში 2-ჯერ;

ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით და მოზდილები: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) დღეში 3-4-ჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. თუ სიმპტომები მწვავდება ან გრძელდება რამდენიმე დღე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისათვის (მაგ. რესპირატორული ინფექციების მატების პერიოდში) მიიღება ნახევარი დოზა.

ბავშვები 3-დან 7 წლამდე: მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;

ბავშვები 7-დან 12 წლამდე: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) დღეში 1-ჯერ;

ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით და მოზდილები: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) დღეში 2-ჯერ.

პროფილაქტური მიზნით ტესოროს გამოყენება მოითხოვს მრავალდღიან მიღებას, თუმცა, არაუმეტეს 20 დღისა.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტესორო, ვიდრე უნდა მიგეღოთ

ჰიპერდოზირების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.

თუ დაგავიწყდათ ტესოროს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 - <1/100); იშვიათი (>1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<10000), ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

ტესოროს გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს:

დარღვევები კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ: კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი). სიხშირე ცნობილი არ არის.

5. როგორ ინახება ტესორო

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტესორო

- აქტიური სუბსტანციები:

ექსტრაქტები შემადგენლობით (1:4,4):

მრავალძარღვა (3 წილი), გრინდელია (1 წილი), ასკილი (1 წილი) – 5 გ

[ექსტრაქტანტი: ეთანოლი 50% (მოცულობითი კონცენტრაცია)]

ბეგქონდარას ექსტრაქტი (1:4) - 3 გ

[ექსტრაქტანტის ნარევი: ეთანოლი 30% (მოცულობითი კონცენტრაცია), გლიცეროლი, ამონიუმის წყალი 25%]

ექინაცეას წვენი (1:1) -2 გ

სხვა დამხმარე საშუალებები: საქაროზა, გასუფთავებული წყალი, მოცხარის კონცენტრატი.

სიროფი შეიცავს 1%-მდე (მასური კონცენტრაცია) ეთანოლს.

ტესოროს გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ტესორო არის მოწითელო-ყავისფერი სიროფი.

ფერადი შუშის ბოთლი შეიცავს 125გ სიროფს, ბოთლი დახურულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ვროცლავის მცენარეული ქარხანა „ჰერბაპოლ“, ს.ა.

50-951 ვროცლავი, სწ. მიკოლაიას ქ. 65/68

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.