მედიკო

რეპარონი - Reparon რექტალური სანთლები 12ცალი

12ცალი

გამოიყენება ბუასილის (ჰემოროიდული დაავადება) და მისი გართულებების სამკურნალოდ

რეპარონის სუპოზიტორიები
E.Coli-ის მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზია

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.
• შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• თუ გჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ ფარმაცევტს.
• რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული შეეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
• თუ რამოდენიმე დღეში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი:
1. რა არის რეპარონის სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ რეპარონის სუპოზიტორიის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება რეპარონის სუპოზიტორია
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ უნდა იქნას შენახული რეპარონის სუპოზიტორია
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის რეპარონის სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება
რეპარონის სუპოზიტორია მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზიას (ფენოლის საშუალებით დახოცილი Escherichia coli-ის ბაქტერიების მყარი ელემენტები და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები). ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ზემოქმედება კანსა და ლორწოვან გარსზე იწვევს იმუნური პასუხის (ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა) სტიმულაციას, აძლიერებს ქსოვილების ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, ამცირებს ინფექციების მიმართ მგრძნობელობას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. რეპარონის სუპოზიტორია გამოიყენება ბუასილის (ჰემოროიდული დაავადება) და მისი გართულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, ეგზემა (კანის ანთება, რომელსაც ახასიათებს ქავილი, სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების წარმოქმნა), ნახეთქები ანუსის გარშემო.
თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

იხილეთ ბლოგი: რეპარონი — როგორ მოქმედებს პრეპარატი ბუასილის დროს?

2. რა უნდა იცოდეთ რეპარონის სუპოზიტორიის გამოყენებამდე.
ნუ გამოიყენებთ რეპარონის სუპოზიტორიას:
- თუ ხართ ალერგიული E.ცოლი-ის მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რეპარონის სუპოზიტორიების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეპარონის სუპოზიტორიების პრეზერვატივთან (რეზინი) ერთად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს პრეზერვატივის დამცველობითი უნარი.
ბავშვები და მოზრდილები
არსებობს შეზღუდული გამოცდილება გამოყენების შესახებ 18 წლამდე ასაკის პირებში, შესაბამისად აღნიშნული პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და რეპარონი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
თუ თქვენ სწორად იყენებთ სუპოზიტორიას, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეპარონის სუპოზიტორიების გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტში კონსერვანტის სახით არსებული ფენოლის შემცველობა, აქამდე გამოყენებულ ფენოლის ხსნარებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია, არც დედისთვის და არც ბავშვისთვის საფრთხე მოსალოდნელი არაა.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
რეპარონის სუპოზიტორიის უარყოფითი მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ არის მოსალოდნელი.

3. როგორ გამოიყენება რეპარონი
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რექტალური სუპოზიტორიები რექტალური გამოყენებისთვის.
ამ მედიკამენტის რეკომენდებული დოზა: თეძოს ზონის დაბანის შემდეგ მოათავსეთ რეპარონის 1 სუპოზიტორია სწორ ნაწლავში მონიშნული წვერით, დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ (დილით და/ან საღამოს). სუპოზიტორიის გამოყენებამდე კარგად გაიწმინდეთ საგულდაგულოდ ნაწლავის არე.
თითოეული სტრიპი შეიცავს ბევრ ბლისტერს, რომელიც გამოყოფილია პერფორაციით.

სურათი 1: მოახიეთ ბლისტერი "V" პერფორაციის ხაზის გასწვრივ.

სურათი 2: გაწიეთ ფოლგის ორი ბოლო საპირისპირო მიმართულებით, რათა ამოიღოთ სუპოზიტორია ბლისტერიდან.

მოერიდეთ პროდუქტის მოხვედრას თვალებში ან თვალის კუთხეებში, პირში ან პირის ლორწოვან გარსზე. ყოველთვის დაიბანეთ ხელები სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ. პრეპარატის ზემოთ მოცემულ ადგილებზე მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
რეპარონის სუპოზიტორიებმა შეიძლება გამოიწვიოს საცვლების დალაქავება, ამიტომ რეკომენდებულია საფენების გამოყენება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)
ხანდაზმულ პაციენტებში სუპოზიტორიის გამოყენება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი წესით.

ბავშვები და მოზარდები
არსებობს შეზღუდული გამოცდილება 18 წლამდე ასაკის პირებში, შესაბამისად აღნიშნული პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.

თუ თქვენ გამოიყენეთ რეპარონი დანიშნულზე მეტი რაოდენობით
დოზის გადაჭარბების ან ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
პრეპარატის შემთხდვევით გადაყლაპვამ (მაგ. ბავშვების მიერ) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მუცლის ტკივილი, გულისრევა). დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

თუ თქვენ დაგავიწყდათ რეპარონის სუპოზიტორიის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით. მკურნალობა გააგრძელეთ დანიშნულების მიხედვით.

თუ შეწყვიტეთ რეპარონის სუპოზიტორიის გამოყენება
თუ შეწყვეტთ რეპარონის სუპოზიტორიების გამოყენებას რეკომენდირებულ დროზე ადრე, თქვენი სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. მკურნალობის ხანგრძლივობის დასაზუსტებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
იშვიათად აღინიშნება კანის მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება). ჭინჭრის ციების შემთხვევაში აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თუ გამონაყარი ძლიერია და მთელ სხეულზე ვრცელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად!
დაუზუსტებელი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია):
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი სიწითლე, ქავილი, კანის აქერცვლა. აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, შეწყვიტეთ რეპარონის სუპოზიტორიის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
რეპარონის სუპოზიტორიის სწორად გამოყენებისას სხვა არასასურველი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

5. როგორ უნდა იქნას შენახული რეპარონის სუპოზიტორია
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.
ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP:) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს კოლოფზე მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს, თუ შეამჩნიეთ დაზიანების რაიმე ნიშანი (მაგალითად, ფერის შეცვლა).
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საოჯახო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატების გადაყრის საშუალებების შესახებ რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. საჭირო ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს დაბინძურებისგან.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რეპარონის სუპოზიტორიის შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება: თითოეული სუპოზიტორია შეიცავს E.Coli-ის (სტერილური) 0.66 მილიარდ ვაქცინას.
- დამხმარე ინგრედიენტები: თხევადი ფენოლი, მყარი ცხიმი, საშუალო ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება რეპარონის სუპოზიტორია და რა შედის შეფუთვაში
თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის, უსუნო ან დამახასიათებლი, ოდნავ მოტკბო სუნის მქონე, მოგრძო ფორმის სუპოზიტორია.
ჩამოსხმული სუპოზიტორიებისათვის, რამოდენიმე მმ ინფილტრატი შეიძლება აღინიშნებოდეს სუპოზიტორიის კიდეზე.
აღნიშნული არ მოქმედებს პრეპარატის ხარსხსა და ეფექტურობაზე.

შეფუთვა: კოლოფში მოთავსებულია 10 ან 12 სუპოზიტორია PVC/PE ფირფიტაზე.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.