პაპავერინი - Papaverine ჰ/ქლ 2% 2მლ 10 ამპულა
2მლ
გლუვი კუნთების სპაზმი: მუცლის ღრუს ორგანოების (ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი, სპასტიკურო კოლიტი, ღვიძლის ჭვალი); პერიფერიული სისხლძარღვების (ენდარტერიიტი); ტვინის სისხლძარღვების; გულის – სტენოკარდია (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); ბრონქოსპაზმი; პრემედიკაციის დროს დამხმარე საშუალებად.

საერთაშორისო დასახელება:

PAPAVERINE HYDROCHLORIDE

მოქმედი ნივთიერება: პაპავერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიტური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 2%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

პაპავერინის ჰიდროქლორიდი ...........    20 მგ 40 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სპაზმოლიტური საშუალება, ჰიპოტენზიური მოქმედების. აინჰიბირებს ფოსფოდიესთერაზას, იწვევს უჯრედში ცამფ–ის დაგროვებას და Ca 2+ დაქვეითებას; აქვეითებს ტონუსს და ადუნებს შინაგანი ორგანოების (კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, სუნთქვის და შარდგამომყოფი სისტემის) და სისხლძარღვების კუნთებს.

დიდ დოზებში აქვეითებს გულის კუნთის აგზნებადობას და ანელებს გულშიდა გამტარებლობას. ცნს–ზე მოქმედება სუსტად არის გამოხატული (დიდ დოზებში სედატიურ ეფექტს ახდენს).

ჩვენებები:

გლუვი კუნთების სპაზმი: მუცლის ღრუს ორგანოების (ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი, სპასტიკურო კოლიტი, ღვიძლის ჭვალი); პერიფერიული სისხლძარღვების (ენდარტერიიტი); ტვინის სისხლძარღვების; გულის – სტენოკარდია (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); ბრონქოსპაზმი;

პრემედიკაციის დროს დამხმარე საშუალებად.

მიღების წესი და დოზირება:

კანქვეშ, კუნთში – 1–2 მლ 2% ხსნარი (20–40 მგ) 2–4–ჯერ დღეში; ვენაში ნელა – 20მგ წინასწარ 10–20 მლ 0.9% NaCl–ის ხსნარში განზავებული.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* AV ბლოკადა;

* გლაუკომა;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* ხანდაზმული ასაკი (ჰიპერთერმიის რისკის გამო);

* ბავშვთა ასაკი (6 თვემდე).

სიფრთხილით: ქალატვინის ტრავმის შემდეგ;

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ნაკლოვანებისას; ჰიპოთირეოზი;

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია;

პარკუჭზედა ტაქიკარდია;

შოკური მდგომარეობა.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები; AV ბლოკადა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, არტერიული წნევის დაქვეითება, ყაბზობა, ძილიანობა, „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტიობის მომატება, ეოზინოფილია.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: დიპლოპია, სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ძილიანობა.

მკურნალობა: სიმპტომატური (არტერიული წნევის შენარჩუნება).

განსაკუთრებული მითითებები:

ვენაში შეყვანა ხდება ნელა, ექიმის კონტროლით. მკურნალობის პერიოდში ეთანოლის მიღება გამოირიცხება.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ვაზოდილატაციური მოქმედება ქვეითდება თამბაქოს გამოყენებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაპავერინი აქვეითებს ლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს და მეთილდოფას ჰიპოტენზიურ ეფექტს. ბარბიტურატებთან კომბინაციისას პაპავერინის სპაზმოლიტური ეფექტი ძლიერდება. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, პროკაინამიდი, რეზერპინი, ქინიდინი, ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პაპავერინის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერაბა.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.