მემოსმარტი - Memosmart New 30 კაფსული
30 კაფსულ

ჩვენება: ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.

MEMOSMART

მემორსმარტი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეირომეტაბოლური, კოგნიტური ფუნქციების მარეგულირებელი, ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური საშუალება.

ფოსფატიდილქოლინი

ფოსფატიდილსერინი

L- გლიცინი

ინოზიტოლი

კალციუმის ფოსფატები, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები

იხილეთ ბლოგი: როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება — პრეპარატი მემოსმარტი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფოსფატიდილსერინი- აუმჯობესებს თავის ტვინის, როგორც თეთრი ასევე რუხი ნივთიერების ტროფიკულ ფუნქციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციას, გუნება –განწყობას, აღადგენს ნერვული ქსოვილების სტრუქტურას და მეტაბოლიზმს.

ფოსფატიდილქოლინი- მონაწილეობს თავის ტვინის ერთ-ერთი უმთავრესი ნეირომედიატორის აცეტილქოლინის სინთეზში. აცქ- ააქტიურებს და აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. ააცქ-ს ნაკლებობა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, გონებრივი აქტივობის და ფსიქიკური მოქმედების შეზღუდვას, რაც განსაკუთრებით ვლინდება დეპრესიის დროს. მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში და გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.

L გლიცინი – არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ცნს-ში. ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას. გააჩნია გლიცინ, გაბაერგული, ალფა 1ადენობლოკატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიური მოქმედება. არეგულირებს გლუტამატურ (NMDA)რეცეპტორების ფუნქციას, ამცირებს ვეგეტოსისხლძარღვოვან დარღვევებს.

ინოზიტოლს-მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, ნერვული სიგნალის გადაცემაში. აუმჯობესებს მნიშვნელოვანი ნეირომედიატორების აცეტილქოლინის, დოფამინის, ნორადრენალინის და სეროტონინის ფუნქციონირებას. უზრუნველყოფს 5- НТ (სეროტონინს) აქტივაციას ნერვულ უჯრედებში, რაც ამცირებს შფოთვას და შფოთვით აშლილობებს. ხელს უწყობს კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. Aრის ერთერთი ზრდის ფაქტორი. ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში.

ჩვენებები:

· ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება;

· ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

· ფსიქოემოციური სტრესი, დეპრესია;

· ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპატია), თავის ტვინის სისხლძართვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;

· თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება.

· თავის და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა;

· სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სიტუაციებში), ყურადღების დეფიციტით განპირობებული დარღვევები

· ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიმდინარეობს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;

· გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;

· დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;

· პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;

· ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);

· ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;

· დიაბეტური რეტინოპათია.

გამოყენების წესი და დოზირება:

1 კაფსულა ორჯერ ან სამჯერ დღეში

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ , ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად დიაპეპსიური და ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა.

გამოშვების ფორმა:

N30 ვეგეტარიანული კაფსულა

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშარალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. Aარაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.