მედიკო

ინდომეტაცინი - Indometacin 10% 40გ მალამო

40გ

ჩვენება: ტკივილის და შეშუპების ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით და დეგენერაციული დაავადებისა და ტრავმების დროს;

სავაჭრო დასახელება: ინდომეტაცინი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ინდომეტაცინი

წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა (1ტუბი - 40გ):

აქტიური ნივთიერება - ინდომეტაცინი 4.0გ

არააქტიური ნივთიერებები: დიმეთილსულფოქსიდი, შარდოვანა, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 1500, პროპილენგლიკოლი, ლევომენთოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სახსრების და კუნთების ტკივილის დროს ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ადგილობრივი საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები და გამოყენების ჩვენებები: ინდომეტაცინის მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ინდომეტაცინს, რომელიც წარმოადგენს ანტირევმატიულ არასრტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ინდომეტაცინი ამსუბუქებს ანთების სიმპტომებს - ტკივილს და შეშუპებას. ინდომეტაცინის მალამო განკუთვნილია ტკივილის და შეშუპების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების და ტრავმების დროს (მყესები, კუნთები, სახსრები); საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სახსრების გარშემო არსებული ქსოვილების რევმატიზმის ლოკალიზებული ფორმების დროს: ტენდინიტი, სინოვიტი, ტენდოვაგინიტი, ფასციის და სახსრების იოგების ანთება, ბურსიტი; ხერხემლის ან ზედა და ქვედა კიდურების სახსრების ართრიტის ზოგიერთი ფორმის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მალამო დაიტანება დაზიანებულ მონაკვეთზე 3-4-ჯერ დღეში, ფრთხილად შეიზილება მის სრულ რეზორბციამდე. ერთჯერადად წასასმელი მალამოს რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებულ ფართობზე. მალამო გამოიყენება არანაკლებ 6 საათიანი ინტერვალით.

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე. თუ ამ პერიოდში არ გაუმჯობესდა და/ან გაუარესდა დაავადების სიმპტომები, საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა ინდომეტაცინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო პრეპარატებისადმი, ორსულობის III ტრიმესტრი, მალამოს დატანა კანის საფარველის მთლიანობის დარღვევისას, 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

ასევე სიფრთხილით ინიშნება: ბავშვებში, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ბრონქული ასთმის, ცხვირისა და ცხვირის ახლო ღრუების რეციდივული  პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიუღებლობისას, სისხლის შედედების დარღვევების დროს (მათ შორის, ჰემოფილია, მიდრეკილება სისხლდენებისადმი), ორსულობის I და II ტრიმესტრებში, ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები მალამოს დატანის ადგილას -   კანის ქავილი, წვა, შეწითლება, გამონაყარი, კანის აქერცვლა, სიმშრალე. ასეთ შემთხვევაში წყდება პრეპარატით მკურნალობა და ინიშნება სიმპტომატური თერაპია.

კანის დიდ ფართობზე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიც არის დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  (მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა,  ტკივილი, სისხლჩაქცევები და დაწყლულება).

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:

ჭარბი დოზის გამოვლინებები (ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი, სისხლჩაქცევები) შეიძლება აღინიშნოს ძალიან იშვიათად მხოლოდ კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი გამოყენებისას.

თვალში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრისას აღინიშნება ლოკალური გაღიზიანება - ცრემლდენა, შეწითლება, წვა, ტკივილი. ზომები - დაზიანებული უბნის უხვი გამორეცხვა სუფთა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით ჩივილების  შემცირებამდე ან გაქრობამდე.

განსაკუთრებული მითითებები: თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა კანის დაზიანებულ ადგილზე და თვალის ლორწოვან გარსზე.

გამოყენება ბავშვთა ასაკში: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 15 წლამდე ბავშვთა ასაკში.

ორსულობა და ლაქტაცია:

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, თვლით, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ინდომეტაცინის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს,

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: უმნიშვნელო სისტემური აბსორბციის გამო ნაკლებად შესაძლებელია  სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკური მნიშვნელობის მქონე ურთიერთქმედება.

გამოშვების ფორმა: 40გ მალამო ალუმინის ტუბში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.