მედიკო

ოდ-ლევოქსი - Od-Levox 500მგ 5 ტაბლეტი

500მგ

ჩვენებები: ქვედა სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის ,საშარდე გზების, კანის ინფექციები.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოფლოქსაცინი
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გამოშვების ფორმა: 500მგ ტაბლეტი #5
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

ფარმაკოდინამიკა
ოდ-ლევოქსი– ფართო სპექტრის ანტიმიკრობული, ბაქტერიციდული საშუალებაა ფტორქინოლონების ჯგუფიდან..
ლევოფლოქსაცინი, წარმოადგენს ოფლოქსაცინის მარცხნივ მბრუნავ იზომერს. ოფლოქსაცინთან შედარებით გააჩნია გვერდითი რეაქციების განვითარების ნაკლები სიხშირე, უკეთესი ფარმაკოლოგიური პროფილი და ამტანობა.
ლევოფლოქსაცინი აბლოკირებს დნმ-ჰირაზას (ტოპოიზომერაზა II-ს) და ტოპოიზომერაზა IV-ს, არღვევს სუპერსპირალიზაციას და დნმ-ის წყვეტის ადგილების შეერთებას, თრგუნავს დნმ-ის სინთეზს, იწვევს ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანებში. მოქმედების მექანიზმის უნიკალურობა უზრუნველყოფს მის აქტივობას გამომწვევთა იმ შტამების მიმართ, რომლებიც მდგრადია სხვა ჯგუფების ანტიბაქტერიული პრეპარატების მოქმედებისადმი.
ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების უმრავლესი შტამების მიმართ როგორც in vitro, ასევე in vivo პირობებში.

ფარმაკოკინეტიკა
ლევოფლოქსაცინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებისას. 500მგ ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 99%–ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30–40%. ლევოფლოქსაცინი ორგანიზმში პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება და 87% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 48სთ–ში. 4%–ზე ნაკლები 72 სთ–ში განავალთან ერთად. Cmax 6,1±1,0 მკგ/მლ, Tmax 1,0±0,1 ს, T1/2=6,4±0,7 ს.
იგი კარგად აღწევს შემდეგ ორგანოებსა და ქსოვილებში: ფილტვებში, ბრონქების ლორწოვანის გარსში, შარდ–სასქესო ორგანოებში, ძვლის ქსოვილში, ზურგის ტვინის სითხეში, ალვეოლალარულ მაკროფაგებში, წინამდებარე ჯირკვალში.

ჩვენებები
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, შუა ოტიტი.);
- შარდგამომყოფი გზების და თირკმლის ინფექციები (მათ შორის, მწვავე პიელონეფრიტი);
– საშარდე გზების გაურთულებული ინფექციები;
- სასქესო ორგანოების ინფექციები (ცერვიციტი, სალპინგოოოფორიტი, ენდომეტრიტი, უროგენიტალური ქლამიდიოზი);
– აბორტის შემდგომი პროფილაქტიკა;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, ჩირქოვანი ათერომები, აბსცესები, ფურუნკულები).
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- სეპტიცემია/ბაქტერიემია
- ინტრააბდომინალური ინფექციები (ქოლეცისტიტი, ენტეროკოლიტი და სხვა)
- ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპია.

მიღების წესები და დოზები

ინსტრააბდომინალური ინფექციები 500 მგ 1 ჯერ დღეში 7–14 დღე
ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, ოდ-ლევოქსი ინიშნება 500–1000მგ 1–2ჯერ დღეში, 3 თვე

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები კანზე, ტავის ტკივილი, ტავბრუსხვევა, ღებინება, ფაღარათი, ძილიანობა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ფტორქინოლონების მიმართ. ეპილეფსია, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა და ლაქტაცია, ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან.

განსაკუთრებული მითითებები
დიაბეტიან პაციენტებში ფტორქინოლონების მიღება იწვევს ჰიპოგლიკემიას. ფტორქინოლონებით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება უნდა შეიზღუდოს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომური, დიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ოდ-ლევოქსის მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, ასევე რკინის მარილებთაან ერთდროული გამოყენებისას. სხვა ქინოლონების მსგავსად, ლევოფლოქსაცინსაც შეუზლია გააძიეროს პრეპარატების (ასსს, თეოფილინი) უნარი – დააქვეითონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.