მედიკო

იზოფრა - Isofra ცხვირის აეროზოლი 15მლ

15მლ

ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომბინირებული მკურნალობა: რინიტი; რინოფარინგიტი; სინუსიტი;  ადენოიდიტის ადგილობრივი მკურნალობა

იზოფრა
(ნაზალური სპრეი)

საერთაშორისო სახელწოდება: ფრამიცეტინი

სამკურნალო ფორმა: ნაზალური სპრეი

შემდგენლობა პრეპარატის 100მლ-ზე:

მოქმედი ნივთიერება:
ფრამიცეტინის სულფატი – 8000 000ME
სხვა კომპონენტები: მეთილპარაბენი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი
აღწერილობა: გამჭვირვალე სითხე
კოდი АТХ: [R01AX08]
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯფუდან ადგილობრივი მოხმარებისათვის ოტოლარინგოლოგიაში. გააჩნია ბაქტერიოციდული ზემოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella, pneumoniae, Haemophilus influenzae) რომლებიც იწვევენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ პროცესებს.

ჩვენება: ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ კომბინირებული თერაპიის შემდგენლობაში:
- რინიტი
- რინოფარინგიტი
- სინუსიტი (დაიზიანებელი ძგიდეების პირობებში)
პოსტოპერაციული ჩარევების შემდეგ ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

უკუჩვენება: ფრამიცეტინისა და ამინოგლიკოზიდების გჯუფის სხვა ანტიობიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ცხვირის გვერდითი წიაღების გამორეხცვის მიზნით. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება დღეღამეში 4-6 ჯერ.
ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება დღეღამეში 3 ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა
გამოყენების პროცესში ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ პოზიციაში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედება: კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები არ არის გამოვლენილი

ჰიპერდოზირება: პრეპარატის სისხლის მიმოქცევაში დაბალი აბსორბციის გამო ჰიპერდოზირების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა

განაკუთრებული მითითებანი: უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობის დროს შესაძლებელია მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამების წარმოქმნა.

გამოშვების ფორმა: ნაზალური სპრეი: შუქგაუმტარი პოლიეთილენის ფლაკონი, 15მლ ტევადობით, პულველიზატორის დაბოლოებით და პოლიეთილენის ჩასახრახნი თავსახურით, ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობა: 3 წელიწადი
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწერვის შემდეგ.

შენახვის პირობები: ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.