რაფაქოლინი C - Raphacholin C 30 დრაჟე
1 ცალი

ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ნაღვლის ბუშტის ატონიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის; სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ანთებითი მდგომარეობების დროს

რაფაქოლინი C
წამლის შემადგენლობა:

1 დრაჟე შიცავს:

Raphani sat.nigri. extr.sicc. cum Carbo medicinalis

150 mg

Cynarae extr.spiss.

47 mg

Acidum dehydrocholicum

40 mg

Oleum menthae pip

15 mg

შემავსებელი

ad 600 mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაღვლმდენი კომბინირებული საშუალება

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ნაღვლის ბუშტის ატონიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის (სანაღვლე გზების დისკინეზია, მუცლის შებერვა, ყაბზობა) დროს. პრეპაარტი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ანთებითი მდგომარეობების დროს, როდესაც შენარჩუნებულია ნაღვლის გადასვლა თორმეტგოჯა ნაწლავში.

უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გულის დაავადებების, მწვავე გლომერულონეფრიტის დროს.
ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი არ მოქმდებს დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე.
პრეპარატი ხელს არ უშლის ავტოტრანსპორტის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
არ არის ცნობილი პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები.

დოზირება და გამოყენება
პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებად .
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში 1-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ყაბზობის დროს 2 დრაჟე დილით და საღამოს ნახევარი საათით ადრე ჭამამდე. ბავშვებში 10ლის ასაკის ზევით _ 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
პრეპარატინ შეიძლება გამოყენებული იყოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში .გვერდითი მოვლნების განვითარების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღებისასშესაძლებელია განვირთადეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა:
30 დრაჟე ბლისტერზე, შეფუთული მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება 5 ºC -25 ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ

ვარგისობის ვადა:
3 წელი

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.