ანტისოლი - ANTISOL აეროზოლი 70მლ
70მლ

ჩვენება: გამოიყენება მოზრდილებსა და 1 თვის ასაკიდან ბავშვებში მწერების (კოღო, ბუზი, კრაზანა, ფუტკარი, ბზიკი, ტკიპა, ქინქლა) ნაკბენებისაგან თავის დასაცავად სხეულის ღია ადგილებში გარეგანად წასასმელად.

ანტისოლი / ANTISOL

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

Ethilbuthylacetilaminopropionat სპრეი 70 მლ.

ჩვენებები:

ანტისოლი გამოიყენება მოზრდილებსა და 1 თვის ასაკიდან ბავშვებში მწერების (კოღო, ბუზი, კრაზანა, ფუტკარი, ბზიკი, ტკიპა, ქინქლა) ნაკბენებისაგან თავის დასაცავად სხეულის ღია ადგილებში გარეგანად წასასმელად.

ანტისოლი წარმოადგენს უსაფრთხო და არატოქსიურ რეპელენტს, რომლის გამოყენება დასაშვებია ერთი თვის ასაკიდან.

ანტისოლის შემადგენლობაში შედის რეპელენტი IR 3535, (3-ამინოპროპიონის მჟავას ეთილის ეთერი) ა.შ.შ. გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია, როგორც ეფექტური და უსაფრთხო რეპელენტი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს, ასევე შეიცავს ლავანდის, ლიმონის და ვანილის ეთეროვან ზეთებს, ლავანდის ყვავილი შეიცავს 1,2-2,3% ეთერზეთებს (ლინალინ აცეტატი 40-50%, ლინალოოლი30-40%, ცინეოლი 10%, კამფორა 2-3%, ბორნეოლი 3-4% )

ანტისოლს გააჩნია: ინსეკტიციდური, ანთებისსაწინაღმდეგო, ანტიმიკრობული, შემახორცებელი,

ტკივილგამაყუჩებელი, მადეზორირებელი მოქმედება. ანტისოლის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის, მათ შორის მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.
ანტისოლის აეროზოლის გამოყენება მოსახერხებელია დიდ ფართზე და მასიური დაკბენის საფრთხის დროს. ანტისოლი დაიტანება სხეულის ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებზე, მათ შორის სახეზე 1-2 ჯერ დღეში ან 3-4 ჯერ დღეში მაქსიმალური დაცვისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

ანტისოლი დაიტანება სხეულის ღია ნაწილებზე შეზელვის გარეშე: სახეზე, ხელებზე, კისერზე, ქვედა კიდურებზე. მწერებისაგან დაცვის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ-ზე მეტ ხანს. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურას იმეორებენ.

სიფრთხილე:

ანტისოლის გამოყენება დღეღამეში 4-ჯერ უფრო მეტად (ბავშვებისათვის 2-ჯერ უფრო მეტად) დაუშვებელია. პრეპარატის თვალისა და კანის დაზიანებულ უბანზე დატანება დაუშვებელია. ანტისოლის თვალში მოხვედრისას რეკომენდირებულია მისი წყლით გასუფთავება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება საკვები პროდუქტებისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი - გაიცემა ურეცეპტოდ

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.