მედიკო

რელიფი ულტრა - Relief Ultra 12 სანთელი

12 სანთელი

ჩვენებები: სიმპტომატიკური საშუალება არაგართულებული ჰემოროის კომპლექსური თერაპიისას, ანალური ნახეთქების და ეროზიის, პროქტიტის დროს.

რელიფ ულტრა

(RELIEF® ULTRA)

რექტალურის უპოზიტორიები

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

არ აქვს

სავაჭრო დასახელება

რელიფ ულტრა

სამკურნალწამლო ფორმა

რექტალური სუპოზიტორიები.

აღწერილობა

თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, ტორპედოს მსგავსი ფორმის, გაუმჭვირვალე სანთლები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები (1 სუპოზიტორია შეიცავს):

ჰიდროკორტიზონის აცეტატი 10 მგ, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი 11მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, კალციუმის გაუწყლოებული ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბუასილის და ანალური ნახეთქების გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალება.

ათქ კოდი: CO5AA

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიდროკორტიზონის აცეტატი - გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ქავილის ინტენსივობას.

თუთიის სულფატის მონოჰიდრატი - ხელს უწყობს ჭრილობების და ეროზიების შეხორცებას.

გამოყენების ჩვენებები

სიმპტომატიკური საშუალება არაგართულებული ჰემოროის კომპლექსური თერაპიისას, ანალური ნახეთქების და ეროზიის, პროქტიტის დროს.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

თბილი წყლით ანალური ხვრელის გარშემო მიდამოს წინასწარი დაბანის შემდგომ, დაზიანებული უბანი სუფთავდება დატენიანებული, რბილი საფენით, სიფრთხილით მშრალდება ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ქსოვილით. სუპოზიტორიის შეყვანამდე აუცილებელია მას მოშორდეს დამცავი პლასტიკური გარსი.  სუპოზიტორია შეჰყავთ სწორ ნაწლავში, თითო სუპოზიტორია დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი), ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

გვერდითი მოვლენების აღმოჩენისთანავე, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში, აუცილებელია  სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული ინფექცია პრეპარატის შეყვანის უბანში, ანორექტალური ზონის ახალწარმონაქმნები, ტუბერკულოზი, იცენკო-კუშინგის სინდრომი, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები, ჰიპერნატრიემია, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), ორსულობა და ლაქტაცია.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას არ შეიძლება ჰიდროკორტიზონის ისეთი სისტემური ეფექტების გამორიცხვა, როგორიც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არტერიული წნევის აწევა, კუნთების სისუსტე, უძილობა, სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერნატრიემია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, იმუნური სისტემის დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ეროზია და წყლული, ოსტეოპოროზი.

ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. მკურნალობა სიმპტომატიკურია.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმების, გულის რიტმის დარღვევის, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის,  ოსტეოპოროზის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა ენდოკრინული პათოლოგიების დროს, პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებების დროს, თუ მოსალოდნელი თერაპევტული ეფექტი აღემატება გვერდითი მოქმედების პოტენციურ რისკს ან ძირითადი დაავადების გართულებას.

არ გამოიყენოთ სუპოზიტორია დამცავი პლასტიური ფენის დაზიანებისას ან მისი არარსებობისას.

მოერიდეთ თვალებში მოხვედრას. პრეპარატის შემადგენლობაში ჰიდროკორტიზონის არსებობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ ეფექტებზე, როგორიცაა არამკაფიო მხედველობა და ცენტრალური სეროზული ქორიორეთინოპათია.

პრეპარატის მიღების დროს  ანალური ხვრელიდან უწყვეტად უხვი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში ან თერაპევტული ეფექტის არ არსებობის დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს.

მეთილპარაბენჰიდროქსიბენზოატის და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემადგენლობის გამო, შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები.

ურთერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

საჭიროა სიფრთხილის დაცვა შაქრის დონის დამწევ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ბარბიტურატებთან, შარდმდენებთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მისი გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენებაბავშვებში

სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ტრანსპორტისმართვასა ან მექანიზმთან მუშაობაზეგავლენა

არ მოქმედებს ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმის ტარებაზე.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

2 სტრიპი 6-6 სუპოზიტორიით და ფურცელ - ჩანართით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ,

პეტერ მერიან შტრასე 84, 4052 ბაზელი, შევიცარია

ინსტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ

50066 რეგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ს, იტალია.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.