მედიკო

კეტოტიფენი - Ketotifen 0.001გ 30 ტაბლეტი

0.001გ

ჩვენება: ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას, ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება) ჩათვლით.

კეტოტიფენი სოფარმა 1 მგ ტაბლეტები

KETOTIFEN SOPHARMA 1 mg tablets

კეტოტიფენი (ketotifen)

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

-  თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს სამკურალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოთ მათ, დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.

- თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს, ან შენიშნავთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რას წარმოადგენს პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა  და რისთვის გამოიყენებენ მას

2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის კეტოტიფენი სოფარმა  გამოყენების დაწყებამდე

3. როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა  და რისთვის გამოიყენებენ მას

კეტოტიფენი სოფარმა მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო). ის ბლოკავს ჰისტამინის და სხვა ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ალერგიის დროს.  მხოლოდ კეტოტიფენის გამოყენება არ ახდენს გავლენას ასთმურ შეტევებზე. ხანგრძლივი მკურნალობისას თავიდან აგაცილებთ შეტევების განვითარებას, ამცირებს მათ ხანგრძლივობას და სიძლიერეს, ზოგ შემთხვევაში სრულ გაქრობამდე.

გამოიყენება დამატებითი საშუალების სახით სუსტად გამოხატული ატოპიური (ალერგიული) ბრონქული ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას; ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას, ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება) ჩათვლით.

კეტოტიფენი სოფარმა არაეფექტურია ასთმური შეტევებისას.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი:  რისი წამალია კეტოტიფენი? — მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის მიღებამდე

2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის კეტოტიფენი სოფარმა  გამოყენების დაწყებამდე

ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას

-           თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

-           ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და ძუძუთი კვების პერიოდში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე კეტოტიფენ სოფარმას გამოყენებისას

-           ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ.

-           თუ იტარებთ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით და იწყებთ კეტოტიფენ სოფარმას მიღებას, არ უნდა შეწყვიტოთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უეცრად. მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

-           თუ პრეპარატით კეტოტიფენი სოფარმა მკურნალობის დროს გამოვლინდება ინფექცია, მისი მკურნალობა საჭიროა სპეციფიკური ანტიინფექციური თერაპიით.

-           კეტოტიფენი სოფარმა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მონაცემებით კრუნჩხვების შესახებ.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

-           კეტოტიფენი სოფარმას პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალი პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების (სისხლის უჯრედების გარკვეული სახეობა) რაოდენობის შექცევადი შემცირება;

-           კეტოტიფენ სოფარმას შეუძლია დამამშვიდებელი (სედაციური), საძილე და სხვა ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) სამკურნალო პრეპარატების ეფექტის გაძლიერება, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული მსგავსი კომბინაციების გამოყენება.

კეტოტიფენ სოფარმას მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება პრეპარატით კეტოტიფენი სოფარმა მკურნალობის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მისი დამთრგუნველი ზემოქმედების გაძლიერების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული კეტოტიფენ სოფარმას მიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. შემდეგ თვეებში მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

ძილიანობისა და რეაქციების შენელების შესაძლო განვითარების გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კეტოტიფენი სოფარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოტიფენი სოფარმას კომპონენტების შესახებ

დამხმარე ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. იგი შესაფერისია ადამიანებისთვის ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია). პაციენტებისთვის ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან) არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის მიღება.

3. როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა

ყოველთვის მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმა ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, კითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით ჭამის დროს.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს.

თუ ხართ მგრძნობიარე სამკურნალო პრეპარატის დამამშვიდებელი მოქმედებისადმი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, შეიძლება თუ არა მკურნალობის დასაწყისში თქვენთვის დანიშნული დოზის შემცირება.  საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 4 მგ-მდე - 2 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2-3 თვეზე ნაკლები.

არ შეიძლება მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა, არამედ თანდათანობით, 2-4 კვირის ფარგლებში.

თუ მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შესაძლოა თქვენ გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში საჭიროა ღებინების გამოწვევა.

კეტოტიფენ სოფარმას მიღების გამოტოვების შემთხვევაში

თუ თქვენ გამოტოვეთ აუცილებელი დოზა, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ თქვენ შეწყვითეთ კეტოტიფენ სოფარმას მიღება

არ შეწტვიტოთ და არ შეაჩეროთ კეტოტიფენ სოფარმათი მკურნალობა, თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმების გარეშე.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

კეტოტიფენ სოფარმამ, ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ აღენიშნება.

ზოგიერთი ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:

მათი გამოვლენის ალბათობა ნაკლებია 10 000 მომხმრებლიდან 1-ზე.

-           გამონაყარი კანზე, კანის გაწითლება, ტუჩებზე ნახეთქები, კანზე, თვალებზე, პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნა, რასაც ახლავს ტემპერატურის მომატება, ცხელება, თავის ტკივილი, ხველა და ტკივილი მთელ სხეულში;

-           კანის და თვალების გაყვითლება, განავლის გაუფერულება, შარდის გამუქება (სიყვითლის, ჰეპატიტის ნიშნები).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში კეტოტიფენით მკურნალობის დროს არის შეტყობინებები კრუნჩხვების განვითარების შესახებ.

რომელიმე ამ ჩივილის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ეხება 1-დან 10-მდე 100 მომხმარებლიდან): აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, შფოთვა.

არახშირი (ეხება 1-დან 10-მდე 1 000 მომხმარებლიდან): თავბრუსხვევა, მოშარდვისას წვის შეგრძნება, შარდვის გახშირება (ცისტიტი), სიმშრალე პირში.

იშვიათი (ეხება 1-დან 10-მდე 10 000 მომხმარებლიდან): ძილიანობა, სხეულის მასის მომატება.

თუ ამ მოვლენებიდან რომელიმე არის განსაკუთრებით მძიმე, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ხდება სერიოზული ან შენიშნავთ სხვა გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

5. როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С.

ვარგისობის ვადა

3 (სამი) წელი.

ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას ბლისტერებზე და მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში გადაგდება. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყოფს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს კეტოტიფენი სოფარმა

-           აქტიური ნივთიერება:  კეტოტიფენ ჰიდროფუმარატი, 1 მგ კეტოტიფენის ექვივალენტი.

-           დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200); კალციუმის ჰიდროფოსფატი, უწყლო; ხორბლის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი.

კეტოტიფენ სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კეტოტიფენი სოფარმა - მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ნაზოლით და გამყოფი ღარით ერთ მხარეს, 7 მმ დიამეტრის, თეთრი ფერიდან თეთრამდე  მონაცისფრო შეფერილობით, უსუნო.

10 ტაბლეტი პვქ-ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.