მედიკო

ცეფანორმი - Cefanorm 30 კაფსულა

30 კაფსულა

ჩვენებები: მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ყვითელი სხეულის უკმარისობა, უნაყოფობა, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპერპროლაქტინემიური პრეპარატი

შემადგენლობა:
1 კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცეფანორმის აქტიური ნივთიერება _ Agnus Castus-ის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი  ელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი _ ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.

იხილეთ ბლოგი: ცეფანორმი – ბუნებრივი საშუალება ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად

ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ყვითელი სხეულის უკმარისობა, უნაყოფობა, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია), პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი.

მოხმარების წესი და დოზირება:
ცეფანორმი მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს).
მკურნალობის კურსიშეადგენს _ 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ცეფანორმის დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში _ ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

გამოშვების ფორმა:
ცეფანორმი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.