მედიკო

ბისაკოდილი - Bisacodyl 5მგ 40 ტაბლეტი

5მგ

ჩვენება: სხვადასხვა წარმოშობის ყაბზობა.

ბისაკოდილი გრინდექსი

ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარული 5 მგ ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

ბისაკოდილი (Bisacodylum)

სამკურნალო საშუალების ფორმა და შემადგენლობა

ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება – ბისაკოდილი 5 მგ,

დამხმარე ნივთიერებები – საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, პოლისორბატი 80 (ტვინ-80).

გარსის შემადგენლობა: მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი – ეთილაკრილატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიეთილციტრატი, ყვითელი საღებავი “მზის ჩასვლა”(E 110).

აღწერილობა

ღია ნარინჯისფერი გარსით დაფარული, მრგვალი, ორივე მხრიდან ამობურცული ტაბლეტები, განატეხზე თეთრი ბირთვი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საფაღარათო საშუალება. AთX კოდი: A06A B02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბისაკოდილი არის სინთეზური საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და იწვევს მის დაცლას. ნაწლავების ლორწოვან გარსთან კონტაქტის დროს ბისაკოდილი აღიზიანებს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, რითაც იწვევს პარასიმპათიკურ რეფლექსებს, რომლებიც აძლიერებენ მსხვილი ნაწლავის გლუვი მუსკულატურის პერისტალტიკურ შეკუმშვებს. პრეპარატი იწვევს წყლისა და იონების შეკავებას მსხვილ ნაწლავში, რითაც აძლიერებს საფაღარათო ეფექტს.

ბისაკოდილი იწვევს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფიზიოლოგიურ და რეგულარულ დაცლას იმ პაციენტებშიც, რომლებიც ადრე ღებულობდნენ სხვა ჯგუფების საფაღარათო საშუალებებს. არ არის მონაცემები პრეპარატის მიღების შესახებ ქრონიკული ყაბზობის შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა.

ბისაკოდილის მიღებისას დღის საათებში საფაღარათო მოქმედება დგება დაახლოებით  6 საათის შემდეგ, ხოლო  ძილის წინ მიღებისას – 8-12 საათის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას ბისაკოდილი სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად ბის-(პ-ჰიდროქსიფენილ) პირიდილ-2-მეთანად, რომელიც გადადის ნაწლავში მნიშვნელოვანი აბსორბციის გარეშე, იწვევს პრაქტიკულად მხოლოდ ლოკალურ ეფექტს.

ბისაკოდილი გამოიყოფა ორგანიზმიდან ფეკალიებთან ერთად. აბსორბირებული პრეპარატის მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით გლუკურონიდის სახით.

იხილეთ ბლოგი: რა უნდა ვიცოდეთ საფაღარათო საშუალება ბისაკოდილზე

გამოყენების ჩვენებები

-       სხვადასხვა წარმოშობის ყაბზობა.

-       პაციენტის მომზადება ქირურგიული ოპერაციებისა და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (მაგალითად, კოლონოსკოპიის და რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს).

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

დოზირება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის  ბავშვებში

შეკრულობა: სადღეღამისო დოზა 5-15მგ ბისაკოდილი ერთჯერ (1-3 ტაბლეტი). ქირურგიული ოპერაციებისთვის და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მომზადება: 10მგ ბისაკოდილი (2 ტაბლეტი) 2 ღამე პროცედურის ჩატარებამდე.

პედიატრიული პოპულაცია

დოზირება ბავშვებში 6-დან 12 წლამდე

შეკრულობა: სადღეღამისო დოზა 5-10მგ (1-2 ტაბლეტი) ერთჯერ.

ქირურგიული ოპერაციებისთვის და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მომზადება: 5მგ ბისაკოდილი (1 ტაბლეტი) 2 ღამე პროცედურის ჩატარებამდე.

ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა დაუღეჭავად.

მსხვილი ნაწლავის ატონიის შესაძლო განვითარების გამო 5 დღეზე მეტ ხანს გამოყენება არ შეიძლება.

გამოყენების წესი

ტაბლეტს ყლაპავენ მთლიანად დაღეჭვის გარეშე. მიიღება პერორალურად კვების მიღებისგან დამოუკიდებლად ძილის წინ.

უკუჩვენებები

-       მომატებული მგრძნობელობა ბისაკოდილის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,

-       ნაწლავთა გაუვალობის გამო, ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დარღვევა (ილეუსი),

-       მუცლის უეცარი მწვავე ტკივილები (“მწვავე მუცლის” სინდრომი), მათ შორის აპენდიციტი;

-       სისხლდენა სწორი ნაწლავიდან,

-       მძიმე დეჰიდრატაცია (გაუწყლოება),

-       ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადებები.

თუ აღენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ზოგადად ბისაკოდილს აქვს კარგი ამტანიანობა.

ცალკეულ შემთხვევებში ბისაკოდილი იწვევს მუცლის ტკივილს და სპაზმებს.

ძალიან იშვიათად აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები, მათ შორის ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფაღარათი, წყლისა და ელექტროლიტების გაძლიერებული დაკარგვით (განსაკუთრებით კალიუმის იონების), სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა და არტერიული წნევის დაქვეითება; უფრო ხშირად გვერდითი მოვლენები ვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში. ბისაკოდილის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების ატონია.

ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი ტუტე პროდუქტებთან ან ანტაციდებთან (შესაძლოა სწრაფი გახსნა). ინტერვალი აღნიშნული პროდუქტების (აგრეთვე რძის) და ბისაკოდილის გამოყენებას შორის უნდა შეადგენდეს 1 საათს.

ტაბლეტის დაღეჭვისას ან ჩაკბეჩისას ბისაკოდილს შეუძლია გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება.

სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ტკივილები მუცლის ღრუში, გულისრევა, ღებინება და ნაწლავების ანთება.

ისევე როგორც, სხვა საფაღარათო საშუალებები, არ შეიძლება ბისაკოდილის ხანგრძლივი გამოყენება. მსხვილი ნაწლავის ატონიის შესაძლო განვითარების გამო, ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 5 დღეზე მეტად, ყაბზობის მიზეზის დადგენის შემდეგ.

პაციენტების მომზადებისას ქირურგიული ოპერაციებისა და დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის, ბისაკოდილი გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ტაბლეტები შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ფრუქტოზის/გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობის, ლაპპის ლაქტაზის დეფიციტის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობის მქონე პაციენტებმა.

ბისაკოდილი გრინდექსის ტაბლეტების გარსი შეიცავს ყვითელ საღებავს “მზის ჩასვლა”, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ბისაკოდილის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული ეფექტი აღემატება მისი გამოყენების შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება

ბისაკოდილი არ გადადის დედის რძეში. თუმცა, ეს პრეპარატი გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული ეფექტი ამ პრეპარატით დედის მკურნალობისას, აღემატება ბავშვისთვის მისი გამოყენების შესაძლო რისკს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მოძრავი მექანიზმების მომსახურებაზე

ამ პრეპარატს არ გააჩნია არასასურველი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმების მომსახურებაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატთან (სოდასთან) და სხვა ანტაციდებთან, ტუტე მინერალურ წყალთან, რძესთან, აგრეთვე H2-ჰისტამინურ რეცეპტორების ბლოკატორებთან (მაგალითად, ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი), პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ტაბლეტის გარსის სიმკვრივე და გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების ზედმეტად სწრაფი გამოყოფა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ძლიერი გაღიზიანება.

დროის მონაკვეთი აღნიშნული ნივთიერებებისა და ბისაკოდილის მიღებას შორის არ უნდა იყოს 1 საათზე ნაკლები.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: დიარეის გაძლიერება, ორგანიზმის გაუწყლოების გამოვლინება მარილების დაკარგვით, განსაკუთრებით კალიუმის იონების. დიფენილმეთანმა შეიძლება დააზიანოს ლორწოვანი გარსი და გამოიწვიოს წვრილი და მსხვილი  ნაწლავების ანთება. ქრონიკული ჭარბი დოზირების შემთხვევაში  შესაძლოა მსხვილი ნაწლავის ატონიის განვითარება.

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია. ტარდება ღონისძიებები დეჰიდრატაციის თავიდან აცილებისათვის და/ან იონური წონასწორობის აღსადგენად.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25°C  ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში ალუმინის ფოლგისგან და პოლივინქლორიდის აპკისგან.

4 ბლისტერი გამოყენების ინსტუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.