მედიკო

ატროვენტი - Atrovent 0.25 მგ საინჰალაციო ხსნარი 20 მლ

0.25 მგ

ჩვენებები: ატროვენტის საინჰალაციო ხსნარი გამოიყენება ბრონქოდილატატორის სახით შემანარჩუნებელი ეფექტისათვის, რომელიც გამოწვეულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტით, ფილტვების ემფიზემით....

ატროვენტი
მწარმოებელი: ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: იპრატროპიუმის ბრომიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური საშუალება
გამოშვების ფორმა:
საინჰალაციო ხსნარი 0.025%: ფლაკონში 20 მლ, წვეთოვანი დოზატორით.
1 მლ
იპრატროპიუმის ბრომიდი
დამხმარე საშუალებები:
250 მკგ
ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატროვენტი წარმოადგენს მეოთხეული ამონიუმის ნაერთს, რომელსაც გააჩნია ანტიქოლინერგული
(პარასიმპათოლიზური) თვისებები. ატროვენტი აინჰიბირებს აცეტილქოლინის მიერ ვაგუსის
ნერვული დაბოლოების სტიმულაციას, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების
ზემოქმედებით. ატროვენტის გამოყენებისას ბრონქოდილატაციას საფუძვლად უდევს პრეპარატის
ადგილობრივი და არა სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედება.
კონტროლირებად 90-დღიანი კლინიკური კვლევის შედეგად პაციენტებში ბრონქოსპაზმით, რომელიც
გამოწვეული იყო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით (ქრონიკული ბრონქიტი,
ფილტვების ემფიზემა), გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლები უმჯობესდებოდა ატროვენტის
შეყვანიდან 15 წუთის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი აღინიშნებოდა 1-2 საათის შემდეგ,
რომელიც გრძელდებოდა 6 საათის განმავლობაში.
კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ატროვენტი არ მოქმედებს უარყოფითად ლორწოს
სეკრეციაზე, მუკოცილიარულ კლირენსზე და აირთა ცვლაზე.
ატროვენტის ბრონქების გამაფართოვებელი ეფექტი მწვავე ბრონქოსპაზმის მკურნალობისას,
რომელიც გამოწვეულია ბრონქული ასთმით, დადასტურებულია კლინიკური კლევით მოზრდილებში
და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. უმეტეს შემთხვევაში ატროვენტი ინიშნებოდა კომბინაციაში
საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან ერთად. არსებობს მცირერიცხოვანი მონაცემები ატროვენტის
ეფექტურობის შესახებ ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვირუსული
ბრონქოლიტით და ბრონქოპულმონური დისპლაზიით ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში.
ჩვენებები:
ატროვენტის საინჰალაციო ხსნარი გამოიყენება ბრონქოდილატატორის სახით შემანარჩუნებელი
ეფექტისათვის, რომელიც გამოწვეულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, მათ
შორის ქრონიკული ბრონქიტით, ფილტვების ემფიზემით.
შესაძლებელია პრეპარატის კომბინირება სხვა საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან მწვავე
ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული
დაავადებებით, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტით და ბრონქული ასთმით.
მიღების წესები და დოზირება:
(20 წვეთი=1 მლ-ს, 1 წვეთი=0.0125 მგ უწყლო იპრატროპიუმის ბრომიდს).
დოზირების რეჟიმი: ინდივიდუალურია. მკურნალობის დროს პაციენტი იმყოფება ექიმის
მეთვალყურეობის ქვეშ.
შემანარჩუნებელი მკურნალობა:
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები) და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: 2.0 მლ (40 წვეთი=0.5
მგ) 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე ასაკის: 1.0 მლ (20 წვეთი=0.25 მგ) 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წლამდე ასაკის: 0.4-1.0 მლ (8-20 წვეთი=0.1-0.25 მგ) 3-4-ჯერ დღეში.
მწვავე ბრონქოსპაზმი:
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები) და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: 2.0 მლ (40 წვეთი=0.5
მგ); შესაძლებელია განმეორებითი გამოყენება ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
ინტერვალს ინჰალაციებს შორის ადგენს ექიმი.
შესაძლებელია ატროვენტის ერთდროული გამოყენება საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 1.0 მლ (20 წვეთი=0.25 მგ); შესაძლებელია განმეორებითი გამოყენება
ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინტერვალს ინჰალაციებს შორის ადგენს ექიმი.

შესაძლებელია ატროვენტის ერთდროული გამოყენება ბეტა-აგონისტებთან.
ბავშვები 6 წლამდე ასაკის: 0.4-1.00 მლ (8-20 წვეთი=0.1-0.25 მგ), შესაძლებელია განმეორებითი
გამოყენება პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ინტერვალს ინჰალაციებს შორის ადგენს
ექიმი.
შესაძლებლია ატროვენტის ერთდროული გამოყენება საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან.
რეკომენდებული დოზის განზავება წარმოებს ფიზიოლოგიური ხსნარით პრეპარატის საბოლოო
მოცულობის მიღებით 3-4 მლ-მდე. იგი თავსდება ნებულაიზერში და აწარმოებენ ინჰალაციას დოზის
დამთავრებამდე. პრეპარატის განზავება წარმოებს უშუალოდ ყოველი ინჰალაციის წინ. დარჩენილი
დოზა შემდგომში არ გამოიყენება.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინჰალაციის წესზე და ნებულაიზერის ხარისხზე.
ინჰალაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია განზავებული ხსნარის მოცულობაზე.
პრეპარატის დღეღამური დოზა, რომელიც აღემატება 2 მგ-ს მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის
ასაკის ზევით ან 1 მგ-ს ბავშვებში 12 წლამდე ასაკის, ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ.
რეკომენდებული დოზის გაზრდა დაუშვებელია, როგორც მწვავე ბრონქიტის მკურნალობისას, ასევე
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს.
ინჰალაციის არაეფექტურობის დროს ან ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში,
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ქოშინის განვითარებისას და მისი სწრაფი პროგრესირების
შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
ატროვენტის საინჰალაციო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ნებულაიზერის ხმარებით,
რომლებიც არის გაყიდვაში. ცენტრალიზებული ჟანგბადის სისტემის გამოყენებისას ნაკადის
რეკომენდებული სიჩქარე შეადგენს 6-8 ლ/წუთში.
შესაძლებელია ატროვენტის ერთდროული გამოყენება კომბინაციაში შემდეგ სეკრეტომუკოლიზურ
საშუალებებთან:
მუკოსოლვანი საინჰალაცო ხსნარი, ბისოლვანი საინჰალაციო ხსნარი და ბეროტეკი საინჰალაციო
ხსნარი.
ატროვენტი ერთდროულად არ ინიშნება ქრომოგლიკატის დინატრიუმის საინჰალაციო ხსნართან,
ვინაიდან შეიძლება განვითარდეს პრეციპიტაცია.
გვერდითი მოვლენები:
ხშირ შემთხვევაში თავის ტკივილი, გულისრევა, პირის სიმშრალე.
ატროვენტის დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, გვერდითი მოვლენები, დაკავშირებული
სისტემურ ანტიქოლინერგულ მოქმედებასთან, როგორიცაა ტაქიკარდია, არითმია, აკომოდაციის
დარღვევაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევა, შარდის შეკავება, ატარებს
გარდამავალ ხასიათს, ხოლო პაციენტებში საშარდე გზების ობსტრუქციით იზრდება შარდის
შეკავების რისკი.
როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის დროს, მათ შორის ბრონქოდილატატორების გამოყენებისას,
ხანდახან აღინიშნება ხველა. იშვიათად, ბრონქოსპასტიური რეაქციები.
არსებობს მონაცემები ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის: გამონაყარი, ენის, სახის, ტუჩების
ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, ხორხის სპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები.
ოფთალმოლოგია - არის ცალკეული მონაცემები გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ
თვალის მხრივ, როგორიცაა: გუგების გაფართოება, თვალშიდა წნევის მომატება, ვიწროკუთხოვნი
გლაუკომა, თვალის ტკივილი, მასში აეროზოლის მოხვედრიასა.
თვალის ტკივილი ან დისკომფორტი, არამკაფიო მხედველობა, ლაქების გაჩენა თვალების წინ,
თანმხლები კონიუნქტივური და კორნეალური ჰიპერემია წარმოადგენს ვიწროკუთხოვანი გლაუკომის
სიმპტომებს, რის გამოც პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.
პაციენტებმა უნდა სწორად გამოიყენონ ინჰალატორი. დაუშვებელია საინჰალაციო ხსნარის მოხვედრა
თვალში. ინჰალაციისათვის იყენებენ ნებულაიზერებს ბუნიკით პირისათვის. თუ გამოიყენება
ნებულაიზერი ნიღბით, იგი უნდა იყოს შესაბამისი ზომის. აუცილებელია იმ პაციენტების
გაფრთხილება, რომლებსაც აღენიშნებათ მიდრეკილება გლაუკომოს განვითარებისაკენ, ვინაიდან
თავიდან იქნას აცილებული აეროზოლის მოხვედრა თვალში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ატროვენტის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში შესწავლილი არ არის. მისი დანიშვნა
შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის აღემატება
პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

მონაცემები ატროვენტის დედის რძეში გადასვლის შესახებ არ არსებობს; თუმცა ცხიმში უხსნადი
მეოთხეული ამინები აღწევენ დედის რძეში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ატროვენტმა
მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბავშვზე პრეპარატის ინჰალაციური გამოყენებისას. ვინაიდან მრავალი
პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით, ატროვენტიც სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
ატროვენტის 0.025% საინჰალაციო ხნარი შეიცავს ანტიბაქტერიული კონსერვანტს ბენზალკონიუმის
ქლორიდს და სტაბილიზატორს - დინატრიუმის ედეტატს. კლინიკური კვლევის მიხედვით
აღნიშნული კომპონენტები ზოგიერთ პაციენტებში იწვევენ ბრონქების სანათურის შევიწროვებას.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მიდრეკილებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომის
განვითარებისაკენ, ასევე პაციენტებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით და ურეთრის
ობსტრუქციით.
პაციენტებში მუკოვისციდოზით აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევა.
იშვიათად, ატროვენტის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს დაუყოვნებელი ტიპის
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მათ შორის ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ხორხის
შეშუპება და ანაფილაქსია.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სპეფიციკური სიმპტომები გამოვლენილი არ არის. პრეპარატის თერაპიული
მოქმედების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, დოზირებული აეროზოლის ადგილობრივი
გამოყენება გამორიცხავს სერიოზული ანტიქოლინერგული სიმპტომების წარმოქმნას. შესაძლებელია
სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედების უმნიშვნელო გამოვლენა, როგორიცაა: პირის სიმშრალე,
აკომოდაციის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბეტა-ადრენერგული და ქსანტინების წარმოებულები აძლიერებს პრეპარატის ბრონქოლიზურ
მოქმედებას.
ატროვენტის ერთდროული გამოყენებისას ინჰალაციურ ბეტა-ადრენომიმეტურ საშუალებებთან
პაციენტებში ვიწროკუთხოვანი გლაუკომით, იზრდება მწვავე გლაუკომის შეტევის განვითარების
რისკი.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30 0ჩ ტემპერატურაზე სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ
ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.