მედიკო

Emeron - ემერონი გელი 2% 50გრ

50გრ

ჩვენებება: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა

ტკივილის დამარცხების ინოვაციური ფორმულა

როგორ მოქმედებს ემერონი გელი?

ახდენს ციკლოოქსიგენაზა 2-ის სრულ და კონკურენტულ ინჰიბირებას დაზიანების კერაში.

აქტიური ნივთიერების მაღალი კონცენტრაციის წყალობით სრულად პენეტრირდება ანთებად ქსოვილებში, ტკივილის არეში, სახსრის სტრუქტურებში.

ამცირებს ტრავმული ტკივილის გამოვლენას მაღალი ხარისხით, დროული გამოყენებისას იცავს დაზიანებულ ქსოვილებს ანთების და შეშუპების ჩამოყალიბებისგან.
შედეგად ქრება ტკივილი, შეშუპება და იზრდება სახსრის მოძრაობის დიაპაზონი.
შემადგენლობა: გელის 1 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნიმესულიდი 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დიეთილენ გლიკოლ მონოეთილის ეთერი, როპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა, პეგ-8 კაპრილ/კაპრიკგლიცერიდები, კარბომერი, გლიცერინი, თხევადი პარაფინი, პეგ/პპგ-20/6 დიმეტიკონი, ტრიეთანოლამინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასს).

ათქ კოდი  М01АХ17.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

ემერონი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასს) სულფონანილიდების ჯგუფიდან. წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2) სელექციურ კონკურენტულ ინჰიბიტორს, ანთების კერაში ამუხრუჭებს პროსტაგლანდინების სინთეზს. დამთრგუნველი მოქმედება ცოგ-1 ნაკლებადაა გამოხატული (უფრო იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან). ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და გამოხატულ სიცხის დამწევ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

გელის წასმის ადგილზე ქსოვილებში განაწილება – 70%, ბიოშეღწევადობა – 30%. Tmax – 1,5-2,5 სთ, CmX – 3,5-6,5 მგ/ლ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 95%, ერითროციტებთან – 2%, ლიპოპროტეინებთან – 1%, მჟავე ალფა-1-გლიკოპროტეინებთან  - 1%. დოზის შეცვლა შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს. სისხლში თავისუფალი ფრაქციის წილი – 1%. განაწილების მოცულობა – 0,19-0,35 ლ/კგ.

კარგად აღწევს ანთების კერის მჟავე გარემოში (40%), სინოვიურ სითხეში (43%). ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში.

მიღების ჩვენებები:

• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა (პოდაგრის გამწვავებისას სახსროვანი სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი ფესვობრივი სინდრომით, რადიკულიტი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება, ბურსიტი; იშიაზი, ლუმბაგო);

• რევმატული და არარევმატული წარმოშობის კუნთების ტკივილი. რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პოსტტრავმული ანთება (იოგების დაზიანება და გაგლეჯა, დაზიანება).

პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური თერაპიისთვის, გამოყენების მომენტში ტკივილის და ანთების შესამცირებლად, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.

წინააღმდეგჩვენებები:

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის მიმართ;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

• გამოყენების არეში დერმატოზები, ეპიდერმისის დაზიანება და კანის  საფარველის ინფექციები;

• თირკმლის (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ) ან ღვიძლის უკმარისობა;

• ანამნეზში ბრონქოსპაზმი, რომელიც დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა აასს გამოყენებასთან;

• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

• 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით – ღვიძლის უკმარისობა; თირკმლის უკმარისობა; გულის გამოხატული უკმარისობა; არტერიული ჰიპერტენზია; შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2; კოაგულაციის დარღვევა, ხანდაზმული და ბავშვთა ასაკი.

მიღების წესი და დოზები:

ემერონის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის 3-4 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური მტკივნეულობის არეზე უნდა დაიტანოთ გელის დაახლოებით 3 სმ ზოლი და თითების მსუბუქი მოძრაობებით თანაბრად გაანაწილოთ სწორ ფენად, შეზელვის გარეშე. გამოყენების შემდეგ ხელები დაიბანეთ საპნით.

გელის რაოდენობა და გამოყენების სიხშირე (არაუმეტეს 4 ჯერ დღე-ღამეში) შესაძლოა ვარირებდეს დასამუშავებელი მონაკვეთის სიდიდიდან და პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე.

არ გამოიყენოთ გელი 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირდება შემთხვევის განვითარების სიხშირის მიხედვით: ხშირი – (1-10%), ზოგჯერ (0,1-1%), იშვიათი (0,01-0,1%), ძალიან იშვიათი (ნაკლები 0,01%), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

ალერგიული რეაქციები:

• იშვიათი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;

• ძალიან იშვიათი – ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

• არახშირი – თავბრუსხვევა;

• იშვიათი – შიშის შეგრძნება, ნევროზულობა, კოშმარული სიზმრები;

• ძალიან იშვიათი – თავის ტკივილი, ძილიანობა, ენცეფალოპათია (რეის სინდრომი).

კანის საფარველის მხრივ:

• არახშირი – ქავილი, გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა;

• იშვიათი – ერითემა, დერმატიტი;

• ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, მრავალფორმული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაილას სინდრომი).

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ:

• არახშირი – შეშუპებები;

• იშვიათი – დიზურია, ჰემატურია, შარდის შეკავება, ჰიპერკალიემია;

• ძალიან იშვიათი – თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, ინტერსტიციული ნეფრიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

• ხშირი – დიარეა, გულისრევა, ღებინება;

• არახშირი – შეკრულობა, მეტეორიზმი, გასტრიტი;

• ძალიან იშვიათი – მუცლის ტკივილი, სტომატიტი, კუპრისებრი განავალი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და/ან პერფორაცია.

ღვიძლის და ნაღვლის გამომტანი სისტემის მხრივ:

• ხშირი – “ღვიძლის” ტრანსამინაზების მომატება;

• ძალიან იშვიათი – ჰეპატიტი, ელვისებური ჰეპატიტი, სიყვითლე, ქოლესტაზი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ:

• იშვიათი – ანემია, ეოზინოფილია;

• ძალიან იშვიათი – თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, პურპურა, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

• არახშირი – ქოშინი;

• ძალიან იშვიათი – ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი.

გრძნობათა ორგანოების მხრივ:

• იშვიათი – არამკვეთრი მხედველობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

• არახშირი – არტერიული ჰიპერტენზია;

• იშვიათი – ტაქიკარდია, ჰემორაგიები, “წამოხურებები”.

სხვა:

• იშვიათი – საერთო სისუსტე;

• ძალიან იშვიათი – ჰიპოთერმია.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. თუმცა გელის დიდი რაოდენობის (50 გ მეტი) წასმისას კანის დიდ უბანზე დოზის გადაჭარბების განვითარება გამორიცხული არ არის. სპეციფიური ანტიდოტი არ არის. აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

იმ მედიკამენტების მოქმედება, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, ძლიერდება მათი ნიმესულიდთან ერთად გამოყენებისას.

ნიმესულიდმა შესაძლოა დააქვეითოს ფუროსემიდის მოქმედება. ნიმესულიდმა მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გააძლიეროს გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა.

ნიმესულიდის და ლითიუმის პრეპარატების ერთად გამოყენებისას, იზრდება ლითიუმის დონე პლაზმაში.

ნიმესულიდმა შეიძლება გააძლიეროს თირკმლებზე ციკლოსპორინის მოქმედება. გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, სეროტონინის უკუშებოჭვის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება ჭრილობებზე და ინფიცირებულ უბნებზე გამოყენება.

საჭიროა თავი აარიდოთ გელის მოხვედრას თვალში ან თვალის ლორწოვან გარსებზე, ან სხვა ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუს, ცხვირის, გენიტალური და ანალური ნაწილის). გელი არ უნდა დაიტანოთ ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდოთ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას და სოლარიუმში გარუჯვას.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, ან მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

გამოშვების ფორმა:

2% გელი გარეგანი გამოყენებისათვის 50 გ ტუბში. ერთი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გაყინოთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.