მედიკო

ლევომონტი - Levomont 10მგ/5მგ 20 ტაბლეტი

10მგ

ჩვენება:ალერგიული რინიტი,ქრონიკული ბრონქული ასთმა,ქრონიკული ურტიკარია.

ლევომონტი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდსა და 10მგ მონტელუკასტს.

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი ტარტრაზინ სუპრა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ანტიალერგიული  და  ანტიასთმური კომბინირებული  საშუალება, სისტემური გამოყენების სხვა  საშუალებები ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მონტელუკასტი წარმოადგენს ცისტეინური ლეიკოტრეინების რეცეპტორების ანტაგონისტს. ფილტვებსას და ბრონქებში განლაგებულ ცისტეინურ ლეიკოტრიენების რეცეპტორებში (CysLT1) ის ბლოკავს ლეიკოტრეინი D4-ის (და მეორეული ლიგანდების LTC4 და LTE4) მოქმედებას, რაც ამცირებს ლეიკოტრიენების მოქმედებით გამოწვეულ ბრონქოკონსტრიქციას და ანთებით პროცესს.

ლევოცეტირიზინი (ცეტირიზინის ოპტიკურ იზომერი) წარმოადგენს პერიფერიული Н1-რეცეპტორების სელექტიურ და ძლიერ ანტაგონისტს. ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ჰისტამინით განპირობებული ალერგიული რეაქციის ადრეულ ფაზას და ამცირებს ანთების ზოგიერთი უჯრედის მიგრაციას და სხვადასხვა მედიატორების გამოთავისუფლებას, რაც დაკავშირებულია გვიანი ფაზის ალეგიულ რეაქციასთან.

ფარმაკოკინეტიკა:

მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მოზრდილებში 10მგ პრეპარატის უზმოზე მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში 3 სთ-ში მიიღწევა. ბიოშეღწევადობა არის 64%, ბიოშეღწევადობა და Cmax არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მონტელუკასტის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობაა 8-11ლ. მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება.მეტაბოლიტების თერაპიული ეფექტი მინიმალურია. ჯანმრთელ პირებში პლაზმის კლირენსი შეადგენს 45მლ/წთ-ში. მონტელუკასტისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ძირითადად ნაღვლის საშუალებით ხდება, მხოლოდ 0,2% გამოიყოფა შარდით.

ლევოცეტირიზინი სწრაფად და სრულად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში,  წონასწორული კონცენტრაცია კი 2 დღეში. კონცენტრაციის პიკი 5მგ პრეპარატის დღეში ერთხელ ერთჯერადად მიღებისას შეადგენს 270 ნგ/მლ-ს, ხოლო მრავალჯერადად მიღებისას 308ნგ/მლ-ს. აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე, თუმცა საკვებთან ერთად მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაგვიანებით. ლევოცეტირიზინის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა შეადგენს  0,4ლ/კგ.

ორგანიზმში მეტაბოლიზდება მირებული დოზის 14%. მეტაბოლიზმის დაბალი ხარისხის და მეტაბოლური მაინჰიბირებელი დაბალი პოტენციალის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ნაკლებადაა შესაძლებელი.

მოზრდილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7,9±1,9 სთ-ს. საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს 0,63 მლ/წთ/კგ-ს. ლევოცეტირიზინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით, მცირე ნაწილი კი განავლით.

ჩვენებები:

ალერგიული რინიტი (წლიური და სეზონური)
ქრონიკული ბრონქული ასთმა
ქრონიკული ურტიკარია
ატოპიური დერმატიტი

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს საათებში; ბავშვები 6-15-მდე წლამდე 1/2 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს საათებში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ზოგჯერ დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

რესპირატორული სისტემის მხრივ: ფარინგიტი.

ცნს-ის მხრივ: ძილიანობა ან ზოგჯერ აგზნებადობა; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად ცნობიერების დარღვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა, კრუნჩხვები,

მოძრაობის დარღვევები; ძალზე იშვიათად გემოს შეგრძნების დარღვევა, ტრემორი, დისტონია, დისკინეზია.

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, თვალის კაკლის მოძრაობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად ტაქიკარდია.

საშარდე სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად ენურეზი, დიზურია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად ჰიპერმგრძნობელობა; ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

კანის და კანქვეშია ქსოვილების მხრივ: ზოგჯერ ქავილი, გამონაყარი; იშვიათად ჭინჭრის ციება, ძალზე იშვიათად კვინკეს შეშუპება.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად თრომბოციტოპენია.

ზოგადი დარღვევები: დაღლილობა,  სისუსტე, იშვიათად შეშუპება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ლევოცეტირიზინისა და მონტელუკასტის ან და პიპერაზინის წარმოებულების მიმართ;

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები; გალაქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, აპპ ლაქტოზას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბცია; 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

დოზის გადაჭარბება:

არსებობს მონაცემები პრეპარატში შემავალი აქტიური სუბსტანციების ჭარბი დოზირების შესახებ:

მონტელუკასტი - ჭარბი დოზირების სომპტომებია მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილის შეგრძნება, თავის ტკივილი, ღებინება და ფსიქომოტორული ჰოპერაქტივობა. დოზის გადაჭარბებისას რეკომენდირებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ლევოცეტირიზინი - ჭარბი დოზირების სომპტომია მოზრდილებში მომატებული ძილიანობა, ხოლო ბავშვებში ჯერ აჟიტირება და მოუსვენრობა და შემდეგ ძილიანობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა - წამლის მიღების შეწყვეტა და კუჭის ამორეცხვა.

განსაკუთრებული მითითებები:

შესაბამისი კვლევების არ არსებობის გამო აღნიშნული პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში. ლევოცეტირიზინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ეს კომბინაცია არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

მონტელუკასტით მკურნალობის დროს ზოგ პაციენტს აღენიშნება ეოზინოფილიის სიმპტომები, რაც კლინიკურად გამოიხატება ვასკულიტის სახით, ზოგჯერ დიაგნოსტირებული, როგორც ჩარგ-სტრაუსის სინდრომი.

არ შეიძლება წამლის დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

პრეპარატის გვერდითი მოვლენებიდან გამომდინარე (ძილიანობა, დაღლილობა, ასთენია) განსაკუთრებით სიფრთხილეს საჭიროებს ავტომობილის მართვა ან ტექნიკასთან მუშაობა.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი №20

შენახვის ვადა 2 წელი

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი : CORONA Remedies Pvt. LTD  ინდოეთი

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.