რეკრეოლი - Recreol მალამო 50მგ/გ 50გ
50მგ

ჩვენებები

კანის ზედაპირული დაზიანებების (მსუბუქი დამწვრობა და კანის ნახეთქები, კანის დაჟეჟილობები და ნაკაწრები), კანის ანთებითი პროცესების (მიღებული სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მკურნალობისათვის.

1. სახელწოდება

რეკრეოლი 50 მგ/გ მალამო

2. მწარმოებელი

ს.ს. „გრინდეკსი“

3. აღწერა

ჰომოგენური მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე მალამო.

4. ჩვენებები

მალამო რეკრეოლი გამოიყენება:

- კანის ზედაპირული დაზიანებების (მსუბუქი დამწვრობა და კანის ნახეთქები, კანის დაჟეჟილობები და ნაკაწრები), კანის ანთებითი პროცესების (მიღებული სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მკურნალობისათვის.

5. მოქმედი ნივთიერება (INN)

დექსპანთენოლი 5%

6. შემადგენლობა

ქტიური ნივთიერება დექსპანთენოლი. 1გ მალამო შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს.

სხვა კომპონენტები: სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი, პროტეგინი XN (თხევადი პარაფინი, პეტროლატუმი, ოზოკერიტი, გლიცერილ ოლეატი, ლანოლინის სპირტი), გასუფთავებული ნუშის ზეთი, თეთრი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი, გასუფთავებული წყალი.

7. გამოყენების წესი, კურსის ხანგრძლივობა და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

კითხვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

თუ არ არის სხვა მითითება, დექსპანთენოლი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

8. ფარმაკოდინამიკა

დექსპანთენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, რომელიც არის A კოფერმენტის შემადგენელი ნაწილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში, ფიბრობლასტების პროლიფერაციის და კანის რეგენერაციის დაჩქარებაში ჭრილობის შეხორცების დროს.

უჯრედების გაყოფის ეს პროცესი და ახალი კანის ქსოვილის ფორმირება აღადგენს კანის ელასტიურობას და ასტიმულირებს ჭრილობის შეხორცებას.

9. ფარმაკოლოგიური მოქმედება

10. ფარმაკოკინეტიკა

გარე გამოყენებისას ის სწრაფად შეიწოვება და გარდაიქმნება პანტოთენიურ მჟავად, უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (ძირითადად ბეტა-გლობულინს და ალბუმინს). პანტოთენური მჟავის კონცენტრაცია სისხლში არის 0,5-1 მგ / ლ, სისხლის პლაზმაში - 100 მკგ / ლ. პანტოთენური მჟავა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით

11. უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ რეკრეოლი შემდეგ შემთხვევებში:

ალერგია დექსპანთენოლის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ

არ გამოიყენოთ მალამო ჭრილობებზე, თუ თქვენ გაქვთ ჰემოფილია, სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

12. ჭარბი დოზირება

პრეპარატის გამოყენებისას გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

13. პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

მალამო რეკრეოლის გამოყენება დაშვებულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ადამიანის ფარტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

14. გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 პაციენტს): ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის სიწითლე, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გაღიზიანება, კანის წყლულები.

15. სპეციალური მითითებები

მალამო რეკრეოლის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის გაჩენის შემთხვევაში.

მოერიდეთ მალამოს მოხვედრას თვალებში.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

16. გამოშვების ფორმა

სპეციფიური სუნის მქონე, მოყვითალო ფერის ჰომოგენური მასა.

50გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი დალუქულია ალუმინის მემბრანით და თეთრი ხრახნიანი თავსახურით. ალუმინის ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

17. შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °С ტემპერატურის პირობებში.

ინახება უხილავ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ, ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

18. ვარგისიანობის ვადა

2 წელი

19. აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე)

20. წამლის ფორმა

50გ მალამო ალუმინის ტუბში.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.