მედიკო

დუინუმი - DUINUM 50მგ 10 ტაბლეტი

50მგ

ჩვენებები: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-საკვერცხის დისფუნქციით გამოწვეული უნაყოფობა და ოვულაციის სტიმულაცია.

შემადგენლობა:
კლომიფენის ციტრატი 50მგ.

რა არის დუინუმი და რისთვის გამოიყენება?

დუინუმი წარმოადგენს ესტროგენების რეცეპტორების სელექტიურ მოდულატორს, რომელიც მოქმედებს ჰიპოთალამუსზე, ჰიპოფიზზე და საკვერცხეებზე და ზრდის FSH და LH დონეს, რაც ხელს უწყობს ოვულაციის ინდუქციას.

დუინუმის ჩვენებები:

. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-საკვერცხის დისფუნქციით გამოწვეული უნაყოფობა და ოვულაციის სტიმულაცია.

. საკვერცხის პოლიკისტოზთან დაკავშირებული ანოვულაცია.

რა უნდა იცოდეთ სანამ დუინუმს მიიღებდეთ:

ნუ მიიღებთ დუინუმს შემდეგ შემთხვევებში:

- თუ თქვენ ალერგიული ბრძანდებით კლომიფენის ან დუინუმის სხვა ინგრედიენტების მიმართ (აღნიშნულია მე–6 პუნქტში); ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;

- თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ ან ოდესმე გქონიათ;

- თუ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ და ამის მიზეზი არ არის ცნობილი;

– თუ დაავადებული ხართ ჰორმონებზე დამოკიდებული კიბოს რომელიმე ფორმით;

- თუ თქვენ გაქვთ საკვერცხის კისტა;

- თუ ორსულად ხართ; კლომიფენის მიღებამდე საჭიროა ჩაიტაროთ ტესტი, რათა დარწმუნდეთ, ხართ თუ არა ორსულად.

არ მიიღოთ პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული პუნქტი თქვენ გეხებათ.

დუინუმით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა, თქვენმა ექიმმა შეამოწმოს უნაყოფობის პრობლემის სხვა მიზეზებიც.

დუინუმთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღება:

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რაიმე სხვა მედიკამენტი. ამგვარი გადამოწმების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ დუინუმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე, როგორც ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს დუინუმის მოქმედებაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ მედიკამენტის მიღბამდე გაიარეთ შესაბამისი კონსულტაციები თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა: დუინუმის დანიშვნა არ ხდება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება: მიმართეთ თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას. დუინუმი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეამციროს რძის რაოდენობა.

დუინუმი შეიცავს საქაროზას. მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ იცით, რომ ვერ იტანთ საქაროზის რომელიმე ფორმას.

როგორ მივიღოთ დუინუმი:

მკურნალობის პირველ ეტაპზე მიიღება ერთი აბი ციკლის მე-2 ან მე-3 ან მე-4 ან მე-5 დღიდან 5 დღის განმავლობაში.

მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ მენსტრუაციის არქონის შემთხვევაში თქვენი ექიმი გაზრდის დოზას დღეში ორ აბამდე 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის მეორე კურსი პირველი კურსის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ უნდა დაიწყოთ. ჩვეულებრივ, სამ კურსზე მეტი არ უნდა გაიაროთ მკურნალობისას.  თუ ოვულაცია ამ სამი კურსის შემდეგ მაინც არ მოწესრიგდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

დუინუმის აბები  მიიღება პერორალურად – გადაყლაპეთ აბი მთლიანად ერთი ჭიქა სასმელ წყალის დაყოლებით. ნუ დაღეჭავთ ან დაამტვრევთ აბს; არ მიიღოთ დღეში ორ აბზე მეტი; არ მიიღოთ აბები ხუთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ მედიკამენტის ეფექტს ვერ შეამჩნევთ, არ შეცვალოთ დოზა თქვენით. დაეკითხეთ ექიმს.

თუ დუინუმის მიღება დაგავიწყდათ:

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, გაესაუბრეთ ექიმს – შესაძლოა, მკურნალობის ციკლის შეცვლა დაგჭირდეთ. არ მიიღოთ დავიწყებული აბის სანაცვლოდ ორმაგი დოზა.

თუ დუინუმის მიღებას შეწყვეტთ:

განაგრძეთ დუინუმის მიღება მანამ, სანამ მის შეწყვეტას ექიმი არ მოგთხოვთ; მკურნალობამ შეიძლება უშედეგოდ ჩაიაროს, თუ თქვენ თვითონ შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას.

შესაძლო არასასურველი ეფექტი:

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დუინუმმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი, თუმცა ეს ყველას არ ეხება.

შეწყვიტეთ დუინუმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუკი გაქვთ რაიმე ტიპის ალერგიული რეაქცია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.

საკვერცხის ზედმეტი სტიმულაცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მენჯის, კუჭის არეში ან წვივის უკანა ნაწილში, შეშუპება ან შებერილობის შეგრძნება, გაცილებით ნაკლები შარდის გამოყოფა, სუნთქვის გართულება ან წონის მომატება. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეამციროს დუინუმის დოზა;

• ხედვის გაბუნდოვანება ან თვალების წინ ლაქების ან გაელვების წარმოშობა;

• ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების ან კანის სიყვითლე (ყვითელა);

• უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი;

• ფსიქიკური დაავადება, როგორიცაა „ფსიქოზი“.

როგორ შევინახოთ დუინუმი:

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ დუინუმის აბები საწყისი შეფუთვით 25°C ქვემოთ ტემპერატურის პირობებში.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი გარე შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.

დუინუმის გამოშვების ფორმა:

დუინუმის აბები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი, მათზე ამოტვიფრულია ნიშანი "D". აბის დაყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიჭირთ მისი მთლიანად გადაყლაპვა და არა იმისთვის, რათა მიიღოთ ორი თანაბარი დოზა.

შეფუთვაში არის ერთი ბლისტერი, ბლისტერზე 10 ტაბლეტი

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.