ფენაქსოლი - FENAXSOL ყურის წვეთი 15მლ ფლაკონი
15მლ
გამოიყენება შუა ყურის, ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების, ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობასას.

გამოყენების ინსტრუქცია

ფენაქსოლი
FENAXOL

სავაჭრო დასახელება: ფენაქსოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფენაზონი/ლიდოკაინი
წამლის ფორმა: ყურის წვეთები (40 მგ/10მგ)/ 1 გ.
აღწერა: გამჭვირვალე ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
შემადგენლობა:
1 გ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებები: 40 მგ ფენაზონი, 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (1 M ხსნარი), გლიცერინი.
პრეპარატის კოდი ათქ-ს მიხედვით: შ02DA30.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა საშუალებები ოტოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ანალგეტიკები და ანესთეტიკები კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ფენაზონი (პირაზოლის წარმოებული) გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება. ლიდოკაინი (ამიდის ჯგუფის ანესთეზიური საშუალება) გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიიური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
სამკურნალო საშუალება არ აღწევს ორგანიზმში, თუ დაზიანებული არ არის დაფის აპკი.
ჩვენებები გამოყენებაზე:
შუა ყურის, ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების, ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობა დაფის აპკის შენარჩუნებული მთლიანობის პირობით:
- მწვავე შუა ოტიტი შეგუბების მოვლენებით;
- ოტიტი, როგორც გრიპის შემდგომი გართულება;
- ბაროტრავმული ოტიტი.
უკუჩვენებები:
- დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
ამჟამად ინფორმაცია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთმოქმედების შესახებ – არ არსებობს.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ დაფის აპკის მთლიანობაში. პერფორირებული დაფის აპკის შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში და გამოიწვიოს გართულებები.
ინსტილაციის შემდეგ მჭიდროდ უნდა მოხრახნოთ ხუფი და ფლაკონი მოათავსოთ შეფუთვაში, პრეპარატის სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.
ინფორმაცია სპორტსმენებისთვის: სამკურნალო საშუალება შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელიც იძლევა დადებით რეაქციას დოპინგ-კონტროლის დროს.
ფენაქსოლი ნაჩვენებია ბავშვებში გამოსაყენებლად.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ ფენაქსოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატი არ ენიშნებათ ორსულებს, აბსოლუტური საჭიროების სიტუაციის გამოკლებით და მხოლოდ დედის სარგებლისა და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ.
აგრეთვე, არ არსებობს მონაცემები პრეპარატის კომპონენტების დედის რძეში შეღწევის შესახებ. რეკომენდებულია მოერიდოთ მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებას მეძუძურ დედებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს მანქანის მართვის უნარსა და რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობაზე, რომლებიც მოითხოვენ გაზრდილ ყურადღებას.
გამოყენების წესი და დოზები:
ფენაქსოლი გამოიყენება ადგილობრივად, გარეთა სასმენ მილში ჩაწვეთების გზით, 4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. ცივი ხსნარის ყურის ნიჟარასთან შეხების თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი გამოყენების წინ გაათბეთ ხელში.
ფენაქსოლის გამოყენების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 10 დღისა, რის შემდეგაც უნდა გადაიხედოს დანიშნული მკურნალობა.
გამოყენება ბავშვებში
ფენაქსოლი ბავშვებში გამოსაყენებლად ნაჩვენებია დაბადებიდან 3-4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
დოზის გადაჭარბება:
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ გარეგანი გამოყენების დროს.
გვერდითი მოქმედება:
არსებობს ადგილობრივი ალერგიული რეაქციების, გაღიზიანებისა და სასმენი მილის ჰიპერემიის წარმოშობის რისკი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
პლასტიკის ფლაკონი-წვეთოვანი 15 მლ.
ფლაკონი-წვეთოვანი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი:
“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, რუმინეთი, ილფოვი, 075100, ქ. ოტოპენი, ეროილორის ქ., #1ა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ. 18

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.