მედიკო

ბრენაქსი - Brenax 500მგ/4მლ 5 ამპულა

500მგ

ჩვენება: ინსულტის მწვავე პერიოდი, განპირობებული სისხლძარღვოვანი ოკლუზიით.

1. რა არის ბრენაქსი და რისთვის გამოიყენება

ბრენაქსის თითოეული ამპულა შეიცავს ნატრიუმის ციტიკოლინს, რომელიც 500 მგ ციტიკოლინის ან 1000 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურია.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა.

ბრენაქსი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• ინსულტის მწვავე პერიოდი, განპირობებული სისხლძარღვოვანი ოკლუზიით;

• ინსულტის შემდგომი პერიოდის სამკურნალოდ, განპირობებული სისხლძარღვოვანი ოკლუზიით და ჰემორაგიით;

• ტრამვით გამოწვეული თავის ტვინის მწვავე დაზიანების ან შემდგომი მკურნალობის დროს;

• კოგნიტიური დარღვევების დროს, განპირობებული სისხლძარღვების და ქსოვილების დაზიანებით.

განსაკუთრებული ჩვენებები:

პრეპარატები მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები აუცილებლად ინიშნება თავის ტვინის დაზიანების დროს, ინტრაკრანიალური წნევის დასაწევად.

ინტრაკრანიალური ჰემორაგიის დროს ციტიკოლინის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს დოზის დაყოფა (100-200 მგ დღეში 2-3-ჯერ).

2. რისი ცოდნაა საჭირო ბრენაქსის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ბრენაქსს, თუ

• გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

• ვაგოტონია (ნევროტული ნერვული სისტემა, არათანაბარი გულისცემით, ყაბზო¬ბა, ოფლიანობა);

• ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი კლინიკური მონაცემები;

• არ მიიღოთ ბრენაქსი ალკოჰოლთან ერთად.

აღნიშნულ შემთხვევებში არ მიიღოთ ბრენაქსი და მიმართეთ ექიმს, იგი გადაწყვეტს თქვენთვის მედიკამენტის დანიშვნის ან გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომებია საჭირო ბრენაქსის მიღების დროს, თუ:

• ხართ გერიატრიული (ასაკოვანი) პაციენტი;

• ხართ მძღოლი ან მუშაობთ მანქანა-დანადგარებთან.

მიმართეთ ექიმს რჩევისათვის, მიზანშეწონილია თუ არა პრეპარატი თქვენთვის.

ბრენაქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის მიღების გზიდან გამომდინარე, საკვები და სასმელი ვერ ახდენს გავლენას მის შეღწევადობაზე.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი რისკის ალბათობას.

ლაქტაციის პერიოდი

მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

მკურნალობის პერიოდში, პაციენტი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან ამ დროს სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციის ქონა აუცილებელია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრენაქსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ბრენაქსის თითოეული დოზა შეიცავს ნატრიუმს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობით (23 მგ), შესაბამისად მიიჩნევა, რომ პრეპარატი ნატრიუმს არ შეიცავს.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

- ციტიკოლინი ზდრის ლევოდოფას ეფექტს

- აღნიშნული პრეპარატის მიღება არ შეიძლება მეკლოფენოქსატის შემცველ პრეპარატებთან ერთად

- ბრენაქსის დანიშვნა შეიძლება ჰემოსტატურ და ინტრაკრანეალურ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და საინფუზიო ხსნარებთან ერთად.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან წარსულში იღებდით რომელიმე მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

3. ბრენაქსის მიღების წესი

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ექიმი განსაზღვრავს  ბრენაქსის შესაბამის დოზას.

ჩვეულებრივ ინიშნება ბრენაქსის 1 ამპულა ინტრამუსკულარულად (კუნთში) და ინტრა¬ვენუ¬რად (ნელი ინექცია), ყოველ 12 საათში ერთხელ.

გამოყენების წესი და შეყვანის გზა

ბრენაქსის მიღება ხდება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.

ამპულის გატეხვის შემდეგ, შპრიცით ამოღებული შიგთავსი შეჰყავთ ღრმად კუნთებში, სათანადოდ გრძელი ნემსის მეშვეობით. ხსნარის ინექციამდე, უნდა მოხდეს დგუშის ოდნავ ამოწევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ სისხლძარღვების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.

პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ასევე ინტრავენურადაც.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბრენაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის შესწავლილი.

გამოყენება ხანდაზმულებში

არ არსებობს შესაბამისი მონაცემები ბრენაქსის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ გერიატრიულ პაციენტებში.

განსაკუთრებული გარემოებები:

ორსულობა

პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი რისკის ალბათობას.

თუ მიგჩნიათ, რომ ბრენაქსის მოქმედების ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბრენაქსის დოზის გადაჭარბება:

ბრენაქსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბრენაქსის დოზის გამოტოვება:

ნუ მიიღებთ მედიკამენტის გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ბრენაქსით მკურნალობის შეწყვეტა:

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არანაირი გვერდითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ბრენაქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერ¬დითი ეფექტები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ბრენაქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

ცენტრალური ნერვული სისტემა, პერიფერიული ნერვული სისტემა: უძილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, აგზნება, ტრემორი, პარალიზებული კიდურების გაშეშება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: კუჭის ტკივილი, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი. (სახის, ენის, ყელის შესიება, კანზე გამონაყარი, ქოშინი, მძიმე სუნთქვა, ცხელება, ან შოკით განპირობებული ალერგიული რეაქციები).

სხვა: ცხელება, ზოგიერთ შემთხვევაში - ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება (სისხლის წნევის დაქვეითება), პარასიმპატომიმეტური ნერვული სისტემის სტიმულირება (გულის ცემის რიტმის დარღვევა, მდგომარეობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყაბზობასა და ოფლიანობასთან).

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაშია აღწერილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ შეამჩნიეთ:

სახის, ენის, ყელის შესიება, კანზე გამონაყარი, ქოშინი, მძიმე სუნთქვა, ცხელება, ან შოკით განპირობებული ალერგიული რეაციები.

ესენი არის საშუალო სიძლიერის გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

5. ბრენაქსის შენახვის პირობები

ბრენაქსი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ბრენაქსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ბრენაქსი, თუ შეამჩნიეთ რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.