გლუკოფაჟი - GLUCOPHAGE 850მგ 30 ტაბლეტი
850მგ
გამოყენების ჩვენებები II ტიპის შაქრიქნი დიაბეტის მკურნალობა, განსაკუთრებით ჭარბი მასის მქონე პაციენტებში, როცა მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური ვარჯიში ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის საკმარის კონტროლს.

შემადგენლობა

850 მგ მეტფორმინ ჰიდროქლორიდის შემცველი შემოგარსული ტაბლეტები (390 მგ მეტფორმონის ფუძისექვივალენტური ).

დამხმარე ნივთიერებები

პოლივიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი , Opadry clear YS-1-7472, q.s., ერთი 529 მგ - იანიშემოგარსული ტაბლეტი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიდიაბეტური პერორალური საშუალება

ჩვენებები

დიაბეტის ადექვატური მართვის დამხმარე საშუალება . გლუკოფაჟი 850 მგ არის პერორალურიანტიდიაბეტური საშუალება ( ბიგუანიდი ), რომელიც განკუთვნილია მოზრდილთა შაქრიანი დიაბეტისსამკურნალოდ .

ზოგიერთ შემთხვევაში , მისი გამოყენება შეიძლება ინსულინთან ერთად . დიაბეტური გართულებებისშემცირება აღინიშნება ჭარბი წონის , მე -2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში , რომლებიც დიეტურითერაპიის შემდეგ პირველი რიგის თერაპიის სახით მკურნალობენ მეტფორმინით .

უკუჩვენებები

ამ წამლის გამოყენება სასტიკად დაუშვებელია შემდეგი მდგომარეობების დროს :

- ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდრქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისმიმართ ;

- დიაბეტის მძიმე დეკომპენსაცია ( კეტოაციდოზი );

- თირკმლის უკმარისობა , ზომიერიც კი ( თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისხლშიკრეატინინის დონის მომატებით );

- ინფექციური დაავადებები ( სასუნთქი გზების ინფექცია , საშარდე გზების ინფექცია ),

- რენტგენოგრაფიიდან ( იოდინირებული საკონტრასტო საშუალების გამოყენებით , მაგ .ინტრავენური უროგრაფია , ანგიოგრაფია ) ორი დღის განმავლობაში ;

- გულის უკმარისობა , რესპირატორული უკმარისობა ;

- ღვიძლის უკმარისობა ( ღვიძლის ფუნქციის დარღვევა );

- პერსისტული ფაღარათი , პერიოდული გულისრევა ;

- ალკოჰოლური სასმელების ჭარბად გამოყენება ;

- ლაქტაციის პერიოდი .

განსაკუთრებული მითითებანი

გულისრევა , მუცლის ტკივილი , რომელსაც თან ახლავს კუნთების სპაზმი და / ან დაუძლურებისშეგრძნება მძიმე სისუსტით შეიძლება დიაბეტის სერიოზული დეკომპენსაციის ნიშანი ( დიაბეტურიკეტოაციდოზი ან ლაქტაციდოზი ) იყოს , რაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს .

ზემოთ ხსენებულის განვითარების შემთხვევაში , დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გლუკოფაგის მიღებადა სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს .

უსაფრთხოების ზომები

გარკვეულ დაავადებებს ან სამკურნალო პრეპარატებს ( კორტიკოსტეროიდები და გარკვეულიშარდმდენები , რიტორდინი , სალბუტამოლი , ტერბუტალინი და ამფ ინჰიბიტორები ) შეუძლიათგამოიწვიონ დიაბეტის მეტნაკლებად მძიმე დეკომპენსაცია . ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვამკურნალობის შესახებ , რომელიც ტარდება და ნებისმიერი ინფექციური დაავადების შესახებ ,როგორიცაა გრიპი , სასუნთქი გზების ინფექცია ან საშარდე გზების ინფექცია . თუ დანიშნულია რენტგენოგრაფიული გამოკვლევა , იოდინირებული საკონტრასტო საშუალების გამოყენებით , როგორიცააინტრავენური უროგრაფია ან ანგიოგრაფია , საჭიროა გლუკოფაგით მკურნალობის შეწყვეტაგამოკვლევამდე და მის გაგრძელება შესაძლებელია გამოკვლევიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ , მასშემდეგ , რაც უზრუნველყოფილი იქნება თირკმლების ნორმალური ფუნქციონირება . იმ შემთხვევაში ,თუ ანალიზის ჩასატარებლად , ოპერაციისათვის , ან ნებისმიერი სხვა მიზეზისათვის საჭიროა ჰოსპიტალიზაცია , აცნობეთ ექიმს , რომ ღებულობთ გლუკოფაგს . თავი მოარიდეთ ალკოჰოლურისასმელების მიღებას .

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს დიაბეტის მკურნალობა დაფუძნებულია ინსულინოთერაპიაზე . თუ გლუკოფაგისმიღებისას დაორსულდით , მკურნალობა ინსულინით შეიცვლება . უნდა ეცნობოს ექიმს ამის შესახებ ,ვინაიდან შეიძლება მკურნალობაში საჭირო ცვლილებები შეტანა იყოს საჭირო . აგრეთვე , თუ აპირებთდაორსულებას . ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს . როგორც წესი , ორსულობისას ანლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმის რეკომენდაცია .

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ცალკე გამოყენების შემთხვევაში , გლუკოფაგი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას . ამის შედეგად , ავტომობილისმართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს არანაირი საშიშროება არ არსებობს . თუმცა , სხვაანტიდიაბეტურ საშუალებებთან ( სულფონილურეა , ჰიპოგლიკემიური საშუალებები , ინსულინი ,რეპაგლინიდი ) ერთად გამოყენებისას , მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჰიპოგლიკემიის განვითარებისშესაძლოებლობა და მისი ეფექტი ყურადღების კონცენტრაციაზე .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის შესახებ , რომელსაც პაციენტი ღებულობს ანღებულობდა , მაგ . კორტიკოსტეროიდები , ამფ ( ანგიოტენზიმაკონვერტირებელი ფერმენტებისინჰიბიტორები ) ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული საშუალებები , შარდმდენები ,რიტოდრინი , სალბუტამოლი ან ტერბუტალინი , იოდიზირებული საკონტრასტო საშუალებები ანალკოჰოლის შემცველი საშუალებები , ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით .

დოზირება

850 მგ გლუკოფაგის დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად , სისხლში გლუკოზის ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე .

ჩვეულებრივ , დოზა არის 2 ტაბლეტი დღეში ( საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე მიღებისას ).

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოს დაუღეჭავად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ . მაგალითად , დღეში ორიტაბლეტის მიღებისას , ერთი ტაბლეტი საუზმის დროს და ერთი ტაბლეტი საღამოს ჭამის დროს .

ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა დავიცვათ ექიმის დანიშნულება .

მკურნალობის ხანგრძლივობა

გლუკოფაგი მიიღება ყოველდღიურად , თუ არ იქნება ექიმის სხვა განსაკუთრებული დანიშნულება .

თუ დაგავიწყდათ 850 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის მიღება : მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულდროს .

ნუ მიიღებთ 850 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის ორმაგ დოზას .

ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ 850 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტის ნაჩვენებ დოზაზე მეტი : დაუყოვნებლივაცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში , 850 მგ გლუკოფაგი შემოგარსული ტაბლეტები იწვევენგვერდით მოვლენებს . კუჭ - ნაწლავის მხრივ დისკომფორტი ( გულისრევა , ღებინება , ფაღარათი )შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში , განსაკუთრებით მაშინ , თუ 850 მგ გლუკოფაგიშემოგარსული ტაბლეტები არ იქნება მიღებული საკვებთან ერთად . ეს სიმპტომები ჩვეულებრივგარდამავალია , რომლებიც დაახლოებით 10 დღე გრძელდება და შეიძლება შემცირდეს ტაბლეტებისმიღების შემდეგ . თუ სიმპტომები კვლავ გაგრძელდა , შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმსრჩევისათვის .

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი არასასურველი მოვლენის განვითარების შესახებ ,რომელიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში .

გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები .

50 ტაბლეტიანი შეფუთვა = 25 გ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში

100 ტაბლეტიანი შეფუთვა = 50 გ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში

500 ტაბლეტიანი შეფუთვა = 250 გ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთ შეფუთვაში .

გამოყენების მეთოდი

პერორალური

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

2 წელი არაუმეტეს 25 0 C. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

მწარმოებელი

Merck Sante s.a.s.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.