რეფურილი 220მგ/5მლ სუსპენზია 60მლ
220მგ

ჩვენებები: მწვავე და ქრონიკული დიარეა, კოლიტი.

1. სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება:

რეფურილი®

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ყოველი 5 მლ შეიცავს:

ნიფუროქსაზიდი - 220 მგ.

დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი, იხილეთ პუნქტი 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა (მიღების გზის ჩათვლით):

სუსპენზია, პერორალური გზით მისაღები

იხილეთ ბლოგი: გათავისუფლდი დიარეისგან — ყველაფერი, რაც რეფურილის შესახებ უნდა იცოდეთ

4. კლინიკური მონაცემები

4.1 თერაპიული ჩვენებები

· მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დიარეა

· მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული გასტროენტერიტი და კოლიტი

· ნაწლავური ინფექციები

· მოგზაურთა დიარეა

4.2 დოზირება და მიღების წესი

თუ ექიმი განსხვავებულ დოზებს არ დანიშნავს, ჩვეულებრივი დოზა არის:

2 თვემდე ასაკის ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) დღეში 2-ჯერ.

ბავშვები 2 თვიდან 1 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) დღეში 3-ჯერ.

ბავშვები 1 წლის ზემოთ: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) დღეში 4-ჯერ.

მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

4.3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ნიფუროქსაზიდის, სხვა 5-ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოს ხანგრძლივი და მუდმივი მაღალი ტემპერატურული ცხელებისას, ასევე სისხლიანი და ლორწოვანი განავლისას დიარეის თანხლებით.

გამოყენება პაციენტთა სპეციალურ კატეგორიებში: დიარეას შეიძლება თან ახლდეს დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს ლეთარგია და დაღლილობა, სისუსტე და გონების არევა. ორგანიზმში წყლის დანაკარგის კომპენსირება შეიძლება დიდი რაოდენობის სითხეებით, მარილიანი წვნიანის ან მინერალური წყლის მიღებით.

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: ინფორმაცია რეფურილის სუსპენზიის ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენების შესახებ არ არის.

პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ექიმს კონსულტაციისთვის მიმართოს, თუ ის გრძნობს, რომ რეფურილის სუსპენზიის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია ან რეფურილის სუსპენზიის რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცნობილი არ არის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევების შესახებ.

4.6 ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

იმის გამო, რომ ნიფუროქსაზიდი შეიწოვება სისხლში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძალიან მცირე რაოდენობით, გავლენას არ ახდენს მთლიანად ორგანიზმზე.

არ არსებობს მონაცემები შესაძლო ტერატოგენური და ფეტოტოქსიკური ეფექტების შესახებ ნიფუროქსაზიდის გამოყენებისას ორსულობის დროს. რეფურილის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს, კლინიკური საჭიროებისას.

ძუძუთი კვება

ზემოქმედება მეძუძურ ჩვილებზე ცნობილი არ არის. ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ჩვეულებრივ, თუ რეფურილით® თერაპია შეზღუდულია დროში.

ფერტილურობა

ცნობილი არ არის ადამიანებში ფერტილურობაზე ზემოქმედების შესახებ.

4.7 ეფექტები ავტომობილებისა და დანადგარების მართვის უნარზე

არ აღინიშნება ზემოქმედება ავტომობილების მართვის უნარზე.

4.8 გვერდითი რეაქციები

ინფორმაცია რეფურილის სუსპენზიის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი ეფექტის შესახებ არ არის.

4.9 ჭარბი დოზა

ინფორმაცია პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არის.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ათქ კოდი: А07АХ03.

ფარმაცევტული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო/ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები.

ნაწლავების ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.

ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანიდან წარმოებული ანტიმიკრობული პრეპარატი. მოქმედების მექანიზმი სრულად ახსნილი არ არის. ნიფუროქსაზიდის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები განპირობებულია ამინოჯგუფის არსებობით. ადგილობრივი აქტივობა და ის ფაქტი, რომ არ აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში, განაპირობებს ნიფუროქსაზიდის უნიკალურობას სხვა ნიტროფურანის წარმოებულებთან შედარებით, რადგან დიარეის საწინააღმდეგო ამ პრეპარატს არ გააჩნია სისტემური მოქმედება. ეფექტურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, E. coli, Salmonellae, Shigellae.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალურად მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და არ აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში, მიღებული პრეპარატის 99%-ზე მეტი რჩება ნაწლავებში. ნიფუროქსაზიდის ბიოტრანსფორმაცია ხდება ნაწლავებში, მიღებული რაოდენობის დაახლოებით 20% ექსკრეტირდება უცვლელად. ნიფუროქსაზიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალში. პრეპარატის ელიმინაციის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოძრაობაზე. ზოგადად, ნიფუროქსაზიდის ელიმინაცია არის ნელი; ის რჩება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დიდი ხნით. თერაპიულ დოზებზე, ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ თრგუნავს ნორმალურ ნაწლავურ მიკროფლორას და არ იწვევს რეზისტენტული მიკრობული ფორმების განვითარებას, აგრეთვე სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ ბაქტერიების ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარებას. თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის პირველი საათების განმავლობაში.

5.3 უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

მონაცემები არ არის.

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1. დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი:

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი

კარბოქსიმეთილცელულოზა (Cekol 1000)

ავიცელი RC 581 (მიკროკრისტალური ცელულოზა და კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმი)

საქარინის ნატრიუმი

პოლიპარაბენის ნატრიუმი

მეთილპარაბენის ნატრიუმი

ნატრიუმის ბენზოატი

ბანანის სითხე

Tween 80 (პოლისორბატი 80)

აეროსილი 200

გასუფთავებული წყალი

6.2. შეუთავსებლობები (ძირითადი):

მონაცემები არ არის

6.3. შენახვის ვადა

3 წელი.

6.4. შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 30 ºC ტემპერატურაზე.

6.5. შეფუთვის სახეობა და შიგთავსი:

მუყაოს კოლოფში 60 მლ ბოთლი და ინსტრუქციის ფურცელ - ჩანართი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.