მედიკო

ედოლფენი - Edolfene თვალის წვეთები 0.3მგ/მლ 5მლ

0.3მგ

ჩვენება:ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული მეიოზისის ინჰიბირებისას.

1. რა არის ედოლფენი და რისთვის გამოიყენება
ედოლფენი არის თვალის წვეთები, ხსნარი თვალში ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომლის ერთადერთი აქტიური სუბსტანცია არის ფლურბიპროფენის ნატრიუმი 0,3 მგ/მლ. ფლურბიპროფენის ნატრიუმი არის ძლიერი არასტერიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის
ძირითადი ელემენტის ციკლოოქსიგენაზას ფერმენტის ინჰიბირებით. პროსტაგლანდინები არის თვალის ანთების სპეციფიკური ტიპის შუალედური ელემენტები; მათი არსებობა იწვევს ვაზოდილატაციას, მომატებულ ვასკულარულ  შეღწევადობას, ლეიკოტაქსისს, თვალშიდა ტონუსის მომატებას და სისხლის-წყლის ბარიერის გაწყვეტას. გარდა ამისა, მისი არსებობის და ირისის სპინქტერში გამოწვეული კონსტრიქციის შედეგად, პროსტაგლანდინები მონაწილეობენ მეიოზის პასუხში თვალის ოპერაციის დროს.
ედოლფენი ნაჩვენებია:
- ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული მეიოზისის ინჰიბირებისას;
- ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სასარგებლოა პროსტაგლანდინების ინჰიბირება, როგორიცაა ოფთალმოლოგიური ლაზერის გამოყენებისას ანთებითი რეაქციის კონტროლისათვის.

2. ედოლფენის გამოყენების წინ
ედოლფენი არ გამოიყენება
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ფლურბიპროფენის ნატრიუმის ან
ედოლფენის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- ჰერპესული (დენდრიტული) კერატიტის დროს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ედოლფენის გამოყენებისას თუ გაქვთ თვალზე ჭრილობები, ვინაიდან ამ პრეპარატის გამოყენებისას ჭრილობის მოშუშებას შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დრო. ედოლფენმა შეიძლება ასევე დააყოვნოს რქოვანას დაზიანებების ან წყლულების განკურნება.
ედოლფენის გამოყენება სხვა პრეპარატებთან აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. ცნობილი არ არის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულ ქალებში ან მეძუძურ ქალებში ეს პრეპარატი არ გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმის გადაწყვეტილებით, პოტენციური სარგებელი ამართლებს
პოტენციურ რისკს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
თუ ედოლფენის ჩაწვეთების შემდეგ განვითარდა მხედველობის დროებით დაბინდვა, არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები მხედველობის ნორმის ფარგლებში დაბრუნებამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენტოცილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ ეს პრეპარატი შეიცავს თიომერსალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

3. ედოლფენის მიღების წესი
ედოლფენი გამოიყენება ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.
ჩვეულებრივი დოზა არის:
- ქირურგიული ოპერაციისთვის მომზადებისას: 1 წვეთი ყოველ ნახევარ საათში, ქირურგიულ ჩარევამდე ორი საათის განმავლობაში (სულ 4 წვეთი);
- სხვა კლინიკური მდგომარეობებისას: 1 წვეთი, დღეში 4-ჯერ.
მიღების წესი
თვალის წვეთები, ხსნარი განკუთვნილია თვალში ადგილობრივი გამოყენებისათვის და მისი ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ ტომარაში (თვალსა და ქუთუთოს შორის არსებულ „ჯიბეში“).
შემდეგი მითითებები დაგეხმარებათ ედოლფენის სწორად გამოყენებაში:
1. დაიბანეთ ხელები და მოთავსდით მოხერხებულად;
2. მოხსენით თავსახური;
3. თითით ფრთხილად ქვემოთ ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო;
4. საწვეთური მოათავსეთ ახლოს თვალთან ისე, რომ წვერი თვალს არ შეეხოს;
5. ბოთლს მსუბუქად დააჭირეთ თითი ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი ჩავიდეს თვალში, შემდეგ კი ხელი აუშვით ქუთუთოს;
6. თითი დააჭირეთ თვალის ახლოს ცხვირთან 1 წუთის განმავლობაში, თვალდახუჭულ მდგომარეობაში.
7. გაიმეორეთ ეს პროცესი მეორე თვალის შემთხვევაში, თუ ექიმი გირჩევთ.
8. ბოთლს დაახურეთ თავსახური.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ედოლფენი
არ არსებობს ცნობები თვალის წვეთების მოცემული ოკულარული ფორმით ამ პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ. მიუხედავად ამისა, თვალის წვეთების განზრახ ან შემთხვევით პერორალური მიღებისას, ხსნარმა პრობლემები არ უნდა გამოიწვიოს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, მიიღეთ სითხეები შესაბამისი დილუციის უზრუნველსაყოფად.
თუ დაგავიწყდათ ედოლფენის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ შესაბამის დროს ამ პრეპარატის გამოყენება, დაიცადეთ შემდეგი გამოყენების დრომდე, ე.ი. შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის გამოყენება არ შეიძლება.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ედოლფენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს დროებითი წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, რაც პრობლემას არ წარმოადგენს და არის მხოლოდ დროებითი დისკომფორტი.
იშვიათ შემთხვევებში, სხვა გართულებები შეიძლება აღინიშნოს, როგორიცაა:
- ბრონქული ასთმის გაუარესება ანამნეზში ამ დაავადების მქონე პაციენტებში;
- ქუთუთოების კანის გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი);
- პუნქტატური კერატიტი, რომელიც გამოხატულია თვალის წვის, ცრემლდენის და სინათლის აუტანლობის სახით;
- რქოვანას დარბილების დაზიანებები ხანგრძლივად გამოყენებისას.
ედოლფენი მნიშვნელოვნად არ ზრდის თვალის შიდა წნევას.
თუ რომელიმე მითითებული გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ედოლფენის შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25 C-ზე;
პირველად გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
არ გამოიყენოთ ედოლფენი ეტიკეტზე ან გარეთა კოლოფზე “EXP” ნიშანთან მითითებული
ვარგისიანობის ვადის გასვლამდე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თვალში გამოსაყენებლად და საწვეთურიანი
ბოთლის გამოყენება სხვა მიზნით არ შეიძლება. არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც აღარ გჭირდებათ პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ედოლფენი
- აქტიური ინგრედიენტი არის ფლურბიპროფენის ნატრიუმი 0,3 მგ/მლ;
- სხვა კომპონენტებია: კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას ონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, თიომერსალი, პოვიდონი, მაღალგასუფთავებული წყალი, ჰიდროქლორმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის კორექციისათვის.
ედოლფენის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ედოლფენი არის სტერილური, სუფთა, უფერო და უსუნო ხსნარი თვალში გამოყენებისთვის, წარმოდგენილი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან ბოთლში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით. ყოველი ბოთლი შეიცავს 5მლ თვალის წვეთს, ხსნარს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.