ვალუდორმი ფორტე - Valudorm Forte 30 კაფსულა
30 კაფსულა

ჩვენება:მოუსვენრობა, შფოთვა მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა ძილის მოშლა ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს -მელატონინი - 3მგ., მელისას (ბარამბო)1% მშრალი ექსტრაქტი - 80მგ., კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი - 80მგ., მაგნიუმი - 60მგ., პასიფლორას 0,5% მშრალი ექსტრაქტი - 40მგ., ცაცხვის მშრალი ექსტრაქტი - 40მგ., კრაზანას მშრალი ექსტრაქტი -20მგ., აბზინდას მშრალი ექსტრაქტი - 20მგ., ვიტამინი B6 -10მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დამამშვიდებელი და საძილე საშუალება, ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ჩაძინების პროცესს და ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედაციური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს და ცნობილია, როგორც ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

პასიფლორას აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

ცაცხვის ყვავილს გააჩნია ნერვული აგზნების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე აქვს გამოხატული საძილე ეფექტი.

მაგნიუმი უზრუნველყოფს ნეირონების მიერ ნერვულ იმპულსთა მიღება-გატარებას და მისი დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს აგზნებადობას,სტრესისადმი მიდრეკილებას.

მელისას(ბარამბო) გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური მოქმედება. ამცირებს გულისცემის სიხშირეს და იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

კატაბალახა ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას. გააჩნია სპაზმოლიტური მოქმედება. აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას.

აბზინდა აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აძლიერებს ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას. შესაბამისად აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს.

კრაზანა გამოიყენება, როგორც ნაღვლმდენი საშუალება ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის დროს. ასევე ნაჩვენებია გასტრიტების და მეტეორიზმის სამკურნალოდ.

B6 ვიტამინი (პიროდოქსინი) - მონაწილეობს ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში. ასევე მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში და ერითროციტების რეგენერაციაში.

იხილეთ ბლოგი: ვალუდორმი — პრეპარატი სიმშვიდისთვის და ძილის პრობლემის აღმოსაფხვრელად

ჩვენებები:

• მოუსვენრობა, შფოთვა

• მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა

• ძილის მოშლა

• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში ან დათრგუნვა

• კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები

უკუჩვენება: 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: 1 ან 2 კაფსულა ძილის წინ 30 წუთით ადრე.

გამოშვების ფორმა: №30კაფსულა

შენახვის წესები: ინახება 10-250C ტემპერატურაზე. მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.