მედიკო

მაქსიტროლი - Maxitrol 5მლ. თვალის წვეთები

5მლ

ჩვენება: ანთებითი პროცესებისას, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპია.

საერთაშორისო დასახელება: DEXAMETHAZONE; NEOMTCIN; POLYMYXIN B

მწარმოებელი: ALKON, ბელგია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივ გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის სუსპენზია: პლასტიკურ ფლაკონში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.

1 ფლ.

დექსამეტაზონი  1 მგ

ნეომიცინის სულფატი 3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე

კონსერვანტი - ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%

ფუძე-ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა  0.5%

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაქსიტროლი (დექსამეტაზონი 0.1%, ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინ B სულფატი) წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ პრეპარატს სტერილური სუსპენზიისა და მალამოს სახით ადგილობრივი გამოყენებისათვის.

იხილეთ ბლოგი: მაქსიტროლი – თვალის ინფექციებისა და ანთების სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი

ოფთალმოლოგიური პრეპარატი მაქსიტროლი შეიცავს ორ, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს კორტიკოსტეროიდთან კომბინაციაში, რაც იძლევა თვალის წინა სეგმენტის ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის საშუალებას.

კორტიკოიდები თრგუნავენ ანთებით რეაქციას, თუმცა შესაძლოა შეაფერხონ ჭრილობის შეხორცების პროცესი, ვინაიდან ცნობილია, რომ მათ შესწევთ უნარი გარკვეულ შემთხვევაში შეასუსტონ ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმები. ამ დროს საჭიროა დაინიშნოს ანტიმიკრობული საშუალებები.

პრეპარატში შემავალი ანტიმიკრობული ინგრედიენტები მოქმედებენ შემდეგ მიკროორგანიზმებზე: ნეომიცინის სულფატი - Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae;

პოლიმიქსინ В - აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa.

მოცემული ანტიბიოტიკის მიმრთ მდგრადია: Streptococcus spp., მათ შორის. Streptococcus pneumoniae, და ანაერობულ;ი ბაქტერიები

კორტიკოსტეროიდისა და ანტიბიოტიკის კომბინაცია მეტად პრაქტიკულია პაციენტთათვის. კორტიკოსტეროიდების შედარებითი აქტივობა დამოკიდებულია მათ მოლეკულურ სტრუქტურაზე.

ჩვენებები:

მაქსიტროლი გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესების დროს, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ჩატარება.

მიღების წესები და დოზირება:

მაქსიტროლის სუსპენზია:

1-2 წვეთი თვალში. დაავადების მწვავე ფორმების დროს ჩაწვეთება შეიძლება ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება წამლის მიღების ჯერადობა, მის სრულ მოხსნამდე.

გახანგრძლივებულად მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება 4-5-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები - დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად - სუბკაფსულური კატარაქტა;

ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები.

უკუჩვენებები:

* Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი;

* რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები;

* თვალის სოკოვანი დაავადებები;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

* ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის შემცირება, ასევე სუბკაფსულური კატარაქტის შემდგომი განვითარება.

* განახგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს პაციენტის იმუნური სისტემა, რაც ზრდის მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას.

* თვალის მწვავე ჩირქოვანი პროცესების დროს პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს მასკირება ან გაართულოს ინფექციური პროცესის მიმდინარეობა. თუ კორტიკოიდები 10 დღეზე მეტ ხანს გამოიყენება, საჭიროა თვალის შიდი წნევის რეგულარული კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.