მედიკო

ნოვაკარდი Q10 კაფს.N30

1 ცალი

ჩვენება: კარდიომიოპათია და ცირკულატორული დარღვევები; არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადებები; გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია.

1 კაფსულის შემადგენლობა:

უბიქინონი  100მგ. ინულინი 440 მგ.

კოფერმენტი Q-10 (უბიქინონი) – ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა,

რომელიც  მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში. იგი ცხიმში ხსნადობის გამო ადვილად  აღწევს ჰიდროფობურ მიტოქონდრიების მემბრანაში და აქტიურად მონაწილეობს ატფ-ის სინთეზი.

უბიქინონი აძლიერებს ნივთიერებათა  ცვლის პროცესებს უჯრედებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში.  იგი აბრკოლებს ალკილური რადიკალების წარმოქმნას და იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს და  დნმ-ს  ჟანგბადის აქტიური ფორმების მოქმედებისგან.

ასაკის მატებასთან ერთდ ორგანიზმში უბიქინონის სინთეზი მცირდება, ხოლო ზოგიერთი პათოლოგიის დროს  საკვებით მიღებული უბიქინონის ათვისება არაა საკმარისი.

ყოველივე  ეს  განაპირობებს  უნიკარდი  Q10 –ის  მიღების აუცილებლობას.

ინულინი  უზრუნველყოფს  ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ორგანიზმიდან  გამოჰყავს  ტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები, ქოლესტერინის კრისტალები, ცხიმოვანი მჟავები,   ხელს უწყობს  ვიტამინების, მინერალების (Ca–ი და Mg–ი და ა.შ) შეწოვას. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამცირებს ავთვისებიანი უჯრედების განვითარების რისკის.

ინულინი, როგორც პრებიოტიკი  უზრუნველყოფს ნაწლავში ბიფიდობაქტერიების რაოდენობის საგრძნობ მომატებას. ინულინი თავის მხრივ  ამცირებს  ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და ფოსფოლიპიდების დონეს.

ჩვენება:

კარდიომიოპათია და ცირკულატორული დარღვევები; არტერიული ჰიპერტენზია;  გულის იშემიური დაავადებები; გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია;

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა. უნიკარდი Q 10 -ის  დანიშვნა რეკომენდებულია პაციენტებში რომლებიც იღებენ სტატინებს.   თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა,  პოლინეიროპათია, მიასთენია, ნევრიტები, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი.  შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა. მომატებული ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვა სპორტსმენებში; პაროდონტოპათიები;

წამალთაშორისი ურთიერთქმედება:

პრეპარატი აძლიერებს დიურეზული საშუალებების, საგულე გლიკოზიდების და ნიტრატების მოქმედების ეფექტს. ახანგრძლივებს ენალაპრილის და ნიტრენდიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოლიზურ აქტივობას. პრეპარატი ამცირებს სტატინებით გამოწვეულ არასასურველ ეფექტებს და აქვეითებს b-ბლოკატორების კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. იგი აძლიერებს ვიტამინ E -ს ანტიოქსიდანტურ თვისებას და L-კარნიტინის მეტაბოლიზმს და ცირკულაციას. უნიკარდ Q-10 ამცირებს ციტოსტატიური  ანტიბიოტიკების კარდიოტოქსიურ ეფექტებს.

გამოყენების წესი

რეკომენდებული სამკურნალო  დოზა შეადგენს 100 მგ. 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ. 1-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკის მიზნით: 1 კაფსულა დღეში.

პრეპარატის მიღება უმჯობესია საკვების მიღების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები 0.39%, მადის დაქვეითება 0.23%, გულისრევა 0.16% და დიარეა 0.11%. კანის ჰიპერემია.

უკუჩვენება:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.