ბროქსევინი - Brocsevin სიროფი 150მლ
150მლ

ბროქსევინი სიროფი - პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს

ბროქსევინი 150 მლ სიროფი

შემადგენლობა

10 მლ სიროფი შეიცავს:

N-აცეტილცისტეინი 250 მგ

თაფლი 0,5 გ

ტოლუს ბალზამი (Toluiferum Moryxolon xe) 0,25 მლ

ბეგქონდარა (Thymus Serpyllum L) 0,25 მლ

ტუხტი (Althea officinalis L) 0,125 მლ

ევკალიპტი (Eucalyptus globulus Labill) 0,07 მლ

ლიმონი (Lemona ) 0,07 მლ

ცვრიანა (Drosera) 0.25 მლ

ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra L) 0,20 მლ

შავი მოცხარი (Ribes nigrum) 0,1 მლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მუკოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, დეტოქსიკაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

აცეტილცისტეინი ათხიერებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას, აადვილებს მის გამოყოფასა და ამოხველების პროცესს. აცეტილცისტეინის მოქმედება დაკავშირებულია მასში შემავალი სულფჰიდრილური ჯგუფის თვისებასთან - დაარღიოს ნახველის მჟავა მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ლორწოს სიბლანტის შემცირებას.

თაფლი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფერმენტები, მიკროელემენტები: რკინა, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი. ვიტამინები, ორგანული და არაორგანული მჟავები: მარილმჟავა, ფოსფორმჟავა, ვაშლისა და ღვინის მჟავა. თაფლს გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი თვისებები.

ტოლუს ბალზამი მიიღება ხე მცენარე Moryxolon –ის ქერქის დაწვრილმანების შედეგად, იგი შეიცავს ფისისებრ ნივთიერებებს: ცინამენებს, ბენზოლის მჟავას, ფლავონოიდ კუმარინს, ვანილინს და ფერნეზოლს. ბალზამი გავლენას ახდენს სასუნთქი გზების ლორწოვანზე. ავლენს რა ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ და ამოსახველებელ თვისებებს. იგი გამოიყენება ქრონიკული კატარის, ლარინგიტის, ქვემო სასუნთქი გზების ანთების დროს.

ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთს რომლის მთავარი კომპონენტია თიმოლი, მთრიმლავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს. გამოიყენება მშრალი სპასტიური ხველის, ყივანახველას, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების დროს.

სამკურნალო ტუხტი შეიცავს 10% პენტოზას და ჰექსოზას; 37% საქაროზას, და 10% ცხიმოვან ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება სასუნთქი გზების კატარის დროს.

ევკალიპტის სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომლებიც შეიცავს ეთერზეთებს-2,5%, ცინეოლს-60%. ევკალიპტისგან მიღებული ეთეროვანი ზეთები გამოიყენება, როგორც ბაქტერიციდული საშუალება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, გამოხატული აქვს ხველის საწინააღმდეგო მოქმედება.

ლიმონის ნაყოფი შეიცავს: ფრუქტოზას - 0,63%, გლუკოზას - 1,99%, საქაროზას - 1,20%, პექტინს - 3,79%, ცელულოზას - 3,17%, ეთერზეთებს - 1,31%, მინერალურ ნივთიერებებს -0,69%, ვიტამინებს - A, B1,B2, C - 93%, ციტრინს. ნაყოფის წვენი შეიცავს ფლავონოიდ კუმარინს, სიტოსტეროლს. ლიმონის ეთერზეთი გამოიყენება გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ზრდის ორგანიზმის შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობას.

ცვრიანას ფოთლები მოფენილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით, რომლებიც გამოყოფენ წებოვან სეკრეტს, გამოიყენება სურდოს, სასუნთქი გზების კატარის, ხველის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ძირტკბილა შეიცავს გლიკოზიდ გლიცირიზინს, ფლავანოიდებს, ასკორბინის მჟავას. ფესვებიდან მიღებული ექსტრაქტი გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როგორც ამოსახველებელი, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შავი მოცხარის სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომლებიც შეიცავენ ეთერზეთებს, ვიტამინებს - C, B და P, ორგანულ მჟავებს, პექტინს, მთრიმლავ და მინერალურ ნივთიერებებს. იგი გამოიყენება, როგორც მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალება.

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს:

• მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;

• ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ტრაქეიტი;

• პნევმონია;

• ბრონქოექტაზიური დაავადება;

• ბრონქული ასთმა;

• ატელექტაზი, გამოწვეული ლორწოვანი საცობის მიერ ბრონქების ობსტრუქციით;

• მუკოვისციდოზი (კომბინირებული თერაპიის დროს);

• ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში სასუნთქი გზებიდან ბლანტი სეკრეტის ევაკუაციისათვის და სინუსიტების დროს სეკრეციის შესამსუბუქებლად.

გამოყენების წესი და დოზირება

ბროქსევინი მიიღება 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მკურნალობის ხსნგრძლივობა 1-4 კვირა

ასაკი

ერთჯერადი დოზა

მაქსიმალური დღიური დოზა

ბავშვები 1 წლამდე

2,0 მლ

6 მლ

1-3 წელი

3,5 მლ

10,5 მლ

3-5 წელი

5,0 მლ

15 მლ

5-8 წელი

7,0 მლ

21 მლ

8-12 წელი

10,0 მლ

30 მლ

12 წლის ზემოთ ბავშვები და მოზრდილები

15,0 მლ

45 მლ

გვერდითი მოვლენები

იშვიათად შემთხვევაში დისპეფსიური მოვლენები, თავბრუსხვევა და ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

დოზის გადაჭარბება

ანორექსია, მადის დაქვეითება, დაღლილობა, გულისრევა ღებინება

გამოშვების ფორმა

ბროქსევინი 150 მლ ფლაკონი მუყაოს ყუთში, საზომ ჭიქასთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ და ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 26°C– ტემპერატურაზე.

ვადა

პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს შეფუთვასა და ფლაკონზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია

“NOVATOR PHARMA”, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი “GRICAR CHEMICAL” S.R.Lvia san juzeppe, 18/20 - Brugherio(MI), იტალია.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.