მედიკო
გინო-ფასტი - Gyno-fast 7 ვაგინალური კაფსულა
1 ცალი
ჩვენება: გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული მოქმედება.
სამკურნალო საშუალების დასახელება
GYNO-FAST (გინო-ფასტი)
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
კლინდამიცინი, კლოტრიმაზოლი
სამკურნალო ფორმა
რბილი ჟელატინის ვაგინური კაფსულები
შემადგენლობა
ერთი რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა შეიცავს:
გინო-ფასტი
კლინდამიცინის ფოსფატს BP, კლინდამიცინის ევივალეტურს
100 მგ-ს
კლოტრიმაზოლს
200 მგ-ს
კაფსულის შემავსებელი: ფუტკრის ცვილი, მინერალური ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენელი ნივთიერებები: ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცერინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი “პონსო 4R”, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
კლინიკური ფარმაკოლოგია
ფარმაკოდინამიკა. კლინდამიცინი უერთდება ბაქტერიული რიბოსომების, ასევე მაკროლიდების 50S სუბერთეულს და აინჰიბირებს ცილების სინთეზის ადრეულ სტადიას. კლინდამიცინის მოქმედება ძირითადად ბაქტერიოსტატიკურია, თუმცა მაღალ კონცენტრაციებში იგი ბაქტერიციდულად მოქმედებს მგრძნობიარე შტამებზე.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც აფერხებს ერგოსტეროლის სინთეზს და ზრდის სოკოს უჯრედული მემბრანის გამტარობას. კლინიკურად მიღწეული კონცენტარაციებით ფუნგისტატიკურია.
ფარმაკოკინეტიკა. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაგინალური გამოყენებისას კლოტრიმაზოლის და კლინდამიცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიწოვება ორგანიზმში.
ჩვენებები
GYNO-FAST-ი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ტრიქომონიაზი, კანდიდოზური ვულვიტი, ვაგინური მიკოზი, ვაგინური კანდიდოზი, ბაქტერიული ვაგინიტი, ინფექციური ლეიკორეა, შერეული ვაგინური ინფექციები და არასპეციფიკური ვაგინიტი.
გამოყენების წესი და დოზირება
1 კაფსულა თავსდება ინტრავაგინურად. პრეპარატი გამოიყენება 7 დღის განმავლობაში, უპირატესად ძილის წინ. მკურნალობა არ უნდა დაემთხვეს მენსტრუაციის პერიოდს.
გამოყენების წესი:
1.  გამოყენების წინ და გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელის დაბანა.
2.  კაფსულა უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ღრმად საშოშო, ამისათვის პაციენტი წვება ზურგზე და მუხლებში მოხრილი ფეხები მიაქვს მუცელთან.
3.  კაფსულის მოთავსების შემდეგ ფეხზე დგომა, სიარული ან სირბილი არ არის სასურველი. ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ძილის წინ.
4.  შედეგის მისაღწევად საჭიროა თერაპიის სრული, 7 დღიანი კურსის ჩატარება. დაუშვებელია მკურნალობის შუა გზაზე შეწყვეტა.
5.  მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი ადგილობრივი გაღიზიანება, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
6.  მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად.
გვერდითი მოვლენები
GYNO-FAST–ის ვაგინალურ კაფსულებს კარგი ამტანობა ახასიათებს. ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი, წვა, დისპარეუნია; იშვიათად _ გახშირებული შარდვა, წვა შარდვის დროს, მტკივნეულობა სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობისას. ძალზე იშვიათად პაციანტისათვის ეს გაღიზიანება შეიძლება იყოს აუტანლი, რის გამოც მკურნალობა უნდა შეწყდეს. შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის (ან აზოლების ჯგუფის), ასევე კლინდამიცინის (ან ლინკომიცინის ჯგუფის) მიმართ. GYNO-FAST–ი ასევე უკუნაჩვენები ქალებში, რომელთაც აქვთ რეგიონალური ენტერიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტი).
ჭარბი დოზირება
ვაგინური გამოყენების დროს მცირე აბსორბციის გამო პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
კაფსულის შეცდომით პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება ან ფაღარათი. პაციანტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობის წყალი ან ლიმონათი აქტივირებულ ნახშირთან ერთად, ასევე საფაღარათე საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სიმპტომური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა არანაირი მავნე ზემოქმედება დედაზე ან ჩვილზე GYNO-FAST–ის გამოყენებისას ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში. თუმცა სასურველია GYNO-FAST–ის გამოყენება ორსულობისას მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვაგინურად კლოტრიმაზოლის და პერორალურად ტაკროლიმუსის (FK-506 იმუნოდეპრესანტი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა. საჭიროა ასეთი პაციენტების მონიტორინგი, ტაკროლიმუსის ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენა და პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი.
განსაკუთრებული მითითებები
კლორტიმაზოლის ინტრავაგინური გამოყენებისას აღინიშნა უმნიშვნელო აბსორბირება (3-10%), მეტრონიდაზოლის დონე შრატში ინტრავაგინური გამოყენების დროს შეადგენს 20%-ს. GYNO-FAST–ს უმნიშვნელო სისტემური ეფექტი ახასიათებს.
GYNO-FAST-ი გამოიყენება ინტრავაგინურად და არაპერორალურად.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა
7 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ყველა პროდუქტი
ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.